ზამიოკულკასი - „დოლარის ხე“

მებაღის რჩევები

28 ოქტომბერი 12:00, 2015 წელი

ზამიოკალკუსი ნიუკასებრთა ოჯახის წარმომადგენელი მცენარეა, რომელსაც მეორენაირად „დოლარის ხეს“ ეძახიან. როგორ მოვუაროთ ზამიოკალკუსს და რა აქვს მას საერთო „ბარაქის, ფულისა და დოლარის ხედ“ ცნობილ კრასულასთან?!


ზამიოკულკასი
(ლათ. Zamioculcas) – ნიუკასებრთა ოჯახის მონოტიპური სახეობაა, რომლის ერთადერთი წარმომადგენელი -  ზამიასებრფოთლიანი ზამიოკულკასი (Zamioculcas zamiifolia) გახლავთ. (ზამია - ლათ. Zamia - ზამიასებრთა ოჯახის წარმომადგენელი მცენარეა და მისი და ზამიოკულკასის ფოთლები მართლაც ძალიან ჰგავს ერთმანეთს).
ზამიოკულკასს საკმაოდ მოზრდილი, ტყავისებური და პრიალა ფოთლები აქვს, რომლებიც სქელ და წვნიან ღეროებზეა განლაგებული. ოთახის პირობებში იშვიათად ყვავის, მაგრამ თუ მაინც იყვავილა, მომწვანო ბუტკოს ივითარებს, სადაც ღია ფერის (თეთრი ან კრემისფერი) წვრილ-წვრილი ყვავილებია მოთავსებული.
ზამიოკულკასს „დოლარის ხესაც“ ეძახიან, თუმცა ამ მცენარეს ჩვენში „ბარაქის ხედ“ ცნობილ კრასულასთან არანაირი საერთო არ აქვს და ეს სახელწოდება მხოლოდ ფასის გამო შეარქვეს - ზამიოკულკასს საკმაოდ ძვირი ფასი აქვს.
ზამიოკულკასის ყველა ნაწილი შხამიანია, ამიტომ მცენარე ბავშვებსა და შინაურ ცხოველებს მოარიდეთ, თავად კი მასთან მუშაობისას ხელთათმანები გაიკეთეთ.


განათება
ზამიოკულკასი უმჯობესია, კარგად განათებულ ადგილას მოათავსოთ, თუმცა არც ნახევრად ჩრდილში მოუვა რამე. უბრალოდ, ნახევრად ჩრდილში ფოთლები გაუღიავდება და ზრდას შეანელებს.


ტემპერატურა
ზამიოკალკუსი დაბალ ტემპერატურაზეც მშვენივრად ძლებს, თუმცა უკეთესია, თუ სითბოში ამყოფებთ. ზამთარში რეკომენდებულია 16-18 გრადუსზე გამოზამთრება.



ჰაერის ტენიანობა
ზამიოკალკუსი ჰაერის მაღალი ტენიანობის მიმართ მაინცდამაინც მომთხოვნი არ გახლავთ, მაგრამ კარგი იქნება, თუ დროდადრო ფოთლებს სველი ნაჭრით გაუწმენდთ, ზაფხულის ცხელ დღეებში კი ფოთლებზე წყალს შეასხურებთ.


მორწყვა
ზამიოკალკუსი უხვად, მაგრამ იშვიათად უნდა მორწყათ, მხოლოდ ნიადაგის სრულად გამოშრობის შემდეგ. ზამთარში მორწყვა კიდევ უფრო (მინიმუმამდე) შეამცირეთ.


გადარგვა
ზამიოკალკუსი ნელა მზარდი მცენარეა, ამიტომ გადარგვას იშვიათად საჭიროებს - მხოლოდ მაშინ, როცა ფესვები ქოთანს გადაავსებს. საჭიროების შემთხვევაში, მცენარე გაზაფხულზე უნდა გადაირგას, ახალი ქოთანი კი ძველზე ოდნავ ფართო შეარჩიეთ. კარგი დრენაჟიც არ დაივიწყოთ  - ამისთვის ქოთნის ფსკერზე თხელ ფენად კენჭები ან აგურის ნატეხები მოაფინეთ.


ნიადაგი
ზამიოკულკასს ფხვიერი და წყლის კარგად გამტარი ნიადაგი სჭირდება. ამიტომ კარგი იქნება, თუ კორდის მიწას ტორფს, ქვიშასა და ცოტაოდენ დაფხვნილ სფაგნუმს გადაურევთ  (1/1/1/0,5).


განოყიერება
ზამიოკულკასი განოყიერებას მხოლოდ გაზაფხულსა და ზაფხულში (ფოთლების ზრდის პროცესში) საჭიროებს. ამ პერიოდში მცენარე რეგულარულად - 2 კვირაში 1-ხელ, კაქტუსების ან სუკულენტებისთვის განკუთვნილი რომელიმე სასუქით უნდა გაანოყიეროთ.


გამრავლება
ზამიოკულკასის გამრავლება ძალიან იოლია, რადგან ის ნებისმიერი ჯანსაღი ნაწილით მრავლდება - ბოლქვით, ბუჩქის დაყოფით, ღეროს კალმით, ფოთლითა და ფოთლის ნაწილითაც კი.
ბოლქვის დაყოფისთვის საჭიროა: ბოლქვი დანით ფრთხილად გაჭრათ (ისე, რომ თითოეულ დანაყოფზე საზრდელი ყლორტი იყოს), შემდეგ კარგად გააშროთ და ტორფისა და ქვიშის ნაზავში მოათავსოთ.
ბუჩქის დაყოფა შეგიძლიათ გაზაფხულზე, მცენარის გადარგვისას.
ღეროს კალამი, ფოთოლი ან ფოთლის ნაწილი კი თავდაპირველად რამდენიმე საათით მშრალ და გრილ ადგილას უნდა  მოათავსოთ, შემდეგ კი ქვიშაში, ქვიშისა და ტორფის ნარევში ან წყალში დააფესვიანოთ. დასაფესვიანებელ მცენარეს სითბო (25 გრადუსი) და გაფანტული შუქი სჭირდება.
კარგი იქნება, თუ დამატებით მინი-სათბურსაც მოუწყობთ.


მავნებლები
ზამიოკულკასს მავნებლები იშვიათად უჩნდება, მაგრამ თუ ისინი მაინც შეამჩნიეთ, მცენარეს ფოთლები (ძირითადად, ფოთლების ქვედა მხარე) საპნიანი ან თუთუნიანი წყლით გაუწმინდეთ ან რომელიმე სისტემური ინსეკტიციდით შეწამლეთ.
შეწამვლიდან ერთი დღის შემდეგ, მცენარეს ფოთლები წყლით ჩამოურეცხეთ, მხოლოდ ისე, რომ წყალი ნიადაგზე არ მოხვდეს (ფესვებთან პოლიეთილენის პარკი დაუფინეთ).
აუცილებლობის შემთხვევაში (თუ მავნებლები სრულად არ განადგურდა), პროცედურა ერთხელ კიდევ გაიმეორეთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?