ხანგრძლივად მოყვავილე ბეგონია - უმშვენიერესი ჰიბრიდი თქვენი ოთახების გასალამაზებლად

მებაღის რჩევები

31 ოქტომბერი 12:00, 2015 წელი

ბეგონია ულამაზესი დეკორატიული მცენარეა, რომელშიც მრავალი სახეობა და ჰიბრიდული ჯიში მოიაზრება. ერთ-ერთი ასეთი ჰიბრიდი ხანგრძლივად მოყვავილე ბეგონიაა, რომელიც თითქმის მთელი წლის განმავლობაში ყვავის და ამის გამო განსაკუთრებით პოპულარულია როგორც საოთახო მემცენარეობაში, ისე ღია გრუნტში.

ხანგრძლივად მოყვავილე ბეგონია (ლათ. Begonia sempflorens) - ბეგონიების ოჯახის ერთ-ერთი რთული ჰიბრიდია (ბეგონიების დიდ ოჯახში 800-მდე სახეობა და 2000-მდე ჰიბრიდული ჯიშია გაერთიანებული), რომელიც რამდენიმე სახეობის შეჯვარებითაა გამოყვანილი. ამ დროისთვის ხანგრძლივად მოყვავილე ბეგონიას 600-მდე სახეობაა გამოყვანილი, რომლებიც ერთმანეთისგან შემდეგი ნიშნებით განსხვავდება:


სიმაღლე - ხანგრძლივად მოყვავილე ბეგონიას მაღალი სახეობები 25-დან 40 სმ-მდე იზრდება, საშუალოდ მზარდი სახეობები - 20-დან 25 სმ-ს აღწევს, ხოლო დაბალი სახეობები შესაძლოა, სიმაღლეში 5-10 სმ-ს არ სცდებოდეს;
ფოთლების შეფერილობა - ხანგრძლივად მოყვავილე ბეგონიას სხვადასხვა სახეობას განსხვავებული ფერის ფოთლები აქვს - ძირითადად, ღია ან მუქი მწვანე, წითელი, ბორდოსფერი ან ყავისფერი ლაქებით;
ყვავილების ფორმა და ფერი - ხანგრძლივად მოყვავილე ბეგონიას სახეობები შეიძლება იყოს როგორც ხავერდისებური, ისე ნახევრად ხავერდისებური ან სადა ყვავილებით.  მათი შეფერილობა კი - თეთრი, ვარდისფერი, წითელი. არსებობს მცენარის ორ ფერში მოყვავილე სახეობებიც.
ხანგრძლივად მოყვავილე ბეგონია  მთელი წლის განმავლობაში შეუსვენებლად ყვავილობს, მცენარის სახელწოდებაც აქედან მომდინარეობს. სწორედ ხანგრძლივი ყვავილობის გამო, მცენარეს ფართოდ იყენებენ როგორც საოთახო მემცენარეობაში, ისე აივნებისა და ბაღების გასალამაზებლად.


განათება
ხანგრძლივად მოყვავილე ბეგონია მშვენივრად ხარობს როგორც მზით განათებულ ადგილას, ისე ნახევრად ჩრდილში. განათების ინტენსივობის მიხედვით, მხოლოდ შეფერილობას იცვლის და ნაკლებად განათებულ ადგილას ფოთლები მთლიანად მწვანე უხდება, ნახევრად ჩრდილში კი - წითელი ან ბორდოსფერი.
იმ შემთხვევაში, თუ ხანგრძლივად მოყვავილე ბეგონიას ნახევრად ჩრდილში ზრდით და გინდათ, მზიან ადგილას გადაიტანოთ, ეს ეტაპობრივად უნდა გააკეთოთ, ანუ მცენარე მზის სხივებს ნელ-ნელა უნდა მიაჩვიოთ.
ზამთარში, სასურველია, მცენარეს დამატებით ხელოვნური განათებაც მოუწყოთ - ასე ის ფოთლების ფერსაც შეინარჩუნებს და უხვადაც იყვავილებს.


ტემპერატურა
ხანგრძლივად მოყვავილე ბეგონიას ერთადერთ მინუსად სითბოს მიმართ ზედმეტი მოთხოვნილება შეიძლება ჩაითვალოს - მცენარე დაბალ ტემპერატურაზე ვერ ძლებს და ადვილად იღუპება.
აქედან გამომდინარე, თუ ხანგრძლივად მოყვავილე ბეგონია ღია გრუნტში გაქვთ ჩარგული, ზამთარში (14-16 0C -ზე დაბალ ტემპერატურაზე) მინისათბურის მოწყობა ან ოთახში შემოტანა სჭირდება.  


ჰაერის ტენიანობა
ხანგრძლივად მოყვავილე ბეგონია ტენის მოყვარული მცენარეა, ამიტომ წყლის შესხურება ხშირ-ხშირად სჭირდება. კარგი იქნება, ქოთნის სადგამზე სველი ქვიშა ან კერამზიტის ნატეხებიც დაუყაროთ.
ზამთარში მცენარე გამათბობელ საშუალებებს მოარიდეთ.


 


მორწყვა
ხანგრძლივად მოყვავილე ბეგონია ზაფხულში უხვად უნდა მოირწყას ისე, რომ მიწა მუდმივად ტენიანი ჰქონდეს.
ზამთარში მცენარეს ზომიერი მორწყვა სჭირდება - მხოლოდ მიწის ზედა ფენის გამოშრობის შემდეგ.


ნიადაგი და გადარგვა
ხანგრძლივად მოყვავილე ბეგონია წელიწადში ერთხელ, მხოლოდ გაზაფხულზე უნდა გადაირგას.
ნიადაგი კი ნოყიერი, ნეიტრალური რეაქციისა და წყლის კარგად გამტარი სჭირდება.
მეტი ნოყიერებისთვის, კარგი იქნება, კორდის მიწას თანაბარი რაოდენობის გადამწვარი ნაკელი, ნეშომპალა, ტორფი და ქვიშა გადაურიოთ.



განოყიერება
ვინაიდან ხანგრძლივად მოყვავილე ბეგონია ზრდასა და ყვავილობას ზამთარშიც აგრძელებს (თუმცა ისე აქტიურად აღარ, როგორც ზაფხულში), ის მთელი წლის განმავლობაში უნდა გაანოყიეროთ.
მხოლოდ გაზაფხულსა და ზაფხულში მცენარე კვირაში 1-2-ჯერ, შემოდგომა-ზამთარში კი - მხოლოდ თვეში ერთხელ უნდა გაანოყიეროთ.
გასანოყიერებლად შეგიძლიათ, ყვავილოვანი მცენარეებისთვის განკუთვნილი რომელიმე კომპლექსური სასუქი გამოიყენოთ.


გამრავლება
გამოზამთრებულ ბეგონიას გაზაფხულობით ქოთანში უამრავი ამონაყარი უჩნდება და შეგიძლიათ, მცენარე მათი დაყოფით გაამრავლოთ.
ასევე, მარტივია მცენარის კენწეროს კალმით გამრავლება. ამისთვის მცენარეს უნდა მოაჭრათ კალამი და წყალში დააფესვიანოთ. დაფესვიანებული კალამი შემდეგ ფოთლოვანი მიწის, ტორფის, გადამწვარი ნაკელისა და ქვიშის ნაზავში უნდა ჩარგოთ.
ხანგრძლივად მოყვავილე ბეგონია თესლითაც მრავლდება, თუმცა მათი თესლი ძალიან წვრილია (თითქმის მტვერივით) და, აქედან გამომდინარე, შეიძლება, ვერ მოაგროვოთ. თუ ეს მაინც შეძელით, მცენარის თესლი ტენიან მიწაზე უნდა მოაყაროთ (ზემოდან მიწას ნუღარ მიაყრით), დროდადრო წყალი უნდა მოასხუროთ, ტენიანობის შესანარჩუნებლად კი ზემოდან გამჭვირვალე პოლიეთილენის პარკი ან შუშა დააფაროთ. როგორც კი ნათესიდან 2-3 ფოთოლი ამოიწვერება, მცენარე ქოთანში უნდა გადაიტანოთ და ჩვეულებრივი წესით მოუაროთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?