„მექსიკური სიყვარულის ხე“

მებაღის რჩევები

11 ნოემბერი 12:00, 2015 წელი

მანდევილა, იგივე დიპლადენია, ულამაზესი დეკორატიული მცენარეა, რომელსაც მექსიკაში სიყვარულისა და ოჯახური ბედნიერების სიმბოლოდ მიიჩნევენ და სწორედ ამიტომ მცენარეს „მექსიკური სიყვარულის ხე“ შეარქვეს.

მანდევილა (ლათ. Mandevilla), იგივე დიპლადენია (ლათ. Dipladenia) - ლიანისებრთა ოჯახის წარმომადგენელი მარადმწვანე მცენარეა, რომლის სამშობლოა სამხრეთ და ცენტრალური ამერიკის ტყეები.
მცენარის ორმაგი სახელწოდება ბოტანიკოსების „შეცდომამ“ განაპირობა - თავიდან ველურ ბუნებაში მცენარის მხოლოდ რამდენიმე სახეობა აღმოაჩინეს და დიპლადენია უწოდეს, შემდეგ სხვა სახეობებსაც მიაგნეს, თუმცა ისინი შეცდომით სხვა ოჯახს მიაკუთვნეს და მანდევილად „მონათლეს“ (ინგლისელი დიპლომატისა და მებაღის ჰ. მანდევილლას პატივსაცემად). მოგვიანებით, როცა ბოტანიკოსებმა ყველა სახეობა კარგად შეისწავლეს, „შეცდომას“ მიხვდნენ და საბოლოო სახელწოდებად მცენარეს მანდევილა დაუტოვეს. მიუხედავად ამისა, მცენარეს დღემდე ორივე სახელწოდებით მოიხსენიებენ.
მანდევილა გრძელი (2 მ-მდე) ლიანაა, რომელსაც ღია მწვანე, პრიალა ფოთლები ამშვენებს.
მისი ყვავილები კი საკმაოდ დიდი და არომატულია და შეიძლება იყოს - თეთრი, ვარდისფერი, ჟოლოსფერი, მუქი წითელი და ა.შ.
კარგი მოვლის პირობებში მანდევილა სიცოცხლის პირველივე წელს იწყებს ყვავილობას, თუმცა რაც უფრო მოზრდილია მცენარე, მით უფრო უხვად ყვავის.
ყვავილობა საკმაოდ ხანგრძლივი აქვს და მთელი ზაფხულის განმავლობაში გრძელდება.
მანდევილას ხალხში - „ბრაზილიურ ბალზამინს“, „ბოლივიურ ვარდს“ და „მექსიკურ სიყვარულის ხეს“ უწოდებენ. აღსანიშნავია, რომ მექსიკაში ამ მცენარეს მართლაც თვლიან სიყვარულისა და ოჯახური ბედნიერების სიმბოლოდ და შესაბამისად, ნებისმიერ ოჯახში ძვირფას საჩუქრად მიიჩნევენ.


 


განათება
მანდევილა შუქის მიმართ მომთხოვნი მცენარეა და აუცილებლად კარგად განათებულ ადგილას მოათავსეთ. ზაფხულობით შეგიძლიათ, მცენარე აივანზე, ან ბაღში გაიტანოთ, მხოლოდ მზის პირდაპირ სხივებსა და ორპირ ქარს მოარიდეთ.


 


ტემპერატურა
მანდევილა სითბოს მოყვარული მცენარეა.
ოპტიმალური ტემპერატურა 20-260C-ია, თუმცა ზაფხულში 350C ტემპერატურასაც მშვენივრად უძლებს.
ზამთარში (როცა დღე მოკლდება და მცენარე ზრდას წყვეტს) მანდევილა შედარებით გრილ ოთახში მოათავსეთ და 15-170C-ზე გამოაზამთრეთ.
ყურადღება მიაქციეთ, რომ ტემპერატურა 130C ქვემოთ არ ჩამოსცდეს.


 


ჰაერის ტენიანობა
მანდევილა ჰაერის მაღალ ტენიანობას არ საჭიროებს, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ მას თბილ ოთახში აზამთრებთ, გამათბობელი საშუალებებისგან შორს დადგით, ფოთლებზე კი დროდადრო ოთახის ტემპერატურის წყალი შეასხურეთ.


 



მორწყვა
მანდევილა რეგულარულად და უხვად უნდა მორწყათ (მიწის ზედაპირის გამოშრობისთანავე). კარგი იქნება, თუ მოსარწყავად ოთახის ტემპერატურის ნადგომ წყალს გამოიყენებთ, რომელშიც რამდენიმე წვეთ ლიმონის მჟავას ჩაამატებთ.
ასევე, მნიშვნელოვანია კარგი დრენაჟი, რათა მცენარეს ზედმეტი წყალი ფესვებში არ ჩაუდგეს.
მორწყვის შემდეგ სადგამზე დაგროვილი წყალიც დაუყოვნებლივ გადაღვარეთ.


 


ნიადაგი
მანდევილა სწრაფად მზარდი მცენარეა, ამიტომ ნოყიერი ნიადაგი სჭირდება.
სასურველია თუ ჩვეულებრივ კორდის მიწაში ცოტაოდენ ტორფს, ქვიშას, პერლიტსა და წვრილად დაფხვნილ აგურს გადაურევთ.


გადარგვა
მანდევილა მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში უნდა გადარგოთ, სასურველია, ეს გაზაფხულზე გააკეთოთ.
კარგი დრენაჟისთვის ქოთნის ძირს ჩვეულებრივზე მოზრდილი ნახვრეტი გაუკეთეთ, ქოთნის ფსკერზე კი მსხვილი კენჭების ან კერამზიტის სქელი ფენა მოაყარეთ.


 


განოყიერება
მანდევილა მხოლოდ აქტიური ზრდისა და ყვავილობის პერიოდში, კვირაში 1-ხელ, რომელიმე კომპლექსური სასუქით გაანოყიერეთ.


 


ფორმირება
ოქტომბრის ბოლოს ან ნოემბრის დასაწყისში, მცენარეს ტოტები 2/3-ით დაუმოკლეთ.
ასეთი გასხვლით, მცენარეს უფრო გაახშირებთ და გამოზამთრებასაც გაუადვილებთ.
შეგიძლიათ, მანდევილას ხის, ან ლითონის საყრდენიც მოუწყოთ, ასე მცენარეს თქვენთვის სასურველ ფორმას ადვილად მისცეთ.


 


გამრავლება
მანდევილას გამრავლება შეგიძლიათ როგორც თესლით, ასევე ტოტითაც.  
გამრავლებისთვის საუკეთესო დრო კი გაზაფხული, ან ზაფხულის დასაწყისია.


 


შეწამვლა
იმ შემთხვევაში, თუ მანდევილას მავნებლები გაუჩნდა, კვირაში 1-ხელ აკტელიკის ხსნარით შეწამლეთ (1გრ. აკტელიკი/2ლ. წყალი). როგორც წესი, 2-3 შეწამვლა საკმარისია იმისთვის, რომ მავნებლები საბოლოოდ განადგურდეს.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?