ეპიფილუმი - კაქტუსი გემრიელი ნაყოფით

მებაღის რჩევები

18 ნოემბერი 12:00, 2015 წელი

ეპიფილუმი კაქტუსისებრთა ოჯახის წარმომადგენელი მცენარეა, რომელიც 20-მდე სახეობას აერთიანებს და მათი უმრავლესობა არომატული ყვავილებითა და გემრიელი ნაყოფითაა გამორჩეული.


ეპიფილუმი (ლათ.
Epiphyllum) - კაქტუსისებრთა ოჯახის წარმომადგენელი ეპიტიფი მცენარეა, რომელიც ძირითადად გავრცელებულია მექსიკასა და ამერიკის ტროპიკულ და სუბტროპიკულ რაიონებში.
ეპიფილუმს ძალიან გრძელი (ზოგჯერ 4 მ-მდე), ხორცოვანი და ქვემოთ დაშვებული მუქი ან ღია მწვანე ღეროები აქვს, რომლებიც თავიანთი ფორმით ფოთლებს მოგვაგონებს.
ყვავილები დიდი (40 სმ-მდე), გვირგვინისმაგვარი და არომატული აქვს და, გარდა ლურჯისა, შესაძლოა, ყველა ფერისას შეხვდეთ: კრემისფერს, ყვითელს, თეთრს, ვარდისფერს, წითელს და ა.შ.
ოთახის პირობებში, ეპიფილუმი საკმაოდ მოზრდილ, მომწვანო ან წითელ ნაყოფს ივითარებს, რომლებიც ძალიან გემრიელი და არომატულია და ზოგიერთ ქვეყანაში საკვებად იყენებენ.


განათება
იმისთვის, რომ ეპიფილუმმა დიდხანს და უხვად იყვავილოს, ოთახის ყველაზე მეტად განათებულ ფანჯარასთან მოათავსეთ. ზაფხულობით კარგი იქნება, თუ მცენარეს სუფთა ჰაერზე გაიტანთ, მხოლოდ ორპირ ქარსა და მზის პირდაპირ სხივებს მოარიდეთ.


 



ტემპერატურა
გაზაფხულსა და ზაფხულში ეპიფილუმს 20-250C ტემპერატურა სჭირდება.
ნოემბრის დასაწყისიდან თებერვლის ბოლომდე (მოსვენების პერიოდში) კი, კარგი იქნება, თუ ოთახის ტემპერატურას 10-150C-მდე დაწევთ.



ჰაერის ტენიანობა
ჰაერის მაღალი ტენიანობის მიმართ ეპიფილუმი მაინცდამაინც მომთხოვნი არ გახლავთ და ფოთლებზე წყლის შესხურებას მხოლოდ ზაფხულის ცხელ დღეებში საჭიროებს.
ამისთვის მხოლოდ ოთახის ტემპერატურის, ნადგომი წყალი უნდა გამოიყენოთ.



მორწყვა
სხვა კაქტუსების მსგავსად, ეპიფილუმიც რეგულარულ მორწყვას საჭიროებს.
ზაფხულობით, კარგი იქნება, მცენარეს მიწა ყოველთვის ზომიერად ტენიანი ჰქონდეს, ან მორწყოთ მიწის ზედა ფენის გამოშრობისთანავე.
ზამთარში მორწყვა შედარებით გააიშვიათეთ, ხოლო თუ მცენარეს გრილ ოთახში აზამთრებთ - მორწყვა საერთოდ შეუწყვიტეთ და მხოლოდ გაზაფხულიდან განაახლეთ.
მოსარწყავად აუცილებლად რბილი, ოთახის ტემპერატურის წყალი გამოიყენეთ.


 


ნიადაგი
ეპიფილუმისთვის საჭიროა ნოყიერი ნიადაგი, რომელიც შეგიძლიათ, კორდის მიწის, ნეშომპალას, ქვიშისა და ხის ნახშირისგან (4/1/1/1) თავად მოამზადოთ, ან სპეციალურად კაქტუსებისთვის განკუთვნილი მზა სუბსტრატი შეიძინოთ.


 


გადარგვა
ეპიფილუმი მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში უნდა გადარგოთ, უკეთესია ყვავილობის დასრულებისთანავე.
გადარგვის შემდეგ მცენარე რამდენიმე დღით ჩრდილში მოათავსეთ და ფრთხილად მორწყეთ.
რაც შეეხება ქოთანს, ის აუცილებლად ვიწრო უნდა იყოს, რადგან ვიწრო ქოთანი მცენარის ყვავილობას უკეთ ასტიმულირებს.


 


განოყიერება
გაზაფხულსა და ზაფხულში ეპიფილუმი თვეში 1-ჯერ, კაქტუსებისთვის განკუთვნილი რომელიმე სასუქით გაანოყიერეთ.
როგორც კი მცენარე გაიკვირტება, კარგი იქნება, დამატებით (2 კვირაში 1-ჯერ) ნაკელიც მისცეთ (1 წილი 4 წილ წყალზე).


 


ყვავილობის თავისებურებები
თებერვლის ბოლოდან ეპიფილუმი აქტიურ ზრდას იწყებს - მისი ღეროები მსხვილდება, იტოტება და კვირტებს ივითარებს. ასეთ დროს, მცენარეს არავითარ შემთხვევაში ადგილი არ უნდა შეუცვალოთ, რადგან შესაძლოა, კვირტები დასცვივდეს.
რაც შეეხება ყვავილობას, მცენარე უპირატესად გაზაფხულობით ყვავის, მისი ყვავილი კი მხოლოდ 5 დღე ძლებს. ყვავილობის პერიოდში აუცილებელია რეგულარული მორწყვა და განოყიერება.
კარგი იქნება, თუ ამ დროს ფოთლებზე წყალსაც შეასხურებთ.
კარგი მოვლის პირობებში, შესაძლოა, მცენარე შემოდგომით ხელმეორედაც აყვავდეს.


 


გასხვლა
ეპიფილუმი პერიოდულად უნდა გაისხლას, რაც არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს.
უბრალოდ, საჭიროა, რამდენიმე წელიწადში 1-ხელ  მცენარეს ძველი, „დაბერებული“ ტოტები მოაჭრათ, რადგან ასეთი ტოტები ყვავილობისთვის აღარ გამოდგება, სხვა ტოტებს კი საკვებს ართმევს.
ამას გარდა, მსხვილ ტოტებზე გამოზრდილი თხელი და პატარა, სამკუთხედის ფორმის ყლორტებიც უნდა მოაჭრათ - ასეთი ყლორტები ყვავილებს თითქმის არასდროს იკეთებს.


 


გამრავლება
ეპიფილუმს ყველაზე ხშირად ბუჩქის დაყოფით ან ტოტით ამრავლებენ.
ბუჩქის დაყოფა შეგიძლიათ გაზაფხულობით, მცენარის გადარგვისას განახორციელოთ.
ტოტით გამრავლებისთვის კი საჭიროა:
მოაჭრათ მცენარეს 10-15 სმ. სიგრძის ტოტი (ისე, რომ ტოტის ქვედა ნაწილი სამკუთხედის ფორმის იყოს) და 2-3 დღით მშრალ და გრილ ადგილას მოათავსოთ (აუცილებლად ვერტიკალურ მდგომარეობაში).
ამის შემდეგ ტოტი შეგიძლიათ, ფოთლოვანი მიწის, ქვიშისა და მსუბუქი კორდის მიწის ნაზავში (1/0,25/2) ჩარგოთ და ქოთნის ზედაპირზე კარგად გარეცხილი მდინარის ქვიშა (2 სმ-ის სიმაღლეზე) მოაყაროთ. დასაფესვიანებლად ჩარგული ტოტი ერთი დღე-ღამის განმავლობაში სიბნელეში დატოვეთ და არ მორწყათ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?