„ქვის ვარდი“ - მცენარე ჯადოქრობისა და ბოროტი ძალების წინააღმდეგ

მებაღის რჩევები

25 ნოემბერი 12:00, 2015 წელი

სემპერვივუმი, იგივე „ქვის ვარდი“, საკმაოდ ადვილად მოსავლელი მცენარეა, რომელსაც შუა საუკუნეებში აქტიურად იყენებდნენ ბოროტი ძალებისა და ჯადოქრობის წინააღმდეგ და ამრავლებდნენ როგორც სახლებში, ისე სახურავებსა და ეზოებში.


სემპერვივუმი  (ლათ. Sempervivum)
- მსუქანისებრთა ოჯახის წარმომადგენელი სუკულენტი მცენარე, რომელიც 50-მდე სახეობასა და ათასობით ჰიბრიდს აერთიანებს და, ძირითადად, გავრცელებულია ევროპის, აზიისა და კავკასიის მაღალმთიან რაიონებში.
მშობლიურ გარემოში, მცენარე ქვიან და ქვიშიან გარემოში ხარობს და უდაბნოს ქვებზე ხალიჩასავით არის მოფენილი. სწორედ ამიტომ ხალხში მას „ქვის ვარდი“ შეარქვეს.
სემპერვივუმი საოცრად გამძლე მცენარეა და ყველაზე ექსტრემალურ პირობებშიც კი ახერხებს გადარჩენას. ამაზე მცენარის სახელწოდებაც მეტყველებს - სემპერვივუმი ლათინური სიტყვაა და ქართულად „მარადიულად მცხოვრებს“ ნიშნავს.
სემპერვივუმის მრავალრიცხოვანი სახეობები ერთმანეთისგან ფოთლების ფორმითა და შეფერილობით განსხვავდება.
ფოთლები შეიძლება იყოს - დაკბილული ან სწორკუთხოვანი, წვერწამახული ან ნაკლებად წვეტიანი და ა.შ. თუმცა, ყველა სახეობას ისინი ხორცოვანი და როზეტისებურად  შეკრული აქვს.
ყველაზე გავრცელებულია სახეობები ღია ან მუქი მწვანე, ვერცხლისფერი, მოყვითალო, სტაფილოსფერი, ღია ვარდისფერი და ბორდოსფერი ფოთლებით.
არსებობს ისეთი სახეობებიც, რომლებიც ფოთლების ფერს სეზონურად იცვლის და წელიწადის სხვადასხვა დროს სხვადასხვა ფერის ფოთლებით გვევლინება.
შუა საუკუნეების ევროპაში მიიჩნევდნენ, რომ სემპერვივუმს ადამიანების - ბოროტი ძალებისა და ჯადოსნობისგან, ხოლო მათი სახლების ჭექა-ქუხილისგან დაცვა შეუძლია. სწორედ ამიტომ მცენარეს აქტიურად ამრავლებდნენ როგორც სახლებში, ისე სახურავებსა და ეზოებში.
ძველად ხალხურ მედიცინაში სემპერვივუმის წვენსა და ნახარშს ჭრილობების შესახორცებლად და ანთებითი პროცესების სამკურნალოდ იყენებდნენ.
გოგონები კი ამ საშუალებით, ჭორფლისა და პიგმენტური ლაქების მოშორებასაც ახერხებდნენ.


განათება
სემპერვივუმს კარგი განათება სჭირდება.
ამიტომ ოთახის პირობებში მცენარე ყველაზე მზიან ფანჯარასთან მოათავსეთ, ხოლო ღია გრუნტში - „მზის გულზე“ დარგეთ.
მზის პირდაპირი სხივები მცენარეს ვერაფერს დააკლებს,  ჩრდილში კი - ფოთლები უხუნდება და უგრძელდება, რაც დეკორატიულობას უკარგავს.


 


ტემპერატურა
სემპერვივუმი ამტანია როგორც სიცხის, ისე დაბალი ტემპერატურის მიმართ, ამიტომ თამამად შეგიძლიათ, ის ზაფხულობით „მზის გულზე“ მოათავსოთ, ზამთარში კი გრილ ოთახში ან სულაც აივანზე გამოაზამთროთ.


 


ჰაერის ტენიანობა
სემპერვივუმი ჰაერის ტენიანობის მიმართ მომთხოვნი არ გახლავთ და დაბალი ტენიანობის პირობებშიც ადვილად ხარობს.


 


მორწყვა
სემპერვივუმი სუკულენტი მცენარეა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ფოთლებში წყალს „იგროვებს“ და ამიტომ იშვიათად მორწყვას საჭიროებს - შემოდგომასა და ზამთარში თვეში 1-2-ჯერ, გაზაფხულსა და ზაფხულში კი - 2 კვირაში 1-ხელ.
მცენარე ძალიან ფრთხილად უნდა მორწყათ, ისე, რომ ფოთლებზე წყალი არ მოხვდეს, რადგან ეს მცენარის ლპობას გამოიწვევს.


 


ნიადაგი
სემპერვივუმს სადაც არ უნდა ზრდიდეთ (ოთახში თუ ღია გრუნტში), გახსოვდეთ, რომ ნიადაგი ფხვიერი, ქვიშიანი და არამჟავე უნდა ჰქონდეს.
შეგიძლიათ, კაქტუსებისთვის განკუთვნილი მზა სუბსტრატი გამოიყენოთ, რომელსაც ცოტაოდენ ქვიშასა და ხის ნახშირის ნატეხებს დაამატებთ.
აუცილებელია კარგი დრენაჟი, რომელიც ქოთნის 1/3-ზე ნაკლებს არ უნდა იკავებდეს.



გადარგვა
თუ სემპერვივუმს ქოთანში ახარებთ, გადარგვა წელიწადში 1-ხელ სჭირდება.
ახალი ქოთანი ძველზე გაცილებით ფართო შეარჩიეთ.


 


განოყიერება
ახალგაზრდა სემპერვივუმი განოყიერებას საერთოდ არ საჭიროებს;
ზრდასრული მცენარე კი შეგიძლიათ, თვეში 1-ხელ, კაქტუსებისთვის და სუკულენტებისთვის განკუთვნილი სასუქის ნახევარი დოზით გაანოყიეროთ.


 


გამრავლება
სემპერვივუმი შეგიძლიათ, შვილეული როზეტებით ან თესლით გაამრავლოთ.
შვილეული როზეტებით გასამრავლებლად: ფრთხილად მოაშორეთ „დედა მცენარეს“ უკვე საკმაოდ მოზრდილი როზეტი და ცალკე ქოთანში გადარგეთ.
თესლით გასამრავლებლად კი საჭიროა: ზამთრის მიწურულს ან ადრიან გაზაფხულზე მოაგროვოთ მცენარის თესლი და მიწის ზედაპირზე მოაყაროთ. ნათესი 20 გრადუსზე უნდა მოათავსოთ, ზემოდან შუშის ქილა დააფაროთ და დრო და დრო გაანიავოთ.


 


დაავადებები
სემპერვივუმს მავნებლები იშვიათად უჩნდება, მაგრამ ზოგჯერ შესაძლოა, ობობას ტკიპითა და ბუგრით დაავადდეს.
ასეთ დროს მცენარე ინტექსიციდით უნდა შეწამლოთ, ძლიერად დაზიანებული ფოთლები კი მოაცილოთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?