აეხმეა - რატომ ადარებენ ამ მცენარეს ვერცხლს?

მებაღის რჩევები

28 ნოემბერი 12:00, 2015 წელი

აეხმეა 180-მდე სახეობას აერთიანებს. მისი სამშობლო ცენტრალური და სამხრეთი ამერიკის ტროპიკული რაიონებია, რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, როცა ამ მცენარეს ოთახში ზრდით. 

აეხმეა (ლათ. Aechmea) - ბრომელიისებრთა ოჯახის წარმომადგენელი მრავალწლოვანი ეპიტიფი მცენარე, რომელიც, ძირითადად, გავრცელებულია ცენტრალური და სამხრეთი ამერიკის ტროპიკულ რაიონებში.
აეხმეას ვერცხლისფერი ლაქებით ან ხაზებით დაფარული სქელი და ტყავისებური ფოთლები აქვს, რომლებიც როზეტისებურადაა შეკრული. როზეტის ცენტრიდან კი ვითარდება გრძელი საყვავილე ღერო, რომელსაც გამოაქვს ერთი ან რამდენიმე, ორიგინალური ფორმის ყვავილი და ისე გამოიყურება, როგორც ყვავილი ვერცხლისფერ საყვავილე ლარნაკში.
სწორედ ამის გამო ხალხში მცენარეს „ვერცხლის ლარნაკი“ შეარქვეს.


აეხმეა სიცოცხლის მე-3 ან მე-4 წელს ყვავილობს. ყვავილობა ხანგრძლივია და რამდენიმე თვის განმავლობაში - გაზაფხულიდან ზამთრის დადგომამდე გრძელდება.
გადაყვავილების შემდეგ „დედა მცენარე“ იღუპება, თუმცა, როგორც წესი, ამ დროისთვის მის ირგვლივ უამრავი „შვილეული“ როზეტია განვითარებული, რომლებიდანაც შეგიძლიათ, ახალი მცენარე გაახაროთ.
აეხმეას ზოგიერთი სახეობა (მაგალითად, ზოლიანი აეხმეა) შხამიანია და მის წვენთან შეხებამ შესაძლოა, კანის გაღიზიანება გამოიწვიოს. ამიტომ მცენარესთან მუშაობისას რეზინის ხელთათმანები უნდა გეკეთოთ, მუშაობის დასრულებისთანავე კი ხელები საპნით კარგად უნდა დაიბანოთ.


 


განათება და ტემპერატურა
აეხმეა ტროპიკული მცენარეა, ამიტომ ნორმალური ზრდისა და ყვავილობისთვის სითბოსა და კარგ განათებას საჭიროებს.
აქედან გამომდინარე, მცენარე თბილ ოთახში, ყველაზე მზიან ფანჯარასთან მოათავსეთ, მხოლოდ შუადღის მწველი მზე ფარდით მოუჩრდილეთ (დილისა და საღამოს მზის სხივები მცენარეს  ვერაფერს ავნებს). ოთახის ტემპერატურა გაზაფხულსა და ზაფხულში 22-24 გრადუსი უნდა იყოს, ზამთარში კი 18 გრადუსს ქვემოთ არ უნდა ჩამოსცდეს.


 


ჰაერის ტენიანობა
აეხმეა მშრალ ჰაერსაც კარგად იტანს, მაგრამ მაღალი ტენიანობის პირობებში უკეთესად იზრდება.
ამიტომ კარგი იქნება, დროდადრო ფოთლებზე ოთახის ტემპერატურის წყალი შეასხუროთ, ქოთნის სადგამზე კი სველი ქვიშა ან კერამზიტი დაუყაროთ.


 


მორწყვა
აეხმეა უნდა მორწყათ როგორც მიწის ზედაპირიდან, ისე როზეტის ცენტრიდან - ისე, როგორც ეს ბუნებრივ პირობებში ხდება.
ზაფხულში მცენარე ხშირად მორწყეთ - როგორც კი მიწის ზედაპირი და როზეტი გამოშრება;
შემოდგომიდან მორწყვა შედარებით შეამცირეთ, ზამთარში კი მცენარეს როზეტიდან მორწყვა საერთოდ არ სჭირდება, რადგან ეს მისი ფოთლების ლპობასა და მცენარის საბოლოოდ დაღუპვას გამოიწვევს.
მოსარწყავად თბილი (ჰაერის ტემპერატურაზე ოდნავ მაღალი) და ნადგომი წყალი გამოიყენეთ.



 


ნიადაგი და გადარგვა
აეხმეა ყოველწლიურად, გაზაფხულობით უნდა გადარგოთ.
ნიადაგი ნოყიერი და ფხვიერი სჭირდება, რომელსაც თანაბარი რაოდენობის ბაღის მიწის, ტორფისა და გადამწვარი ნაკელისგან მოამზადებთ, შიგნით კი ცოტაოდენ ქვიშასა და ხის ნახშირსაც გადაურევთ.


 


განოყიერება
აეხმეა გაზაფხულსა და ზაფხულში, ყოველ 20 დღეში ერთხელ, ბრომელიისებრთათვის განკუთვნილი სპეციალური, ან ოთახის მცენარეებისთვის განკუთვნილი ნებისმიერი სასუქის მინიმალური დოზით უნდა გაანოყიეროთ.


 


გამრავლება
აეხმეა შეგიძლიათ, შვილეული როზეტებით ან თესლით გაამრავლოთ.
შვილეული როზეტები (როდესაც 10-12 სმ-ს მიაღწევს), გადაყვავილების შემდეგ, დედა მცენარეს  უნდა მოაშოროთ და ახალ ქოთანში გადარგოთ.
თესლით გასამრავლებლად საჭიროა: მცენარის თესლი ტორფში ან წვრილად დაჭრილ სფაგნუმში დათესოთ. ნათესი ჩრდილში მოათავსოთ, რეგულარულად მორწყოთ და გაანიავოთ. დაახლოებით, სამ თვეში ნათესიდან ამოზრდილი მცენარე ფოთლოვანი მიწისა და ტორფის ნაზავში უნდა გადარგოთ, ხოლო 1 წლის შემდეგ მოზრდილი ეგზემპლარებისთვის განკუთვნილ მიწაში უნდა გადაიტანოთ და ჩვეულებრივი წესით მოუაროთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?