კალათეა - მცენარე ულამაზესი ფოთლებით

მებაღის რჩევები

5 დეკემბერი 12:00, 2015 წელი

კალათეა მარანტისებრთა ოჯახის წარმომადგენელი ფოთოლდეკორატიული მცენარეა, რომელიც საოთახო მემცენარეობაში ფართოდაა გავრცელებული. გაგაცნობთ კალათეას მოვლისა და გამრავლების წესებს.


კალათეა (ლათ.
Calathea) - მარანტისებრთა ოჯახის წარმომადგენელი მრავალწლოვანი მცენარე, რომელიც ბუნებრივ პირობებში გავრცელებულია ამერიკისა და აფრიკის ტენიან ტროპიკებში, სადაც ის სხვა მცენარეების ჩრდილქვეშ ხარობს.
სხვა მარანტისებრთა მსგავსად, კალათეა მემცენარეებში ულამაზესი დეკორატიული ფოთლებით ფასობს,  რომელთა შეფერილობა ღია მწვანიდან, მუქ მწვანემდე (თითქმის შავ შეფერილობამდეც კი) მერყეობს და მასზე მუქი მწვანე ფერისა და მოვერცხლისფრო-მოთეთრო  ხაზებია გამოსახული. კალათეას ზოგიერთ სახეობას, ხაზებთან ერთად, ფოთლები სხვადასხვა ფერის ლაქებითაც აქვს მოხატული.
კალათეას ერთი მეტად უცნაური თვისება ახასიათებს - დღის განმავლობაში ფოთლები გაშლილ მდგომარეობაში აქვს, ხოლო ღამით (ან არასაკმარის სინათლეში) ფოთლებს კეცავს.


 


განათება
კალათეას ნათელი, გაფანტული შუქი სჭირდება, თუმცა ნახევრად ჩრდილში ყოფნასაც მშვენივრად ეგუება. მთავარია, მზის პირდაპირ სხივებსა და ორპირ ქარს მოარიდოთ.


 


ტემპერატურა
კალათეა სითბოსმოყვარული მცენარეა, ამიტომ მისთვის სასურველი ოთახის ტემპერატურა გაზაფხულსა და ზაფხულში 20-22 გრადუსს უნდა აღწევდეს, ზამთარში კი 18 გრადუსს ქვემოთ არ უნდა ჩამოცდეს.
ამიტომ ზამთარში მცენარეს ფანჯრის რაფაზე ნუ დატოვებთ და ის ოთახის შედარებით თბილ კუთხეში, მხოლოდ გამათბობელი საშუალებებისგან მოშორებით მოათავსეთ.


 


ჰაერის ტენიანობა
კალათეას მაღალი ტენიანობის ჰაერი სჭირდება, ამიტომ კალათეას ქოთნის გარშემო დროდადრო თბილი გადადუღებული წყალი მოასხურეთ. მხოლოდ ეცადეთ, წყალი ფოთლებზე არ მოხვდეს, რადგან ეს ფოთლების დალაქავებას გამოიწვევს. ტენიანობის კიდევ უფრო ასამაღლებლად, კარგი იქნება, თუ ქოთანს სველი სფაგნუმით ან კერამზიტით სავსე სადგამზე მოათავსებთ.


 


მორწყვა
კალათეას ზაფხულობით უხვი მორწყვა სჭირდება (3-4 დღეში 1-ხელ), ისე რომ ნიადაგი სულ მუდამ ტენიანი ჰქონდეს. შემოდგომასა და ზამთარში კი მორწყვა შედარებით შეამცირეთ და მცენარე მხოლოდ კვირაში 1-ხელ მორწყეთ.
მოსარწყავად აუცილებლად ოთახის ტემპერატურის, რბილი და ნადგომი წყალი გამოიყენეთ.


 


ნიადაგი და გადარგვა
ახალგაზრდა კალათეა წელიწადში 1-ხელ, გაზაფხულის დასაწყისში უნდა გადაირგას, ზრდასრულ მცენარეს კი გადარგვა 3-4 წელიწადში 1-ხელ სჭირდება. 
სასურველია, ახალი ქოთანი ძველზე რამდენიმე სანტიმეტრით ფართო იყოს (და არა ღრმა), რადგან მცენარეს ფესვები ზედაპირულად უვითარდება.
ნიადაგი აუცილებლად ჰაერგამტარი უნდა იყოს და ჩვეულებრივ ბაღის მიწას ცოტაოდენი ტორფი და ქვიშა (3 / 1,5 / 1) გადაურიეთ. კარგი იქნება ნიადაგში დაფხვნილი ხის ნახშირის, ან ქოქოსის კანის ჩამატებაც.


 



განოყიერება
გაზაფხულსა და ზაფხულში კალათეა ოთახის ფოთოლდეკორატიული მცენარეებისთვის განკუთვნილი რომელიმე თხევადი, კომპლექსური სასუქით გაანოყიერეთ.
განოყიერება უნდა მოახდინოთ 2 კვირაში 1-ხელ, სასუქი კი შედარებით მსუბუქი კონცენტრაციის მოამზადეთ.


 


გამრავლება
კალათეას გამრავლება ბუჩქის დაყოფის გზით შეგიძლიათ.
ბუჩქის დაყოფა მცენარის გადარგვისას უნდა მოახდინოთ. 
აუცილებელია, გადასარგავ დანაყოფს 2-3 კარგად განვითარებული ფესვი და რამდენიმე მოზრდილი ფოთოლი მაინც ჰქონდეს.
გადარგვის შემდეგ კი ახალ გარემოსთან ადაპტაციისთვის რეკომენდებულია, მცენარე თბილ ადგილას მოათავსოთ და სანამ ფოთლები ჯერ კიდევ ჩვილი აქვს, პოლიეთილენის ფენისგან მინი-სათბურიც მოუწყოთ.



დაავადებები
ზოგჯერ კალათეას მავნებლები უჩნდება, ასეთ შემთხვევაში მცენარეს ფოთლები და ღეროები საპნიანი წყლით სათითაოდ უნდა გაუწმინდოთ ან რომელიმე ინსექტიციდით შეწამლოთ.
პროცედურა 2 კვირის შემდეგ გაიმეორეთ და ასე მოიქეცით მანამ, სანამ მცენარეს მავნებლები მთლიანად არ მოშორდება.


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?