მაჩიტა - როგორ გავახაროთ ოჯახური ბედნიერების სიმბოლო?!

მებაღის რჩევები

12 დეკემბერი 12:00, 2015 წელი

მაჩიტა ბალახოვანი მცენარეა, რომელიც 300-მდე სახეობას აერთიანებს. თუმცა საოთახო მემცენარეობაში ყველაზე გავრცელებულია სწორფოთოლა მაჩიტა, რომელსაც მეორენაირად „ნეფე-პატარძალს“ ეძახიან და ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში საუკეთესო საქორწინო საჩუქრადაა მიღებული.


მაჩიტა (ლათ. Campanula)
- მაჩიტასებრთა ოჯახის წარმომადგენელი ერთ ან მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა, რომელიც 300-მდე სახეობას აერთიანებს და, ძირითადად, გავრცელებულია სამხრეთ ამერიკის ზოგიერთ რაიონში, შუა და წინა აზიაში, ციმბირში, კავკასიასა და ჩრდილოეთ ევროპაში.
მართალია, მაჩიტას ზოგიერთი სახეობა სარეველაა, მაგრამ უმრავლესობა დეკორატიულია და ფართოდ გამოიყენება როგორც საოთახო მემცენარეობაში, ასევე ბაღებისა და სკვერების მოსაწყობად.


საოთახო მემცენარეობაში  ყველაზე გავრცელებულია სწორფოთოლა მაჩიტა (Campanula isophylla Moretti), რომელსაც მეორენაირად „ნეფე-პატარძალს“ ეძახიან, რადგან აღნიშნული სახეობა ორი ერთმანეთის მსგავსი ჰიბრიდის - თეთრყვავილებიანი „Alba“-სა და ცისფერყვავილიანი „Mayi“-ს შეჯვარებითაა მიღებული.
შესაძლოა, სწორედ ამ მიზეზით მიიჩნევენ სწორფოთოლა მაჩიტას ოჯახური ბედნიერების სიმბოლოდ და ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში საუკეთესო საქორწინო საჩუქრადაა მიღებული.


 


განათება
მაჩიტას მკვეთრი, მაგრამ გაფანტული შუქი სჭირდება;
ამიტომ კარგი იქნება, თუ ოთახის ყველაზე განათებულ ფანჯარასთან მოათავსებთ - მხოლოდ ისე, რომ შუადღის მზის პირდაპირი სხივები არ ხვდებოდეს.
ზაფხულობით, დღის ცხელ მონაკვეთში მცენარე ფანჯრიდან მოშორებით გადადგით ან მზის პირდაპირი სხივები დროებით ფარდით მოუჩრდილეთ.
გაზაფხულიდან შემოდგომამდე შეგიძლიათ, მცენარე ღია ცის ქვეშ გამოიტანოთ და თამამად მოათავსოთ ბაღში ან აივანზე. თუმცა, ნურც ამ შემთხვევაში დაივიწყებთ მზის პირდაპირი სხივების მავნებლობის შესახებ და მცენარე დღის ცხელ მონაკვეთში ნახევრად ჩრდილში გადაიტანეთ.


 


ტემპერატურა
მაჩიტას ზედმეტი სითბო არ უყვარს;
ამიტომ ზაფხულობით ოთახის ტემპერატურა 20-22 გრადუსი უნდა იყოს,
ზამთარში კი 12-14 გრადუსს არ უნდა აჭარბებდეს.



ჰაერის ტენიანობა
მაჩიტასთვის ჰაერის მაღალი ტენიანობა აუცილებლობას არ წარმოადგენს, თუმცა, თუ პერიოდულად ფოთლებზე წყალს შეასხურებთ, ეს მცენარის ზრდაზე დადებითად აისახება.


 


მორწყვა
მაჩიტა მორწყვის გარეშე 2 კვირამდე ძლებს.
ზამთრობით შეგიძლიათ, მხოლოდ თვეში 2-3-ჯერ მორწყათ.
თუმცა ზაფხულის ცხელ დღეებში მცენარეს შესაძლოა, ყოველდღიური მორწყვაც დასჭირდეს (ხანდახან დღეში 2-ჯერაც კი), მხოლოდ ყურადღება მიაქციეთ, რომ მორწყვათა შორის ნიადაგმა კარგად გაშრობა მოასწროს.
მოსარწყავად აუცილებლად ოთახის ტემპერატურის, ნადგომი წყალი გამოიყენეთ, რადგან ხისტი წყლით მორწყვამ შესაძლოა, მცენარე დაღუპვამდეც კი მიიყვანოს.


 



ნიადაგი და გადარგვა
როგორც წესი, მაჩიტა გაზაფხულზე უნდა გადარგოთ, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ მცენარე არცთუ ისე დიდხანს ცოცხლობს, შესაძლოა, გადარგვა საერთოდ არ დასჭირდეს.
ნიადაგი აუცილებლად ფხვიერი უნდა იყოს, რათა ფესვთა სისტემამ კარგად „ისუნთქოს“.
აქედან გამომდინარე, ნიადაგი მოამზადეთ შემდეგი შემადგენლობით: კორდის მიწას ცოტაოდენი ფოთლოვანი მიწა, გადამწვარი ნაკელი, ტორფი და ქვიშა გადაურიეთ.



განოყიერება
მარტიდან აგვისტოს ჩათვლით (აქტიური ზრდის პერიოდში) მაჩიტა 2-3 კვირაში ერთხელ, ოთახის ყვავილდეკორატიული მცენარეებისთვის განკუთვნილი რომელიმე სასუქით გაანოყიერეთ.
დანარჩენ თვეებში მცენარეს განოყიერება არ სჭირდება.


 


გამრავლება
მაჩიტა შეგიძლიათ, თესლით ან კალმით გაამრავლოთ.
მცენარის თესლით გასამრავლებლად საჭიროა:
მოაგროვოთ მცენარის თესლი და ადრიან გაზაფხულზე, ტორფისა და ქვიშის ნაზავში ჩათესოთ.
ნათესს მორწყვა არ სჭირდება - დროდადრო მხოლოდ მცირე რაოდენობის წყალი მოასხურეთ ზემოდან.


შედარებით მარტივია მცენარის კალმით გამრავლება, ამისთვის საკმარისია:
მოაჭრათ შედარებით ქვედა ტოტიდან საშუალო ზომის კალამი და ქვიშისა და ტორფის ნაზავში ჩარგოთ. ნათესის მსგავსად, მორწყვა არც დასაფესვიანებელ კალამს სჭირდება და მხოლოდ წყლის რეგულარულ მოსხურებას საჭიროებს.


 


დაავადებები
შესაძლოა, მაჩიტა ობობას ტკიპით ან რომელიმე სხვა მავნებლით დაავადდეს;
ასეთ შემთხვევაში მცენარე ინსეკტიციდით უნდა შეწამლოთ; 
საჭიროების შემთხვევაში კი (თუ მავნებლები სრულად არ განადგურდა) პროცედურა კიდევ ერთხელ უნდა გაიმეოროთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?