ბელოპერონე - „ოთახის სვია“, რომელიც მთელი წელი ყვავის

მებაღის რჩევები

19 დეკემბერი 12:00, 2015 წელი

ბელოპერონე ფართოდ გავრცელებული ყვავილდეკორატიული მცენარეა, რომელიც თითქმის მთელი წლის განმავლობაში ყვავის. იმისთვის, რომ ბელოპერონეს ლამაზი ფორმა შეუნარჩუნოთ, ჩვენი რჩევები გაითვალისწინეთ.


ბელოპერონე (ლათ. Beloperone)
- აკანთოსებრთა ოჯახის წარმომადგენელი მცენარე, რომელიც 30-მდე სახეობას აერთიანებს და ძირითადად, ამერიკის ტროპიკულ და სუბტროპიკულ რაიონებშია გავრცელებული. 
ფოთლები მწვანე აქვს, ოვალური ფორმის და ოდნავ ქვემოთ დახრილი.
საყვავილე კვირტები ფორმით სვიის გირჩებს წააგავს, სწორედ ამიტომ მემცენარეების ნაწილი ამ მცენარეს „ოთახის სვიასაც“ ეძახის.
ყვავილები წვრილი, ფუმფულა და გირჩისებური აქვს. მათი შეფერილობა, ძირითადად, ხასხასა წითელია, თუმცა არსებობს ყვითლად და ნარინჯისფრად მოყვავილე სახეობებიც.
საოთახო მემცენარეობაში ყველაზე გავრცელებულია წვეთოვანი ბელოპერონე (ლათ. Beloperone guttata), რომელიც სიმაღლით 40-50 სმ-ს არ აღემატება.


 



განათება
ბელოპერონე სინათლის მოყვარული მცენარეა, ამიტომ ოთახის ყველაზე განათებულ ფანჯარასთან მოათავსეთ. ასე ყვავილების შეფერილობაც უფრო ინტენსიური გაუხდება, ჩრდილში კი პირიქით - გამუქდება და თვალს ძველებურად ვეღარ გაახარებს.
ქოთანი დროდადრო ატრიალეთ, რათა შუქი მცენარეს ყველა მხრიდან მოხვდეს და ყველა ტოტი თანაბრად განვითარდეს.
ზაფხულობით მცენარე სუფთა ჰაერზე გაიტანეთ და ბაღში ან აივანზე დადგით, მხოლოდ ეცადეთ, შუადღის მზის სხივები არ ხვდებოდეს.


 



ტემპერატურა
ზაფხულობით ბელოპერონე 20-220C უნდა ამყოფოთ, მერე კი შედარებით გრილად - 15-180C-ზე გამოაზამთრეთ, რადგან ზამთრის პერიოდში მაღალი ტემპერატურა და მშრალი ჰაერი მცენარეს ფოთლებს დაუჭკნობს და გაუყვითლებს.


 


ჰაერის ტენიანობა
ბელოპერონეს ტენიანი ატმოსფერო უყვარს, ამიტომ კარგი იქნება, თუ წყალს ხშირ-ხშირად შეასხურებთ. მხოლოდ ყურადღება მიაქციეთ, რომ ამ დროს მცენარეს მზის სხივები არ ხვდებოდეს.


 


მორწყვა
გაზაფხულსა და ზაფხულში ბელოპერონე ხშირად და უხვად მორწყვას საჭიროებს, ზამთარში კი მორწყვა შედარებით გააიშვიათეთ და მცენარე მხოლოდ მიწის ზედა ფენის გამოშრობის შემდეგ მორწყეთ.


 


ნიადაგი და გადარგვა
ბელოპერონე ყოველ წელს უნდა გადაირგოს, მხოლოდ ისე, რომ ფესვები არ დაუზიანდეს.
ნიადაგი შემდეგი შემადგენლობისა მოამზადეთ: 2 წილ კორდის მიწას თითო წილი გადამწვარი ნაკელი, ტორფი და ქვიშა გადაურიეთ. ქოთნის ძირში კი მსხვილი კენჭებით, ან ხის ნახშირის ნატეხებით კარგი დრენაჟიც მოაწყვეთ.



განოყიერება
ბელოპერონე თითქმის მთელი წელი ყვავის, ამიტომ განოყიერებასაც მთელი წლის განმავლობაში საჭიროებს.
აქედან გამომდინარე, მცენარე ყვავილოვანი მცენარეებისთვის განკუთვნილი რომელიმე კომპლექსური სასუქით გაზაფხულსა და ზაფხულში - 3-4 კვირაში 1-ხელ, შემოდგომასა და ზამთარში კი - თვეში 1-ხელ გაანოყიერეთ.



გასხვლა
იმისთვის, რომ ბელოპერონეს ლამაზი ფორმა შეუნარჩუნოთ, საჭიროა ყოველწლიურად გასხლათ.
ეს ადრიან გაზაფხულზე უნდა გააკეთოთ.
შეგიძლიათ, მცენარე მსუბუქად გასხლათ და მხოლოდ უშნოდ გამოზრდილი ტოტები შეუმოკლოთ ან შედარებით დაბალზე გასხლათ, ანუ ყველა ტოტი თითქმის სანახევროდ დაუმოკლოთ.


 


გამრავლება
ყველაზე მარტივია ბელოპერონეს კალმით გამრავლება.
მოაჭერით მცენარეს დაახლოებით 8-10 სმ-ის სიგრძის კალამი და წყალში ან ტორფისა და ქვიშის ნაზავში დააფესვიანეთ.
დაფესვიანებული მცენარე 2-3 კვირის შემდეგ ჩვეულებრივ მიწაში გადაიტანეთ და ჩვეულებრივი წესით მოუარეთ.
თუ სწორად მოუვლით, ახალი მცენარე მომდევნო წლიდან ყვავილობასაც დაიწყებს.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?