აფელანდრა - ხანგრძლივად მოყვავილე მცენარე

მებაღის რჩევები

6 იანვარი 12:00, 2016 წელი

აფელანდრა ულამაზესი დეკორატიული მცენარეა, რომელიც  სწორედ მაშინ ყვავილობს, როცა ოთახის მცენარეების უმრავლესობა ყვავილობას ასრულებს. სწორედ ამ მიზეზით საოთახო მემცენარეობაში გამორჩეულად პოპულარულია.

 


აფელანდრა (ლათ. Aphelandra)
- აკანთოსებრთა ოჯახის წარმომადგენელი მცენარეა, რომელიც 150-მდე სახეობას აერთიანებს და ფართოდაა გავრცელებული ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის ტროპიკულ და სუბტროპიკულ რაიონებში.
მცენარე სიმაღლეში 70 სმ-მდე იზრდება, ფოთლები მუქი მწვანე აქვს და შედარებით ღია მწვანედ მოხატული. ყვავილები მაღალ ყვავილედადაა შეკრული, მათი შეფერილობა კი კონკრეტულ სახეობაზეა დამოკიდებული და შეიძლება იყოს: მოყვითალო-ფორთოხლისფერი, წითელი, ყვითელი, სტაფილოსფერი და ა.შ.  
კარგი მოვლის პირობებში მცენარე უხვი და ხანგრძლივი (2 თვემდე) ყვავილობით გამოირჩევა. თანაც ის ზაფხულის დასასრულს ან შემოდგომით ყვავის - როგორც წესი, ამ დროს ოთახის სხვა მცენარეები უკვე ასრულებენ ყვავილობას.


განათება
როგორც ყველა ტროპიკული მცენარე, აფელანდრაც კარგ განათებას საჭიროებს.
ამიტომ ოთახის ყველაზე განათებულ ფანჯარასთან მოათავსეთ, მზის პირდაპირი სხივები კი (განსაკუთრებით - ზაფხულობით) თხელი ფარდით გაუფანტეთ.
შეგიძლიათ, მცენარე ზაფხულობით სუფთა ჰაერზეც (აივანზე, ან ბაღში) გაიტანოთ, მხოლოდ ისე, რომ მზის პირდაპირი სხივები, წვიმა და ქარი არ ხვდებოდეს.


ტემპერატურა
აფელანდრა სითბოს მოყვარული მცენარეა. ამიტომ ეცადეთ, ოთახის ტემპერატურა გაზაფხულსა და ზაფხულში - 22-25 გრადუსს აღწევდეს, ზამთარში კი - 16-18 გრადუსზე ქვემოთ არ ჩამოდიოდეს.



ჰაერის ტენიანობა
ტენიან ტროპიკულ ტყეებს შეჩვეული აფელანდრა ჩვენი ქვეყნის პირობებშიც ჰაერის მაღალ ტენიანობას საჭიროებს.
ამიტომ კარგი, იქნება თუ ტენიანობის ხელოვნურად ასამაღლებლად დროდადრო ფოთლებზე ოთახის ტემპერატურის წყალს შეასხურებთ, ან/და ქოთანს სველი კერამზიტითა და კენჭებით სავსე სადგამზე მოათავსებთ.


მორწყვა
აფელანდრა ხშირად და უხვად უნდა მორწყათ - ისე, რომ ნიადაგი მუდმივად ოდნავ ტენიანი ჰქონდეს.
ეცადეთ, ზედმეტი არ მოგივიდეთ და მცენარეს ფესვებში წყალი არ ჩაუდგეს.
ამის თავიდან ასაცილებლად, მორწყვის შემდეგ სადგამზე დარჩენილი წყალი დაუყოვნებლივ გადაღვარეთ.


ნიადაგი და გადარგვა
ახალგაზრდა მცენარე ყოველწლიურად უნდა გადარგოთ, მოზრდილი ეგზემპლარები კი გადარგვას მხოლოდ 3-4 წელიწადში ერთხელ საჭიროებს.
ნიადაგი აუცილებლად ნოყიერი და ფხვიერი უნდა იყოს.
კარგი იქნება, თუ ფოთლოვანი მცენარეებისთვის განკუთვნილ მზა სუბსტრატს გამოიყენებთ, რომელშიც მეტი ნოყიერებისთვის ცოტაოდენ გადამწვარ ნაკელსაც ჩაამატებთ ან ფოთლოვანი მიწის, ტორფის, ქვიშის, ხის ნახშირისა და ქოქოსის ქერქის ნამტვრევებისგან სუბსტრატს თავად მოამზადებთ.


განოყიერება
აქტიური ზრდის პერიოდში (გაზაფხულიდან შემოდგომის დასაწყისამდე) მცენარე 2 კვირაში ერთხელ, ოთახის მცენარეებისთვის განკუთვნილი რომელიმე კომპლექსური სასუქით გაანოყიერეთ.


გასხვლა
აფელანდრა სწრაფად მზარდი მცენარეა, სიმაღლეში ზრდის პარალელურად კი ქვემოთა ტოტები უშიშვლდება და ამით დეკორატიულობას კარგავს.
აქედან გამომდინარე, აუცილებელია, მცენარეს პერიოდულად ტოტები ოდნავ (3-4 სმ-ით) დაუმოკლოთ. ეს აუცილებლად თებერვალში, ე.წ. „საგაზაფხულო ზრდამდე“ უნდა გააკეთოთ.
გასხვლის შემდეგ მცენარეს წყალი ხშირ-ხშირად უნდა შეასხუროთ.
გასხვლა აფელანდრას ლამაზი ფორმის შენარჩუნებაში ეხმარება, თუმცა თუ მცენარე ძალიან ძველია, ესეც ვერ შველის და უკვე დროა, ახალი მცენარის დაფესვიანებაზე დაიწყოთ ზრუნვა.



ყვავილობა
ოთახის პირობებში აფელანდრა გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე ყვავის.
ყვავილობა კი, როგორც წესი, 2 თვემდე გრძელდება.
გადაყვავილების შემდეგ აუცილებელია, გამხმარი ყვავილედების მოშორება.
იმისთვის, რომ აფელანდრამ მომდევნო წელსაც უხვად და ხანგრძლივად იყვავილოს, საჭიროა ხანმოკლე დროით მოსვენების მოწყობა: გრილ ადგილას გადატანა, მორწყვის შემცირება.
უმჯობესია, ეს შემოდგომით გააკეთოთ.
თუ ასე მოიქცევით, უხვი და ხანგრძლივი ყვავილობა მომდევნო წელსაც გარანტირებული გექნებათ.


გამრავლება
აფელანდრა შეგიძლიათ, თესლით, კენწეროს კალმით ან ფოთლის დაფესვიანებით გაამრავლოთ.
თესლით გასამრავლებლად:
ზრდასრული მცენარის თესლი და ქვიშისა და ტორფის ნაზავში ჩათესეთ. ნათესი 20-25 გრადუსზე მოათავსეთ და დროდადრო წყალი მოასხურეთ.
კენწეროს კალმით გასამრავლებლად:
მოაჭერით მცენარეს კენწეროს კალამი (კალამს ორი ფოთოლი უნდა ჰქონდეს), ჯერ ფესვების ზრდის სტიმულატორით დაამუშავეთ და შემდეგ კი სველ ქვიშაში ან ტორფისა და ქვიშის ნარევში ჩარგეთ.
ეს აუცილებლად გაზაფხულზე უნდა გააკეთოთ. დასაფესვიანებელი კალამი სითბოში მოათავსეთ, დროდადრო მორწყეთ და გაანიავეთ. ასე მცენარე გაცილებით მალე დაფესვიანდება, თუმცა დაფესვიანების პროცესი მაინც რთულია და მისი ხანგრძლივობაც 3-4 კვირიდან 1,5-2 თვემდეც კი გრძელდება.
ფოთლის დაფესვიანებით გასამრავლებლად:
მცენარეს უნდა მოაჭრათ ფოთოლო და კენწეროს კალმის მსგავსად, დასაფესვიანებლად ტორფისა და ქვიშის ნაზავში მოათავსოთ. საჭიროა, უზრუნველყოთ ოთახის ჰაერისა და ნიადაგის მაღალი ტემპერატურა (25 გრადუსი), შესაბამისად, ოთახი, სადაც დასაფესვიანებელი ფოთოლია მოთავსებული, არ უნდა გაანიავოთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?