პახირა - მცენარე, რომელიც ფენ-შუის მიხედვით ბედნიერებასა და წარმატებას მოგიტანთ!

მებაღის რჩევები

23 მარტი 14:00, 2016 წელი

პახირა მეტად მოდური დეკორატიული მცენარეა, რომელიც ე.წ. ბოთლისებრი ხეების რიცხვს მიეკუთვნება. მისი ვარჯი იმდენად დრეკადი და დამყოლია, რომ ზრდის პროცესში შეგიძლიათ, „დაწნათ“ ან ნებისმიერი ფორმა მისცეთ. 


პახირა (ლათ. Pachira)
- ბალბისებრთა ოჯახის წარმომადგენელი მცენარე (ზოგიერთი ბოტანიკოსი მას ბაობაბისებრთა ოჯახსაც მიაკუთვნებს), რომელიც დაახლოებით 24 სახეობას აერთიანებს და მის სამშობლოდ ბრაზილიის ტენიანი ჯუნგლები და ცენტრალური ამერიკაა მიჩნეული.
ოთახის პირობებში პახირას მხოლოდ ერთი სახეობა - წყლის პახირა (ლათ. Pachira aquatica) შეგიძლიათ, გამოზარდოთ, რომელიც სიმაღლეში მაქსიმუმ 2-2,5 მეტრს აღწევს (პახირას სხვა სახეობები ბუნებრივ პირობებში  20 მ-მდე იზრდება).
პახირას ე.წ. ბოთლისებრი ხეების მსგავსი აგებულება აქვს - მისი ვარჯი იმდენად დრეკადი და დამყოლია, რომ შეგიძლიათ, ნებისმიერი ფორმა მისცეთ ან ერთ ქოთანში რამდენიმე ძირი ჩარგოთ და „დაწნათ“.
პახირას მეორენაირად „ბედნიერების ხეს“ ეძახიან და ფენ-შუის მიხედვით, ეს მცენარე ბედნიერებისა და წარმატების სიმბოლოდაა მიჩნეული.



განათება

პახირა განათებულ ადგილას უნდა მოათავსოთ, მხოლოდ ისე, რომ მზე მხოლოდ დილისა და საღამოს საათებში ხვდებოდეს. არასაკმარისი განათების პირობებში, მცენარეს ფოთლები უწვრილდება, ვარჯი უგრძელდება და იკარგება ყველაზე მთავარი - „ბოთლის“ ეფექტი.

ტემპერატურა
ოთახის ტემპერატურა ზამთარში შედარებით დაბალი (15-16 გრადუსი) უნდა იყოს, წელიწადის დანარჩენ დროს კი ზომიერად თბილი (20-25 გრადუსი). მთავარია, მცენარე ორპირ ქარსა და გამათბობელ საშუალებებს მოარიდოთ.


ჰაერის ტენიანობა
ჰაერის მაღალი ტენიანობა პახირასთვის დიდ აუცილებლობას არ წარმოადგენს, მაგრამ როცა ძალიან ცხელა, ან ოთახის ჰაერი გამათბობელი საშუალებებითაა გამომშრალი, შეგიძლიათ, ტენიანობის ასამაღლებლად დროდადრო მცენარეს ოთახის ტემპერატურის წყალი შეასხუროთ. მხოლოდ ეცადეთ, ეს მხოლოდ ზემოჩამოთვლილ შემთხვევებში გააკეთოთ, რადგან, თუ ამის საჭიროება არ არსებობს, მცენარეს  ზედმეტი ტენი ალპობს.

მორწყვა
გაზაფხულსა და ზაფხულში პახირას ხშირად და უხვად მორწყვა სჭირდება, რადგან, თუ ამ დროს მორწყვას დააკლებთ, ფოთლები გაუყვითლდება და დაუჭკნება. შემოდგომასა და ზამთარში კი წყლის რაოდენობა შეამცირეთ, რადგან, როგორც მოგახსენეთ, ზედმეტი ტენი (თუ ამის განსაკუთრებული საჭიროება არ არსებობს) მცენარის ლპობას გამოიწვევს.
მოსარწყავად აუცილებლად თბილი, ნადგომი წყალი გამოიყენეთ, რადგან ცივი წყლით მორწყვა მცენარეს ფესვებს დაუზიანებს.

გადარგვა
თუ გინდათ, პახირა სწრაფად გაიზარდოს, მაშინ ის ყოველწლიურად გადარგეთ. ხოლო თუ გინდათ, რომ თავისი სიმაღლის მაქსიმუმს რაც შეიძლება გვიან მიაღწიოს - 2-3 წელიწადში ერთხელ. ახალი ქოთანი ძველზე რამდენიმე სანტიმეტრით დიდი უნდა იყოს.


ნიადაგი
პახირას ფხვიერი და ნაკლებად მჟავე ნიადაგი მოსწონს. აქედან გამომდინარე, შეგიძლიათ, მისთვის პალმებისთვის განკუთვნილი სპეციალური ნიადაგი შეიძინოთ, ან საჭირო სუბსტრატი თანაბარი რაოდენობის კორდის მიწისა და ქვიშისგან თავად მოამზადეთ.

განოყიერება
პახირა განოყიერებას მხოლოდ აქტიური ზრდის პერიოდში (გაზაფხულ-ზაფხულში) საჭიროებს. ამისთვის საკმარისია, მცენარეს თვეში 1-ჯერ, რომელიმე კომპლექსური სასუქი მისცეთ.

ფორმირება
იმისთვის, რომ მცენარეს სასურველი ფორმა მისცეთ (ბურთის, ნახევრად მრგვალი და ა.შ.), ყოველ გაზაფხულზე ზემოთა ტოტები რამდენიმე სანტიმეტრით აკურატულად დაუმოკლეთ.
იმ შემთხვევაში, თუ პახირას „ნაწნავის“ ფორმით გაზრდა გაქვთ გადაწყვეტილი, ერთ ქოთანში რამდენიმე ძირი ჩარგეთ, ზრდის პროცესში კი ერთმანეთზე ნელ-ნელა გადაახვიეთ.

გამრავლება
პახირას ძირითადად, კალმითა და თესლით ამრავლებენ.
კალმით დაფესვიანება უნდა მოხდეს ზაფხულის მიწურულს. მცენარეს უნდა მოაჭრათ კენწეროს კალამი (ფოთლიანად) და ქვიშისა და ტორფის ნარევში, 26-280C-სა და მაღალი ტენიანობის პირობებში დააფესვიანოთ.
თესლით გასამრავლებლად კი საჭიროა: მცენარის თესლი სუბსტრატით სავსე ფართო კონტეინერზე მხოლოდ ზედაპირულად მოაყაროთ და ზემოდან გამჭვირვალე პოლიეთილენის პარკი, ან შუშა დააფაროთ. ნათესი დროდადრო უნდა მორწყოთ და გაანიავოთ. ასეთი წესით ნათესი დაახლოებით 3-4 კვირაში ამოიწვერება, მაგრამ დააცადეთ - ცოტათი წამოიზარდოს და მხოლოდ ამის შემდეგ შეგიძლიათ, თითოეული მათგანი ცალ-ცალკე ქოთანში გადარგოთ.

საკნატუნო ამბები

მამიკოები და მათი პატარები (15 ფოტო)

მამიკოსთან ერთად ფოტო ან ძალიან ემოციური, ან ძალიან სასაცილო გამოდის. ასე არ არის?
საკნატუნო ამბები

ინტიმური ილუსტრაციები, რომლებიც შეხების ცდუნებას გადმოსცემს (20 ფოტო)

„ჩემს გულში მეყოლები, სანამ შენს ჩახუტებას ვერ შევძლებ“, - ასე უწოდა საკუთარ ემოციურ პროექტს ილუსტრატორმა ფრიდა კასტელიმ.
დღის ჰოროსკოპი

22 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 იანვრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!
არაჟურნალისტურ ამპლუაში

გოდერძი შარაშია: „facebook-ის საინტერესო და უცნობი მეგობრები სახლში დავპატიჟე“

„რომ არ ვყოფილიყავი ჟურნალისტი, ვიქნებოდი არქეოლოგი, ექთანი ან სასურსათო მაღაზიის გამყიდველი“, - დღეს „არაჟურნალისტური ამპლუის" კითხვარს ჟურნალისტი გოდერძი შარაშია პასუხობს.
ჰოროსკოპი

22-29 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი ქეთი ვაწაძისგან

გთავაზობთ კვირის ზოგად მიმოხილვას, ზოგად ტენდენციებს და შეგახსენებთ, რომ უფრო კონკრეტული სურათის შედგენა, ვის როგორი პერიოდი ელოდება, მხოლოდ პირადი რუკის ანალიზით არის შესაძლებელი.
საკნატუნო ამბები

როგორი იქნებოდა ტარანტინოს რეჟისორობით გადაღებული მულტფილმები?

სილვან სარაიჰი იგივე, როგორც თოჰაფი, ფრანგი ხელოვანია. ამჯერად სილვანმა ყურადღება ბავშვობის საყვარელ ისტორიებს მიაპყრო და ისინი ტარანტინოს ფილმების უარყოფით პერსონაჟებად აქცია. შეგიძლიათ ამაში თავად დარწმუნდეთ!
საკნატუნო ამბები

ვინ არის ეს კაცი და საიდან ჰყავს ამდენი ცნობილი მეგობარი?

ეს შეკითხვა აუცილებლად გაგიჩნდებათ, თუკი ინდონეზიელი ფოტოგრაფის სიაჰრილ რამადჰანის „ინსტაგრამს“ დაათვალიერებთ.  
საკნატუნო ამბები

გაქვთ პასპორტში ასეთი შტამპები?

საბაჟოს გასავლელად გრძელ რიგში დგომა არავის უყვარს, თუმცა ზოგიერთ ქვეყანაში შეიძლება პასპორტში ისეთი კრეატიული შტამპი ჩაგირტყან, კარგად გამხიარულდეთ.
იცით თუ არა...

სად გაქრა ავსტრალიის პრემიერი? - საიდუმლო, რომელიც ვერავინ ამოხსნა

ავსტრალიის რიგით მე-17 პრემიერ-მინისტრის გაუჩინარება მეოცე საუკუნის ერთ-ერთი დიდი საიდუმლოა, რომელიც დღემდე ვერავინ ამოხსნა. ჰაროლდ ჰოლტი 27 წლის იყო, როცა ავსტრალიის პარლამენტის წევრი გახდა და მთლიანობაში, პარლამენტში 32 წელი გაატარა. 
თემატური ჰოროსკოპი

ზოდიაქოს ნიშნების რეიტინგი - ვინ როგორ შეიცვლება სიყვარულისთვის?

ადამიანი ისეთი უნდა გიყვარდეს, როგორიც არის. ეს აქსიომაა. ამასთანავე, ყველას უნდა შეეძლოს სიყვარულისთვის კომპრომისზე წასვლა. მოდი, ვნახოთ, რამდენად არიან მზად ცვლილებებისთვის ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნები.
FUN-ტესტი

აირჩიეთ კაბა და ნახეთ შესაბამისი პასუხი

იცით, რომ სამოსის მიხედვით ადამიანის ხასიათის განსაზღვრა შეიძლება?! 
კულინარია

ევროპის საუკეთესო ტორტი „ესტერხაზი“

ავსტრია-უნგრეთის იმპერიის ცნობილი დიპლომატის, პრინც ესტერხაზის პატივსაცემად შექმნილი დესერტი 200 წელზე მეტია, ავსტრიული და უნგრული სამზარეულოს სიამაყეა. მსოფლიოში „ესტერხაზის“ ბევრი რეცეპტი არსებობს. ჩვენ ერთ-ერთ მარტივად მოსამზადებელს შემოგთავაზებთ.