როგორ მოვუაროთ ფეიხოას?!

მებაღის რჩევები

28 მაისი 12:00, 2016 წელი

უცხოეთიდან შემოტანილ მცენარეებს შორის, რომლებიც საქართველოს მიწამ მიიღო და შეითვისა, ფეიხოა ერთ-ერთი გამორჩეულია. როგორ მოვუაროთ ფეიხოას და შეიძლება თუ არა გავახაროთ ოთახის პირობებში?!

ფეიხოა (ლათ. Feijoa) - მირტისებრთა ოჯახის წარმომადგენელი მცირე ზომის ხისებრი, მარადმწვანე მცენარეა, რომელიც, ასევე, ცნობილია ანანას-გუავას სახელწოდებით. მცენარე წარმოშობით სამხრეთ ბრაზილიის, ნაწილობრივ კოლუმბიის, ურუგვაისა და ჩრდილოეთ არგენტინის მთიანი ადგილებიდანაა. ასევე, ხარობს კავკასიის დასავლეთ სუბტროპიკულ ნაწილში და რუსეთის სამხრეთში — კრასნოდარის მხარეში, ასევე, ყირიმსა და აზერბაიჯანში. დასავლეთ საქართველოში ფეიხოა 1900 წელს შემოიტანეს, პირველი პლანტაცია კი 1915-1916 წლებში გაშენდა ბათუმისა და სოხუმის ბოტანიკურ ბაღებში.
ფეიხოა სიმაღლით 3 მ-მდე იზრდება. აქვს გადაშლილი, ხშირი ვარჯი. ფოთლები მოპირისპირედაა განლაგებული, ყვავილი ერთეულია, ორსქესიანი, დაწყვილებული ან თანაყვავილედად შეკრებილი. ფეიხოას მწიფე ნაყოფი მუქი მწვანეა, კენკრა, რბილი და მარწყვისა და ანანასის არომატი აქვს. ნაყოფი მდიდარია იოდით, რითიც ძალიან სასარგებლოა და ყველაზე ძვირფასია ადამიანისთვის. ნაყოფი მწიფდება ოქტომბერ-ნოემბერში, იყენებენ ნედლად და გადამუშავებულად (მურაბა, ღვინო და ა.შ.).
ფეიხოას ძირითადად ღია გრუნტში ზრდიან, თუმცა მირტის მსგავსად, შეგიძლიათ, ოთახის პირობებშიც გაახაროთ.


განათება
ფეიხოას უყვარს მზის სხივი, ამიტომ ის მზის გულზე უნდა დარგოთ, თუ მას ოთახის პირობებში ზრდით, მაშინ ქოთანი ყველაზე კარგად განათებულ ადგილას დადგით. შუქის ნაკლებობისგან მცენარეს ტოტები უგრძელდება, ძნელად ყვავილობს და ნაყოფსაც ნაკლებს ისხამს. ზაფხულობით ფეიხოა აუცილებლად უნდა გაიტანოთ აივანზე, ან ბაღში.

ტემპერატურა
გაზაფხულიდან, როგორც კი ფეიხოა ყვავილობას დაიწყებს, აუცილებლად  20-24 გრადუს ტემპერატურაზე უნდა მოათავსოთ. ზამთარში კი მცენარე შედარებით გრილად გამოაზამთრეთ - შენობაში, სადაც ტემპერატურა 10-14 გრადუსზე მაღალი არ იქნება.

ჰაერის ტენიანობა
იმისთვის, რომ ფეიხოა თავს კარგად გრძნობდეს, ზაფხულობით წყალი ყოველდღიურად უნდა შეასხუროთ (განსაკუთრებით როცა ცხელა). ზამთარში კი წყლის შესხურება მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა გააგრძელოთ, თუ მცენარე თბილ ოთახში გიდგათ, გამათბობელი საშუალებებით გამომშრალ ჰაერზე.

მორწყვა
ფეიხოა თბილი, ნადგომი წყლით უნდა მოირწყას. გაზაფხულსა და ზაფხულში ხშირად, მიწის ზედა ფენის გამოშრობისთანავე, ზამთარში კი შედარებით იშვიათად - კვირაში 1-ჯერ, ან 2-ჯერ. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მცენარეს თბილ ოთახში აზამთრებთ, უფრო ინტენსიურად მორწყეთ.

განოყიერება
იმისთვის, რომ ფეიხოა კარგად განვითარდეს, იყვავილოს და ნაყოფიც უხვად მოისხას, რეგულარულად გაანოყიერეთ. უმჯობესია, ეს მორწყვის შემდგომ დღეს მოახდინოთ, 2 კვირაში 1-ხელ. გასანოყიერებლად მონაცვლეობით გამოიყენეთ მინერალური და ორგანული სასუქები.
გაზაფხულზე, ვეგეტაციის პერიოდში, რეკომენდებულია აზოტისა და კალიუმის შემცველი სასუქების გამოყენება. ორგანული სასუქებიდან კი ყველაზე კარგია ქათმის ნაკელის მიცემა (1 წილი ქათმის ნაკელი 10 წილ წყალზე).
ზაფხულში, როცა მცენარე ყვავილობას დაიწყებს, ფოსფორის შემცველი სასუქები მიეცით, ხოლო ორგანული სასუქებიდან ამ პერიოდში საუკეთესოა ძროხის ნაკელის მიწოდება (1 წილი ძროხის ნაკელი 10 წილ წყალზე).


გადარგვა

ღია გრუნტში, ბუნებრივია, ფეიხოას გადარგვა არ სჭირდება, ოთახის პირობებში კი ახალგაზრდა მცენარე (1-3 წლის) ყოველწლიურად გადარგეთ, გაცილებით ზრდასრული ეგზემპლარები კი - 2-3 წელიწადში 1-ხელ.
გადარგვა აუცილებლად ქოთნის გადმოტრიალებით მოახდინეთ, ისე რომ ფესვებზე მიწა არ მოშორდეს. იმ შემთხვევაში, თუ ფესვები ძალიან გაზრდილია, ახალ ქოთანში გადარგვამდე ისინი ოდნავ დაამოკლეთ.

ნიადაგი
ახალგაზრდა ფეიხოა შეგიძლიათ, ტორფისა და ქვიშის ნაზავში ჩარგოთ (2/1), ხოლო გაცილებით ზრდასრული ეგზემპლარებისთვის სუბსტრატი კორდის მიწის, გადამწვარი ნაკელისა და ქვიშისგან მოამზადეთ (2/1/1). ყოველი მომდევნო გადარგვისას, 7-10 სმ-ით ფართო ქოთანი გამოიყენეთ.


 


გასხვლა და ფორმირება
ფეიხოას გასხვლა მხოლოდ მას შემდეგ უნდა დაიწყოთ, როცა სიმაღლეში 30 2მ-ს მაინც მიაღწევს. გასხვლისას ტოტები მხოლოდ 1/3-ით დაამოკლეთ. ასეთივე ზომით დაუმოკლეთ მცენარეს ძლიერად გამოზრდილი გვერდითა ტოტებიც, ხოლო გამხმარი ტოტები მთლიანად მოაშორეთ.
ფეიხოას აუცილებლად მარტის დასაწყისში უნდა გასხლათ, მანამ სანამ საყვავილე კვირტებს გამოიღებს.

გამრავლება
ფეიხოა, როგორც წესი, თესლით, ტოტითა და ფესვის წანაზარდით მრავლდება. პირველ ორ მეთოდს თავისი სიძნელეები აქვს: თესლით გამრავლებულმა მცენარემ შესაძლოა, თავისი ჯიშური მახასიათებლები დაკარგოს, ხოლო ტოტები საკმაოდ რთული „მოსარჩენია“.
აქედან გამომდინარე, ყველაზე მარტივია ფეიხოას ფესვის წანაზარდით გამრავლება, რაც სასურველია მცენარის გადარგვისას მოახდინოთ.

დაავადებები და მავნებლები
ფეიხოა, განსაკუთრებით ახალგაზრდა ასაკში, შესაძლოა, მავნებლებით დაავადდეს და ამან ფოთლების სრულად დაცვენა გამოიწვიოს. ამიტომ, პროფილაქტიკის მიზნით, საჭიროა, მცენარეს ფოთლები და ტოტები ხანდახან საპნიანი წყლით დაუმუშაოთ. თუ ამის მიუხედავად, მავნებლები მაინც გაჩნდნენ, მცენარეს ისინი რბილი ჯაგრისით უნდა მოაშოროთ, ხოლო საპნიანი წყლით დამუშავება ყოველ 7 დღეში 1-ჯერ, 5 კვირის განმავლობაში განაგრძოთ. ყურადღება მიაქციეთ, რომ საპნიანი წყალი ნიადაგზე არ მოხვდეს, ამიტომ კარგი იქნება, დამუშავებამდე მცენარეს ფესვებთან პოლიეთილენის პარკი დააფაროთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?