დიონეა - მტაცებელი მცენარე, რომელიც მწერებით იკვებება

მებაღის რჩევები

22 ივნისი 14:00, 2016 წელი

რამდენად ფანტასტიკურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, მტაცებელი მცენარეები მართლა არსებობენ. ისინი იზრდებიან ისეთ ნიადაგზე, რომელიც სრულიად არანაყოფიერია, ამიტომ გამოიმუშავეს გადარჩენის უნიკალური სტრატეგია - იკვებონ ცოცხალი ნადავლით. ერთ-ერთი ასეთი მტაცებელი მცენარე გახლავთ დიონეა, ანუ ვენერას ბუზიჭამია, რომელზეც დღეს გესაუბრებით.



დიონეა (ლათ. Dioneaea), იგივე ვენერას ბუზიჭამია
- ერთ-ერთი მწერიჭამია მცენარეა, რომელიც ძირითადად, ამერიკაშია გავრცელებული, კერძოდ - ფლორიდის, ჯორჯიის, სამხრეთ და ჩრდილოეთ კაროლინის ტორფიან ჭაობებში. ამ ადგილებში ნიადაგი იმდენად მწირია (აზოტოვანი შენაერთებითა და ნაწილობრივ მინერალური მარილებით), რომ მცენარე საჭირო ნივთიერებებს ფესვებიდან ვერ იღებს და ამ ნაკლებობას იმ მწერების ხარჯზე ინაზღაურებს, რომლებსაც ის  სპეციალური დამჭერი ორგანოებით - მეტამორფოზული ფოთლებით იჭერს. საქმე ისაა, რომ ვენერას ბუზიჭამიას ფოთლები გამოიმუშავებს და გამოყოფს სასიამოვნო სურნელის მქონე ნექტარს, რომელიც „მსხვერპლს“ იზიდავს და თავის მახეში ახვევს. როგორც კი სურნელით გაბრუებული მწერი მცენარის ფოთოლს შეეხება, ფოთოლი იკეცება, მწერს შიგ იმწყვდევს და ინელებს. მცენარე ფოთოლს მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ ხსნის, ეს იმას ნიშნავს, რომ ის ხელახალი „ნადირობისთვის“ უკვე მზადაა.


განათება

ვენერას ბუზიჭამია უპირატესობას კარგ განათებას ანიჭებს, ამიტომ მას ყველაზე მეტად აღმოსავლეთისა და დასავლეთის ფანჯრები მიესადაგება. შეგიძლიათ, მცენარე სამხრეთის ფანჯარასთანაც მოათავსოთ, თუმცა ამ შემთხვევაში, ზაფხულობით შუადღის მწველი მზისგან თხელი ფარდით მოჩრდილება დასჭირდება. ზამთარში კარგი იქნება, დამატებით ხელოვნური განათებაც მოუწყოთ.

ტემპერატურა
ოპტიმალური ტემპერატურა ზაფხულში - 22-25 გრადუსი, ხოლო ზამთარში მინიმუმ 5-10 გრადუსია. მცენარე ივითარებს მიწისქვეშა ცრუ ბოლქვებს, ამიტომ ის შესაძლოა, ზამთარში ჩახმეს, ხოლო გაზაფხულზე კვლავ ამოვიდეს.

ჰაერის ტენიანობა
მცენარეს მაღალი ტენიანობის ჰაერი სჭირდება, არანაკლებ 60%. ამიტომ ტენიანობის ასამაღლებლად ფოთლებზე წყალი რეგულარულად უნდა შეასხუროთ, ქოთნის სადგამზე კი სველი კენჭები, ან კერამზიტის ნატეხები დაუყარეთ.


მორწყვა
რადგან ვენერას ბუზიჭამია ჭაობის მცენარეა, ნიადაგი მუდმივად ტენიანი უნდა ჰქონდეს. აჯობებს მცენარე ქოთნის სადგამიდან მორწყათ. ზაფხულობით შეგიძლიათ, სადგამზე წყალი მუდმივად გესხათ და დროდადრო გამოცვალოთ, ხოლო ზამთარში ზედმეტი წყალი მალევე გადაღვარეთ.

განოყიერება
მცენარეს მკვდარი ბუზებით განოყიერება არ სჭირდება, ამას იგი თავისით გააკეთებს.  გაითვალისწინეთ ისიც, რომ ვენერას ბუზიჭამიას თითოეული ფოთოლი, „მსხვერპლს“ მხოლოდ 3-5-ჯერ იჭერს, ამის შემდეგ კი შავდება და კვდება. ამიტომ თუ მცენარეს მწერებს მოარიდებთ, ის უფრო ხანგრძლივად იცოცხლებს, თუმცა განოყიერება დასჭირდება. ასეთ დროს, მცენარე ზაფხულობით სუსტი კონსისტენციის მინერალური სასუქით უნდა გაანოყიეროთ.

ნიადაგი და გადარგვა
ვენერას ბუზიჭამია ადრიან გაზაფხულზე უნდა გადარგოთ, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. ნიადაგი მჟავე შემადგენლობისა შეარჩიეთ და ცოტაოდენი სფაგნუმიც დაამატეთ. კარგი იქნება, სფაგნუმი მიწაზე ზემოდანაც მოაფინოთ.  

გამრავლება
ვენერას ბუზიჭამია შეგიძლიათ, ფოთლის კალმით, ან ცრუ ბოლქვების საშუალებით გაამრავლოთ. ეს უმჯობესია ივნისში გააკეთოთ. კალამი, ან ბოლქვი მინისათბურში უნდა დააფესვიანოთ, ისე, რომ ჰაერი არ ხვდებოდეს.
შეგიძლიათ მცენარის თესლით გამრავლებაც, რისთვისაც საკმარისია ვენერას ბუზიჭამიას თესლი ტორფისა და სფაგნუმის ნარევში ჩათესოთ და დროდადრო მოწყოთ.
გარდა ამისა, ვენერას ბუზიჭამიას ამრავლებენ ბუჩქის დაყოფის გზით, რაც სასურველია, მცენარის გადარგვისას გააკეთოთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?