ჰიაცინტი - მცენარე, რომელიც წლის ნებისმიერ დროს შეგიძლიათ გაახაროთ

მებაღის რჩევები

25 ივნისი 12:00, 2016 წელი

ჰიაცინტი  გაზაფხულობით მოყვავილე ბოლქვოვანი მცენარეა, თუმცა სპეციალური აგროტექნიკური მეთოდის გამოყენებით, შეგვიძლია მცენარეს ზრდისა და ყვავილობის პერიოდი ჩვენი სურვილისამბერ შევუცვალოთ. დღევანდელ სტატიაში, სწორედ ამ სპეციალური მეთოდის გამოყენებით ჰიაცინტის აღმოცენებისა და მოვლის წესებზე გესაუბრებით:

ჰიაცინტი (ლათ. Hyacinthus) - გაზაფხულობით მოყვავილე ბოლქვოვანი მცენარეა, რომელსაც ირისისებრთა ოჯახს მიაკუთვნებენ და ძირითადად, გავრცელებულია აფრიკაში, შუაზღვისპირეთსა და ჰოლანდიაში.
ჰიანციტი სიმაღლით მხოლოდ 20-25 სმ-ს აღწევს, ფოთლები ხორცოვანი აქვს და წაგრძელებული. მისი ბოლქვი მსხვილია, 5-6 სმ. დიამტერის და ცოცხლობს ძალიან დიდი ხანი (ზოგჯერ 10 წელიც კი).  როგორც წესი, ერთი ბოლქვი ერთ ხორცოვან და გრძელ ყვავილედს ივითარებს, რომელზეც დაახლოებით 30-მდე ზანზალაკის ფორმის ყვავილებია განლაგებული. ყვავილების შეფერილობა მრავალგვარია - თეთრი, კრემისფერი, წითელი, ვარდისფერი, ცისფერი, იისფერი, მოლურჯო მოიასამნისფრო და სხვა. გვხვდება მცენარის ბარხატისებურ ყვავილიანი სახეობებიც.  
ჰიაცინტი, როგორც მოგახსენეთ, გაზაფხულობით ყვავის, მისი ყვავილობა კი დაახლოებით 3 კვირამდე გრძელდება, თუმცა თუ თქვენ მოისურვებთ და მას შესაბამისად მოუვლით მცენარეს შეუძლია ყვავილობით ზამთარშიც გაგახაროთ.

ჰიანციტის აღმოცენება სახლის პირობებში
მცენარის აღმოცენება - ეს არის აგროტექნიკური მეთოდი, რომლის დახმარებითაც მცენარე ხელოვნურად გამოჰყავთ მოსვენების პერიოდიდან, აჩქარებენ მის ზრდას და „აიძულებენ“ აყვავდეს და ნაყოფი მოისხას მაშინაც კი, თუ ეს ყველაფერი ბუნებისგან  სულ სხვა პერიოდშია განსაზღვრული. ამისთვის, პირველ რიგში,  ბოლქვების სწორად შერჩევა და მათი მომზადებაა საჭირო.


როგორ შევარჩიოთ ჰიაცინტის ბოლქვები?
აღმოსაცენებლად უნდა შეარჩიოთ მსხვილი და კარგად გამომშრალი ბოლქვები, რომლებიც მანამდე ღია გრუნტში აღმოცენებული იყო. ბოლქვი უნდა იყოს მძიმე და არ უდნა ჰქონდეს რაიმე სახის დაზიანება.

როგორ მოვამზადოთ ჰიანციტის ბოლქვები აღმოსაცენებლად?
ჰიანციტის ბოლქვები შემოდგომის შუაგულში ან ბოლოს (ეს დამოკიდებულია იმაზე თუ როდის გინდათ მცენარემ იყვავილოს) ფხვიერი მიწით სავსე ქოთანში უნდა გადარგოთ ისე, რომ ბოლქვის წვერო ზუსტად ქოთნის ზედაპირის გასწვრივ იყოს. ბოლქვი  მიწაში მთლიანად კი არ უნდა ჩაფლათ, არამედ ისე, რომ მისი 1/3 მიწის ზემოთ იყოს. იმ შემთხვევაში, თუ ერთ ქოთანში რამდენიმე ბოლქვის ჩარგვა გინდათ, ბოლქვები ერთმანეთისგან 2,5-3 სმ-ით მაინც უნდა დააშოროთ.
სუბსტრატი შეგიძლიათ ფოთლოვანი მიწის, ქვიშისა და დაფხვნილი ხის ნახშირისაგან მოამზადოთ.
ამის შემდეგ ქოთანს ზემოდან აუცილებლად უნდა დააფაროთ: მეორე ქოთანი (გადმობრუნებული), ქაღალდის ან პოლიეთილენის პარკი. აუცილებელია ყველა მათგანი რამდენიმე ადგილას გახვრიტოთ, რათა შიგნით ჰაერმა იმოძრაოს.  
ამგვარად მომზადებული ბოლქვები 10-12 კვირით ბნელ და ცივ ოთახში უნდა გადაიტანოთ და 5-8 გრადუსზე მოათავსოთ. ეს ჰიაცინტებისთვის ერთგვარი „ზამთარი“ იქნება. ამ დროს მცენარე იშვიათად, მაგრამ მაინც უნდა მორწყოთ ისე, რომ მიწა მუდმივად ოდნავ ტენიანი იყოს. მოსარწყავად ცივი წყალი უნდ აგამოიყენოთ.  
როგორც კი ბოლქვებიდან პატარა ყლორტები ამოიწვერება, მცენარეს შეფუთვა უნდა მოხსნათ და ქოთანი ნათელ შენობაში, 10-13 გრადუს ტემპერატურაზე უნდა გადაიტანოთ. ამის შემდეგ მცენარეს უკვე რეგურალური მორწყვა სჭირდება. პარალელურად იგი რომელიმე კომპლექსური სასუქითაც უნდა გაანოყიეროთ. თბილ და ნათელ ადგილას  გადატანიდან დაახლოებით 3-4 კვირაში მცენარე აყვავდება.
ჰიაცინტის აღმოცენება ყველანაირი მიწის გარეშე, წყალშიც შეგიძლიათ. ამისთვის რბილი (წვიმის წყალი ან დამდნარი თოვლი) უნდა გამოიყენოთ, რომელშიც ცოტაოდენი მინერალური სასუქიც უნდა გახსნათ. ამის შემდეგ  ბოლქვი ჭურჭელში იმგვარად უნდა მოათავსოთ, რომ წყალს თითქმის არ ეხებოდეს. ჭურჭელი ბნელ და ცივ ოთახში უნდა გაიტანოთ და ყოველ 2 კვირაში ერთხელ წყალი დაამატოთ. როგორც კი ჰიაცინტის ბოლქვი ფესვებს  და ყლორტებს გამოიღებს, იგი ნათელ ოთახში უნდა გადაიტანოთ, რის შემდეგაც მალევე აყვავდება.

რა უნდა ვუყოთ ჰიაცინტის ბოლქვებს ყვავილობის დასრულებისას?
ერთხელ გამოყენებული ბოლქვები მომდევნო წელს ვერ იყვავილებს, მაგრამ თუ მათ ბაღში ჩარგავღ, 2 წლის შემდეგ აღმოსაცენებლად კვლავ გამოდგება. განსაკუთრებით ცივი ზამთრის პირობებში, ბაღში ჩარგულ ბოლქვებს ზემოდან ხმელი ფოთლების გროვა, ან ნახერხი უნდა მოაყაროთ.

გამრავლება
ჰიაცინტი სახლის პირობებში მხოლოდ ბოლქვით შეგიძლიათ გაამრავლოთ. ღია გრუნტში გადარგული ბოლქვი „შვილეულ“ ბოლქვებს ივითარებს, რომელიც გარკვეული პერიოდის შემდეგ დედა ბოლქვს უნდა მოაშოროთ და ზემოთ აღნიშნული წესით აღმოაცენოთ.

დღის ჰოროსკოპი

24 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 იანვრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!
საკნატუნო ამბები

რატომ არ თვრებიან დაზვერვის აგენტები? - სპეცსამსახურების დიდი საიდუმლო, რომელზეც ლეგენდები დადის

სპეცსამსახურის თანამშრომლისთვის ჩვეული ვითარებაა, როცა სუფრასთან სასმელის დალევა უწევს და ამასთანავე, რა თქმა უნდა, ფხიზლად უნდა დარჩეს. თურმე, არსებობს რამდენიმე ხერხი, რომლებიც, როგორც ამბობენ, სპეცსამსახურების გატესტილი და შემუშავებულია.
საკნატუნო ამბები

ჩვენი პლანეტა ფოტოშოპის გარეშეც მშვენიერია

ინტერნეტში მილიონობით ფოტოს აღმოაჩენთ, რომელიც საგულდაგულოდ დამუშავებული და გაუმჯობესებულია, მაგრამ გარწმუნებთ, დედამიწის პეიზაჟები ყოველგვარი დამუშავების გარეშეც ულამაზესია...
საკნატუნო ამბები

რატომ უნდა გავაღოთ ავტომობილის კარი მარჯვენა ხელით?

მოძრაობის წესების საგამოცდო ბილეთებსა და სახელმძღვანელოებში ყველა ნიუანსი აღწერილი არ არის და მათ საჭიროებას პრაქტიკა გვკარნახობს. მძღოლებო და მგზავრებო, თქვენ იცით, რატომ უნდა გავაღოთ ავტომობილის კარი მარჯვენა ხელით?
იცით თუ არა...

უცნაური ამბავი, როგორ იქცა ღარიბი სოფლის ყველა მცხოვრები ერთ დღეში მილიონერად

ერთ ღარიბ ესპანურ სოფელში მცხოვრები ფერნანდესების მრავალშვილიან ოჯახში ბიჭი დაიბადა, სახელად ანტონიო. მშობლებს იმდენად უჭირდათ, რომ ბიჭუნამ სკოლის დამთავრება ვერ შეძლო, თუმცა ყოველთვის სჯეროდა, რომ წარმატებას მიაღწევდა...
თემატური ჰოროსკოპი

რომელია თქვენი ზოდიაქოს თილისმა-მცენარე?

როცა თილისმებზეა საუბარი, ყველა რატომღაც ქვებზე იწყებს ფიქრს, მაგრამ დაცვა მცენარესაც შეუძლია - ზოგი მათგანი ადამიანის გვერდით ყვავის და სურნელს აფრქვევს, ზოგიც ხმება. ჩვენ გიკარნახებთ თქვენი მფარველი მცენარეების სახელებს.
FUN-ტესტი

აირჩიეთ სამკაული და გაიგეთ, რა არის თქვენი ქალური ძალა

იცით, რომ საყვარელ სამკაულს თქვენი პიროვნების შესახებ ბევრი რამეს მოყოლა შეუძლია? 
თავსატეხი

რაც უფრო სწრაფად იპოვით ღია ბოქლომს, მით მაღალია თქვენი IQ

გთავაზობთ ამოცანას ყურადღების სიმარჯვეზე! თანაც - მხედველობასაც გაივარჯიშებთ. კარგად დააკვირდით ნახატს და შეეცადეთ, ღია ბოქლომი აღმოაჩინოთ.
საკნატუნო ამბები

როგორ შევუხამოთ სამოსი დაბალყელიან ჩექმას? (10 ფოტო)

უკვე მერამდენე წელია, დაბალყელიანი ჩექმები საკმაოდ მოდურია და აქტუალობას არ კარგავს, თუმცა მისი შეხამება ტანსაცმელთან არცთუ ისე მარტივია.
საკნატუნო ამბები

ქალის სურნელი, ვნება, სიყვარული ერთ კადრში (15 ფოტო)

ფოტოგრაფ ალისა ვერნერის ნამუშევრები ქალის სილამაზით არის შთაგონებული, მისი საყვარელი ჟანრი კი ეროტიკაა...
საკნატუნო ამბები

23 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 იანვრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!
ზეპირი ანკეტა

შოთა იათაშვილი: „ხალისი სულ მაქვს, მაგრამ სევდაც სულ თან დამყვება“

გიორგი კეკელიძესთან პრუსტის კითხვარს პასუხობენ საქართველოს მოქალაქეები, მიუხედავად მათი წარსულისა, აწმყოსი და მომავლისა, მიუხედავად პოლიტიკური და სხვა, მსგავსი თუ არამსგავსი, შეხედულებებისა, პროფესიისა, ნიჭისა თუ... დღევანდელი სტუმარია პოეტი შოთა იათაშვილი.