ჰიაცინტი - მცენარე, რომელიც წლის ნებისმიერ დროს შეგიძლიათ, გაახაროთ

მებაღის რჩევები

25 ივნისი 12:00, 2016 წელი

ჰიაცინტი გაზაფხულობით მოყვავილე ბოლქვოვანი მცენარეა, თუმცა სპეციალური აგროტექნიკური მეთოდით, შეგვიძლია, მცენარეს ზრდისა და ყვავილობის პერიოდი ჩვენი სურვილისამებრ შევუცვალოთ. დღევანდელ სტატიაში სწორედ ამ სპეციალური მეთოდის გამოყენებით ჰიაცინტის აღმოცენებისა და მოვლის წესებზე გესაუბრებით:

ჰიაცინტი (ლათ. Hyacinthus) - გაზაფხულობით მოყვავილე ბოლქვოვანი მცენარე, რომელსაც ირისისებრთა ოჯახს მიაკუთვნებენ და ძირითადად, გავრცელებულია აფრიკაში, შუაზღვისპირეთსა და ჰოლანდიაში.
ჰიანციტი სიმაღლით მხოლოდ 20-25 სმ-ს აღწევს, ფოთლები ხორცოვანი აქვს და წაგრძელებული. მისი ბოლქვი მსხვილია, 5-6 სმ. დიამეტრის და ცოცხლობს ძალიან დიდხანს (ზოგჯერ 10 წელიც კი). როგორც წესი, ერთი ბოლქვი ერთ ხორცოვან და გრძელ ყვავილედს ივითარებს, რომელზეც დაახლოებით 30-მდე ზანზალაკის ფორმის ყვავილებია განლაგებული. ყვავილების შეფერილობა მრავალგვარია - თეთრი, კრემისფერი, წითელი, ვარდისფერი, ცისფერი, იისფერი, მოლურჯო მოიასამნისფრო და სხვა. გვხვდება მცენარის ხავერდისებურ ყვავილიანი სახეობებიც.  
ჰიაცინტი, როგორც მოგახსენეთ, გაზაფხულობით ყვავის, მისი ყვავილობა კი დაახლოებით 3 კვირამდე გრძელდება, თუმცა თუ თქვენ მოისურვებთ და მას შესაბამისად მოუვლით მცენარეს შეუძლია, ყვავილობით ზამთარშიც გაგახაროთ.

ჰიანციტის აღმოცენება სახლის პირობებში
მცენარის აღმოცენება - ეს არის აგროტექნიკური მეთოდი, რომლის დახმარებითაც მცენარე ხელოვნურად გამოჰყავთ მოსვენების პერიოდიდან, აჩქარებენ მის ზრდას და „აიძულებენ“, აყვავდეს და ნაყოფი მოისხას მაშინაც კი, თუ ეს ყველაფერი ბუნებისგან  სულ სხვა პერიოდშია განსაზღვრული. ამისთვის, პირველ რიგში, ბოლქვების სწორად შერჩევა და მათი მომზადებაა საჭირო.


როგორ შევარჩიოთ ჰიაცინტის ბოლქვები?
აღმოსაცენებლად უნდა შეარჩიოთ მსხვილი და კარგად გამომშრალი ბოლქვები, რომლებიც მანამდე ღია გრუნტში იყო აღმოცენებული. ბოლქვი უნდა იყოს მძიმე და არ უდნა ჰქონდეს რაიმე სახის დაზიანება.

როგორ მოვამზადოთ ჰიანციტის ბოლქვები აღმოსაცენებლად?
ჰიანციტის ბოლქვები შემოდგომის შუაგულში ან ბოლოს (ეს დამოკიდებულია იმაზე, როდის გინდათ მცენარემ იყვავილოს) ფხვიერი მიწით სავსე ქოთანში უნდა გადარგოთ ისე, რომ ბოლქვის წვერო ზუსტად ქოთნის ზედაპირის გასწვრივ იყოს. ბოლქვი  მიწაში მთლიანად კი არ უნდა ჩაფლათ, არამედ ისე, რომ მისი 1/3 მიწის ზემოთ იყოს. იმ შემთხვევაში, თუ ერთ ქოთანში რამდენიმე ბოლქვის ჩარგვა გინდათ, ბოლქვები ერთმანეთისგან 2,5-3 სმ-ით მაინც უნდა დააშოროთ.
სუბსტრატი შეგიძლიათ ფოთლოვანი მიწის, ქვიშისა და დაფხვნილი ხის ნახშირისგან მოამზადოთ.
ამის შემდეგ ქოთანს ზემოდან აუცილებლად უნდა დააფაროთ: მეორე ქოთანი (გადმობრუნებული), ქაღალდის ან პოლიეთილენის პარკი. აუცილებელია ყველა მათგანი რამდენიმე ადგილას გახვრიტოთ, რათა შიგნით ჰაერმა იმოძრაოს.  
ამგვარად მომზადებული ბოლქვები 10-12 კვირით ბნელ და ცივ ოთახში უნდა გადაიტანოთ და 5-8 გრადუსზე მოათავსოთ. ეს ჰიაციენტებისთვის ერთგვარი „ზამთარი“ იქნება. ამ დროს მცენარე იშვიათად, მაგრამ მაინც უნდა მორწყოთ ისე, რომ მიწა მუდმივად ოდნავ ტენიანი იყოს. მოსარწყავად ცივი წყალი უნდა გამოიყენოთ.  
როგორც კი ბოლქვებიდან პატარა ყლორტები ამოიწვერება, მცენარეს შეფუთვა უნდა მოხსნათ და ქოთანი ნათელ შენობაში, 10-13 გრადუს ტემპერატურაზე უნდა გადაიტანოთ. ამის შემდეგ მცენარეს უკვე რეგურალური მორწყვა სჭირდება. პარალელურად იგი რომელიმე კომპლექსური სასუქითაც უნდა გაანოყიეროთ. თბილ და ნათელ ადგილას  გადატანიდან დაახლოებით 3-4 კვირაში მცენარე აყვავდება.
ჰიაცინტის აღმოცენება ყველანაირი მიწის გარეშე, წყალშიც შეგიძლიათ. ამისთვის რბილი (წვიმის წყალი ან დამდნარი თოვლი) უნდა გამოიყენოთ, რომელშიც ცოტაოდენი მინერალური სასუქიც უნდა გახსნათ. ამის შემდეგ  ბოლქვი ჭურჭელში იმგვარად უნდა მოათავსოთ, რომ წყალს თითქმის არ ეხებოდეს. ჭურჭელი ბნელ და ცივ ოთახში უნდა გაიტანოთ და ყოველ 2 კვირაში ერთხელ წყალი დაამატოთ. როგორც კი ჰიაცინტის ბოლქვი ფესვებს  და ყლორტებს გამოიღებს, იგი ნათელ ოთახში უნდა გადაიტანოთ, რის შემდეგაც მალევე აყვავდება.

რა უნდა ვუყოთ ჰიაცინტის ბოლქვებს ყვავილობის დასრულებისას?
ერთხელ გამოყენებული ბოლქვები მომდევნო წელს ვერ იყვავილებს, მაგრამ თუ მათ ბაღში ჩარგავთ, 2 წლის შემდეგ აღმოსაცენებლად კვლავ გამოდგება. განსაკუთრებით ცივი ზამთრის პირობებში, ბაღში ჩარგულ ბოლქვებს ზემოდან ხმელი ფოთლების გროვა, ან ნახერხი უნდა მოაყაროთ.

გამრავლება
ჰიაცინტი სახლის პირობებში მხოლოდ ბოლქვით შეგიძლიათ გაამრავლოთ. ღია გრუნტში გადარგული ბოლქვი „შვილეულ“ ბოლქვებს ივითარებს, რომელიც გარკვეული პერიოდის შემდეგ დედა ბოლქვს უნდა მოაშოროთ და ზემოაღნიშნული წესით აღმოაცენოთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?