მედინილა - ეგზოტიკური მცენარე უზარმაზარი ყვავილებით

მებაღის რჩევები

20 ივლისი 14:00, 2016 წელი

ეს ეგზოტიკური მცენარე ოთახის პირობებში საკმაოდ რთული მოსავლელია, მაგრამ თუ ჩვენს რჩევებს გაითვალისწინებთ, მედინილა ოთახშიც გაიხარებს და დიდხანს გაგანებივრებთ ულამაზესი ყვავილებით.

მედინილა (ლათ. Medinilla) - ეგზოტიკური ტროპიკული მცენარე, რომელიც 200-მდე სახეობას აერთიანებს და ბუნებრივად გავრცელებულია აზიისა და აფრიკის ტროპიკულ ტყეებში, სადაც ეს მარადმწვანე ბუჩქი 3 მ-მდე სიმაღლის იზრდება. არცთუ იშვიათად გვხვდება მცენარის ეპიტიფი სახეობებიც, რომლებიც ხეებზე იზრდება.
მედინილა ოთახის პირობებში საკმაოდ რთული მოსავლელია, მაგრამ, თუ სწორად მოუვლით ოთახშიც გაიხარებს და დიდხანს გაგანებივრებთ ულამაზესი ყვავილებით.
აყვავებული მედინილა მართლაც არაჩვეულებრივი სანახავია - გრძელ ფუნჯისებურ ყვავილედზე მოვარდისფროდ დახაზული უზარმაზარი ბუტონებია განლაგებული, რომლებიც შემდგომ იშლება და მის შიგნიდან თავს იწონებს წვრილ-წვრილი, მუქი წითელი შეფერილობის ყვავილები. მცენარეს აქვს არანაკლებ ეფექტური ფოთლები, რომლებიც საპირისპიროდაა განლაგებული ოთხკუთხედ ტოტებზე. ფოთლები ოვალურია, ტყავისებრი, მწვანე შეფერილობისა და დახაზული.

განათება
მედინილასთვის აუცილებლად ნათელი ადგილი უნდა შეარჩიოთ. განათება უნდა იყოს მკვეთრი, მაგრამ გაფანტული. ამიტომ მცენარეს შუადღის მზის სხივები ფარდით მოუჩრდილეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა, ფოთლები დაეწვას და ღია ფერის ლაქები გაუჩნდეს.

ტემპერატურა
მედინილა ტროპიკული მცენარეა, ამიტომ ზომიერად მაღალ ტემპერატურას საჭიროებს (20-24 გრადუსი). მცენარეს ცუდად გადააქვს ტემპერატურის მკვეთრი ვარდნა და ორპირი ქარები.
გვიან შემოდგომაზე და ზამთარში მედინილა ზრდას წყვეტს და ამ დროს მას შედარებით დაბალი ტემპერატურა სჭირდება (16-18 გრადუსი). ზამთრის დასრულებისთანავე (გაზაფხულის დასაწყისში) მცენარე ზრდას კვლავ აგრძელებს და ძველი ფოთლების ქვემოდან გამოჩნდებიან - ჯერ ახალი ფოთლები, მოგვიანებით კი ყვავილედები.

ჰაერის ტენიანობა
მედინილას მშობლიურ ტროპიკებში ჰაერის მაღალი ტენიანობაა, ამიტომ მას ოთახის პირობებშიც სამშობლოსთან მიახლოებული გარემო უნდა შეუქმნათ. ტენიანობის ხელოვნურად ასამაღლებლად, მცენარეს დროდადრო თბილი დუში მოუწყვეთ, ხოლო ქოთნის სადგამზე სველი კერამზიტი ან კენჭები დაუყარეთ.

მორწყვა
გაზაფხულსა და ზაფხულში (აქტიური ზრდისა და ყვავილობის პერიოდში) მედინილა რეგულარულად უნდა მორწყათ ისე, რომ ქოთანში მიწა მუდმივად ტენიანი ჰქონდეს.
ზამთარში (მოსვენების პერიოდში), დაბალი ტემპერატურის პირობებში, მორწყვა შეამცირეთ და მცენარე მხოლოდ მიწის ზედა ფენის 2-3 სმ-ზე გამოშრობის შემდეგ მორწყეთ.
მოსარწყავად ზამთარ-ზაფხულ რბილი, ოთახის ტემპერატურის წყალი გამოიყენეთ.

განოყიერება
გაზაფხულსა და ზაფხულში მედინილა ყვავილოვანი მცენარეებისთვის განკუთვნილი თხევადი სასუქით გაანოყიერეთ. სასუქი მოსარწყავად განკუთვნილ წყალში, ყოველ მე-10 დღეს ჩაამატეთ.

ნიადაგი და გადარგვა
მედინილა ყვავილობის დასრულებისთანავე, ან მარტის დასაწყისში (ზრდის განახლებამდე) უნდა გადარგათ. მოზრდილი ეგზემპლარები 2-3 წელიწადში ერთხელ, ხოლო ახალგაზრდა მცენარე (4 წლამდე)  ყოველ წელს გადარგეთ. ახალი ქოთანი, ძველზე ოდნავ ფართო შეარჩიეთ. შეგიძლიათ, მედინილა საკიდ კალათაშიც გაახაროთ. მნიშვნელოვანია, კარგი დრენაჟის მოწყობა, რისთვისაც ქოთნის ფსკერზე დაფხვნილი აგურის ან კერამზიტის სქელი ფენა უნდა მოაფინოთ.

ნიადაგი
მედინილას მსუბუქი, ფხვიერი და სწრაფად შრობადი სუბსტრატი სჭირდება. ამიტომ სასურველი ნიადაგი ფოთლოვანი მიწის, კორდის მიწის, ტორფის, სფაგნუმისა და ქვიშისგან (ან პერლიტისგან) მოამზადეთ (2/2/1/1/1/). შეგიძლიათ, ასეთი წესით მომზადებულ სუბსტრატში ცოტაოდენი ხის ნახშირიც ჩაამატოთ.



გამრავლება
გადარგვისას, გულდასმით შეუმოწმეთ ფესვთა სისტემა. ნაზი და უსუსური ტოტები მთლიანად მოაჭერით, წაგრძელებული კი შეუმოკლეთ.
მცენარის ნახევრად გახევებული ტოტები შეგიძლიათ, დასაფესვიანებლად გამოიყენოთ. დასაფესვიანებელ ტოტს ფოთლები ნახევრად უნდა შეაჭრათ, ხოლო დარგვამდე რომელიმე სტიმულატორში დაალბოთ. ამის შემდეგ ტოტი სფაგნუმში, ან სუფთა მდინარის ქვიშაში უნდა ჩარგოთ და 30-40 დღით, 26-28 გრადუს ტემპერატურაზე უნდა მოათავსოთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?