დღეს ქრისტიანის ცხოვრებაში პირველი საიდუმლო იღებს სათავეს

მოძღვარი გვირჩევს

19 იანვარი 10:00

გილოცავთ ყველა ქრისტიანს - საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია, ისევე, როგორც მთელი მართლმადიდებლური სამყარო, აღნიშნავს ნათლისღებას უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. 

 

ამ დღეს მაცხოვარი მიბრძანდა მდინარე იორდანესთა და როგორც რიგითმა ადამიანი, მოინათლა იოანე ნათლისმცემლისგან.  


ამ დღიდან იღებს სათავეს პირველი საიდუმლო ქრისტიანის ცხოვრებაში - ნათლობა. მხოლოდ ნათლობის შემდეგ ვითვლებით ჩვენ ქრისტიანებად.  


ნათლისღების დღესასწაულზე მართლმადიდებლურ ეკლესიაში წყლის კურთხევის მსახურება, იგივე დიდი აიაზმა სრულდება.
პირველად წყალი თავად უფალმა იესო ქრისტემ აკურთხა და განწმინდა ყოველივე ხრწნილებისგან მდინარე იორდანეში შთასვლით.

იორდანეში შთასვლით მაცხოვარმა მთელი დედამიწის წყლები აკურთხა და მათ სულიერი განწმენდის ძალა მიანიჭა. "უფალმა ნათლისღება ინება იმისთვისაც, რომ "წყლის ბუნება განენათლებინა", - ბრძანებს წმინდა იოანე დამასკელი, - თორემ, ცხადია, იესო ქრისტეს ნათლისღება, რომელიც ადამიანს ცოდვათაგან განწმენდს და სასუფევლისთვის ამზადებს, არ სჭირდებოდა. იგი მხოლოდ ჩვენთვის მოინათლა, აკურთხა წყალი და მას განწმენდის ძალა მიანიჭა.


იმ ქრისტიანულ სასწაულთაგან, რომელნიც დღემდე ხილულად აღესრულება, ერთ-ერთია ნაკურთხი წყლის უხრწნელობა.


ნაკურთხი წყალი მთელი წელი ინახება, მომდევნო ნათლისღებამდე.


ნაკურთხ წყალს მორწმუნენი უზმოზე სვამენ, დილის ლოცვების წარმოთქმის შემდეგ, სეფისკვერთან ერთად, რათა მისი ძალითა და მადლით ორგანიზმიდან განიდევნოს ყოველივე უარყოფითი.


ნაკურთხი წყალი, უწინარეს ყოვლისა, რწმენით და სასოებით უნდა მივიღოთ. ეს უმთავრესი და აუცილებელი პირობაა მისგან კურნებისა და შეწევნის მისაღებად.


ნაკურთხი წყალი სუფთა და თავდახურულ ჭურჭელში უნდა ჩავასხათ. ვეცადოთ, გამოყენების შემდეგ თავღია არ დარჩეს. ასევე არ შეიძლება ტუჩით შევეხოთ იმ ჭურჭელს, რომელშიც ნაკურთხი წყალი ასხია.


თუკი დაგჭირდებათ, რომ ნაკურთხი წყლის ოდენობა შეავსოთ, ეს შესაძლებელია ჩვეულებრივი წყლის დამატებით, თუმცა ჭურჭელში ჯერ ჩვეულებრივი წყალი უნდა ჩავასხათ, მერე კი ნაკურთხი ჩავამატოთ.


 


 

დღის ჰოროსკოპი

19 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

ვაშლი ვენურად: სასარგებლო და გემრიელი დესერტი 5 წუთში

მალე გაზაფხული მოვა და ორგანიზმს ზამთრის შემდეგ ვიტამინებით „შევსება“ სჭირდება. გამომცხვარი ვაშლი კი, გულში - დარიჩინით და ვანილით, ფიგურას არ ემუქრება და ყველას მოსწონს.
დღის ჰოროსკოპი

18 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 თებერვლისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ურთიერთობა

ერთი პატარა ისტორია საყვარლის ცხოვრებიდან

ეს ამბავი საბჭოთა დროში მოხდა, თუმცა, ალბათ, ყოველთვის აქტუალური იქნება, ნებისმიერ ქვეყანაში და ნებისმიერ წყობაში.
დღის ჰოროსკოპი

17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

შეამოწმეთ, არის თუ არა თქვენში თავადის გენი!

თავადაზნაურობა ყოველთვის გამორჩეული იყო უნიკალური შინაგანი თვისებებით, რომლებიც დროთა განმავლობაში არ ხუნდება და უცხო პირობებშიც არ იკარგება. მათი არც სწავლა შეიძლება და არც დავიწყება. თქვენ ან გაქვთ ეს თვისებები, ან არ გაქვთ.
კინო

ვინ არის ეს უცნობი ქალი მსოფლიო ვარსკვლავების გვერდით?

ბელგიაში ერთ-ერთ ბუკინისტურ მაღაზიაში იპოვეს ფოტოალბომი, ძალიან ბევრი ფოტოთი. თითქოს არაფერია უცნაური, მაგრამ ყველა ფოტოზე აღბეჭდილია ერთი და იგივე ქალბატონი, რომელთანაც პლანეტის ცნობილი ადამიანები პოზირებენ!
დღის ჰოროსკოპი

16 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

არისტოკრატების საუზმე - ერბოკვერცხი „ორსინი“ (2 რეცეპტი)

ერბოკვერცხის მომზადების სრულიად გენიალური ხერხი დიდი იმპრესიონისტის კლოდ მონეს რეცეპტების წიგნიდან!
დღის ჰოროსკოპი

15 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
FUN-ტესტი

გაიგეთ, ვინ იყავით წინა ცხოვრებაში და გამოასწორეთ შეცდომები

ამისთვის გაიარეთ ეს მარტივი ტესტი - დაუფიქრებლად აირჩიეთ ერთ-ერთი საათი, ოღონდ ამ დროს მხოლოდ საკუთარ ინტუიციას დაეყრდენით. მხოლოდ ასე მიიღებთ ზუსტ შედეგს.
დღის ჰოროსკოპი

14 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?