კომპანია „აქსისი“ - როცა მშენებლობა მხოლოდ ბიზნესი არ არის!

მოზაიკა

30 იანვარი 11:45
77

„საქართველო პატარა ქვეყანაა, თბილისი - პატარა ქალაქი. როგორც კი არასწორად აკეთებ რამეს, ხელახლა ავტორიტეტისა და ნდობის მოპოვება ძალიან ძნელია... ამიტომ ჩვენ ყოველთვის განსაკუთრებულ კონტროლზე გვყავს სამშენებლო სტანდარტები“, - გვიყვება „აქსისის“ გენერალური დირექტორი გიორგი კაპანაძე, რომლის კომპანიას ჯანსაღი ამბიცია აქვს, შექმნას ისეთი პროდუქტი, რომელიც საქართველოში ცხოვრების სტილის სრულიად ახალ სტანდარტს და მოთხოვნებს დანერგავს.

მშენებლობებით გაჯერებულ თბილისში სასიამოვნო მოულოდნელობაა კომპანია, რომლის ნიჭიერი არქიტექტორები, დიზაინერები და მარკეტოლოგები საერთო მიზნის მისაღწევად თავდაუზოგავად შრომობენ. საერთო მიზანი კი მათ მიერ აგებული სახლების მომავალი მობინადრეების ინტერესებია. 

დეველოპერული კომპანია „აქსისი“ 18-წლიან ისტორიას ითვლის.
იგი 1998 წელს დაარსდა და სწორედ ამ კომპანიამ ააშენა საქართველოში პირველი ტერასული ტიპის საცხოვრებელი სახლი.
მას შემდეგ „აქსისი“ მუდმივად ასოცირდება ინოვაციასა და პირველობასთან.
იგი გახდა დარგის ლოკომოტივი და ბაზარზე სტანდარტის დამნერგავი.


 


სწორედ „აქსისმა" შემოიტანა საქართველოში „დეველოპმენტის“ ცნება და დაიწყო პირველი „პალასების“ სერია უნიკალური მომსახურებით.

დღემდე კომპანიამ 38 მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი ააშენა, 15 მიმდინარე პროექტის განხორციელებას 2017-2018 წლებში გეგმავს.


„აქსისის“ პორტფელი, შესაძლოა, პირობითად, 3 კატეგორიად დაიყოს:
1. 2008 წლის კრიზისამდე, როცა 18 მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი აშენდა; 
2. პოსტკრიზისული პერიოდი, როცა 20 მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი აშენდა; 
3. ახალი პროექტები.


როგორც კომპანიაში ამბობენ, „აქსისის“ გუნდი ყოველთვის ცდილობს, მათი პროექტები გამოირჩეოდეს თავისი მასშტაბებით, მრავალფეროვნებით, ინოვაციური მიდგომებით, თანამედროვე არქიტექტურითა და ხარისხით.


„აქსისის“ გენერალური დირექტორი გიორგი კაპანაძე: 
„საქართველო პატარა ქვეყანაა, თბილისი - პატარა ქალაქი. როგორც კი არასწორად აკეთებ რამეს, ხელახლა ავტორიტეტისა და ნდობის მოპოვება ძალიან ძნელია. ამიტომ ვცდილობთ, ჩვენი აშენებული სახლები უმაღლესი ხარისხით გამოირჩეოდეს. შენობებს გარედანაც თანამედროვე და დახვეწილ ფორმებს ვაძლებთ. ყოველთვის განსაკუთრებულ კონტროლზე გვყავს სამშენებლო სტანდარტები.
თანამედროვე არქიტექტურა, მომავლის ტექნოლოგიები, ფუნქციური მრავალფეროვნება, ცხოვრების ახალი სტილი – ეს არის პროექტი, რომელსაც უბანში და, ზოგადად, თბილისშიც მომავალი შემოაქვს.


ჩვენთვის მშენებლობა მხოლოდ ბიზნესი არ არის და ყველაფერი მოგებამდე არ დადის, ძალიან დიდია შემოქმედებითი მუხტი. ენით აუწერელი განცდაა, როცა შენ მიერ აშენებულ სახლებს უყურებ და იცი, რომ იქ ადამიანები კომფორტულად გრძნობენ თავს. სწორედ ამისთვის ჩვენ შემოგვყავს პარტნიორი კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს შემდეგ მომსახურებებს: კონსიერჟი, დასუფთავება, დაცვა, კომპლექსის განათება, ლიფტის მომსახურება. გარდა ამისა, ჩვენს საცხოვრებელ კომპლექსებში განთავსებულია საოფისე და კომერციული ფართები, კაფე-რესტორნები, სავაჭრო და გასართობი ცენტრები, რაც მნიშვნელოვნად ცვლის მიმდებარე უბნის ცხოვრების წესსა და იერსახეს.


მაგალითად: „აქსის პალასი 1“-მა და „აქსის პალასი 2“-მა, რომლებიც საბურთალოზე აშენდა, საბურთალოს, ბახტრიონისა და გამრეკელის ქუჩებს სრულიად ახალი ელფერი შესძინა. „აქსის პალასი 1“-ის მიმდებარე სამივე ქუჩის მხარეს ტროტუარი გავაფართოვეთ და კეთილმოვაწყვეთ ჩვენი ფართის ხარჯზე, ხოლო „აქსის პალასი 2“-ში, აგრეთვე, ჩვენს ტერიტორიაზე, გავჭერით საფეხმავლო ქუჩა ბახტრიონიდან საბურთალოზე. მოგეხსენებათ, თბილისში სულ რამდენიმე საფეხმავლო ქუჩაა, რომლებიც, ძირითადად, ძველ თბილისშია განთავსებული, ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ასეთი ტიპის ქუჩების მოწყობა ახალ, თანამედროვე უბნებში“.


კომპანია „აქსისის“ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტია „აქსის თაუერსი“, რომლის მშენებლობაც 2015 წელს განახლდა „აქსისისა“ და „თანაინვესტირების ფონდის“ პარტნიორობით.
კომპლექსი მოიცავს საცხოვრებელ კორპუსს, საოფისე ფართებს, კომერციულ და სარეკრეაციო-გასართობ ზონასა და სასტუმროს.
იმის გამო, რომ აქ არის A კლასის ოფისცენტრი, სასტუმროს შერჩევის დროს ყურადღება გავამახვილეთ უმსხვილეს ფრანგულ ბრენდ Accor ჯგუფში შემავალი სასტუმრო Pullman-ზე, რომელიც 5-ვარსკვლავიანი სასტუმროა საქმიანი ადამიანებისთვის, ანუ ბიზნესტრეველერებისთვის. გარდა ამისა, სასტუმროში 250-მდე პირი დასაქმდება. კონტრაქტი უკვე ხელმოწერილია. „აქსის თაუერსის“ მშენებლობა 2017 წელს დასრულდება, ხოლო სასტუმრო 2018 წლის ზაფხულში გაიხსნება“.