„კოდალა“ - აჩუქე უნიკალური ემოცია!

მოზაიკა

2 თებერვალი 18:00
172

უკვე რამდენიმე თვეა, ბაზარზე ახალი ბრენდი „კოდალა“ გამოჩნდა, რომელიც მომხმარებელს ხისგან დამზადებულ საინტერესო, პერსონალიზებულ ნივთებს სთავაზობს. „კოდალა“ 6 თვის წინ ორმა მეგობარმა დააარსა. დღეს „Funtime“ ერთ-ერთ მათგანს, ანა მეგრელიშვილს წარმოგიდგენთ.

- საიდან გაჩნდა კოდალას დაარსების იდეა და რატომ არჩიეთ ეს სახელი?
- დაახლოებით 6 თვის წინ, მე და ჩემი მეგობარი სალომე შენგელია, რომელიც ამჟამად უკვე ჩემი ბიზნესპარტნიორია, ვცდილობდით, შეგვერჩია რაიმე განსაკუთრებული საჩუქარი ჩვენი საერთო მეგობრისთვის. ეს საერთო მეგობარი მამაკაცია და როგორც მოგეხსენებათ, მამაკაცისთვის საჩუქრის შერჩევის პროცესს ხშირ შემთხვევაში ბანალურ არჩევანთან მივყავართ - ჰალსტუხი, სუნამო, საფულე, სასმელი თუ?.. სწორედ აქ დაიბადა იდეა, რომ შეგვექმნა ორიგინალური, პერსონალიზებული საჩუქრები, რაც საბოლოოდ მოხსნიდა ამ პრობლემას. თავდაპირველად ორიენტირებულები ვიყავით, ძირითადად, მამაკაცებისთვის განკუთვნილ სასაჩუქრე ნივთებზე, თუმცა მუშაობის პროცესში ჩვენს პორტფოლიოს ბევრი ისეთი ნამუშევარიც შეემატა, რომლებიც ერთნაირად საინტერესოა როგორც მამაკაცებისთვის, ასევე ქალებისთვის. რაც შეეხება სახელწოდებას, ის ამ შემთხვევაში პირდაპირ ასოცირდება ხის მასალასა და გრავირებასთან, რითაც გამოირჩევა ჩვენი ნამუშევრები.


- ნივთებს საკუთარი ხელით ქმნით?
- „კოდალას“ ნამუშევრები ხელნაკეთია, ყოველი დეტალი მისი ბუნებრივი სილამაზიდან გამომდინარეა შერჩეული და გარდაქმნილია ხელით მომხმარებლის სურვილების შესაბამისად. დიდ ყურადღებას ვუთმობთ პროდუქციის ხარისხს, ვცდილობთ, კრიტიკულად შევაფასოთ ჩვენი ნამუშევრები და მუდმივად ვიზრუნოთ ტექნოლოგიების დახვეწასა და განვითარებაზე.


- ძირითადად, რა ნივთებს ამზადებთ?
ჩვენ ვქმნით სხვადასხვა კატეგორიის ნამუშევრებს, თუმცა თითქმის ყველაფერში ვიყენებთ ნატურალური ხის მასალას და ინდივიდუალურ გრავირებას. ასევე, ვცდილობთ, მაქსიმალურად გამოვიყენოთ ულამაზესი ქართული ენა და ანბანი. ამ ეტაპზე „კოდალას“ პორტფოლიო შედგება შემდეგი სახის პროდუქტებისგან: ხის სანათები, ხის სასაჩუქრე ყუთები, გრავირებული ჭურჭელი, პერსონალიზებული ღვინო, ღვინის ჩასადები, ღვინის გასახსნელების კომპლექტი, გრავირებული სანთებელა და სხვა ექსკლუზიური პროდუქტები, რომლებიც ინდივიდუალური შეკვეთების საფუძველზე მზადდება. გარდა ამისა, ახალი წლის, აღდგომის, სიყვარულის დღისა თუ სხვა დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად „კოდალა“ მომხმარებლის სადღესასწაულო განწყობაზეც ზრუნავს და სპეციალურად ამ დღესასწაულებისთვის ჩვენთან სხვადასხვა ნივთები და აქსესუარები მზადდება.


- თქვენი პროდუქცია რითია გამორჩეული?
- ჩვენ ვქმნით არა უბრალოდ ნივთს, არამედ გამორჩეულად მაღალი ხარისხის, უნიკალურ საჩუქრებს, რომელიც მთლიანად პასუხობს და შთაგონებულია თქვენი იდეებით.
ჩვენი გუნდისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინდივიდუალიზმი და შემოქმედებითი ხედვა. დიდ დროს ვუთმობთ მომხმარებელთან კომუნიკაციას, რათა მაქსიმალურად გავითვალისწინოთ მათი სურვილები, შევთავაზოთ დიზაინი და პროდუქტი, რომელიც არა მხოლოდ დააკმაყოფილებს, არამედ გადააჭარბებს მათ მოლოდინს.
ვფიქრობ, „კოდალას“ პროდუქციაში ყველაზე მომხიბვლელი არის ის, რომ თითოეულ ნივთს აქვს საკუთარი ისტორია, თითოეული მათგანი განსაკუთრებულია. თითოეულ საჩუქარს ერთვის გრაგნილი - ხელნაკეთი ფურცელი, რომელზეც ხელით სრულდება ნებისმიერი ტექსტი. ეს ყველაფერი თქვენს საჩუქარს კიდევ უფრო პერსონალიზებულსა და განუმეორებელს ხდის, რაც ადრესატისთვის ორმაგად უფრო სასიამოვნოა.


- სად შეიძლება „კოდალას“ პროდუქციის შეძენა?
- „კოდალას“ პროდუქციის რეალიზაცია ძირითადად ხდება ონლაინგაყიდვების საშუალებით, კერძოდ, შეკვეთის განთავსება, დიზაინის შეთანხმება და მომხმარებელთან შემდგომი კომუნიკაცია Facebook-ისა და Instagram გვერდების მეშვეობით ხორციელდება. დაინტერესებულ მომხმარებლებს, ასევე, შეუძლიათ გვეწვიონ სახელოსნოში, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ვორონინის ქ. N10.