„არდიმ“ „სუხიშვილები“ მილიონ ლარად დააზღვია!

მოზაიკა

2 თებერვალი 14:45, 2017 წელი

ქართული ნაციონალური ბალეტის ყველა წევრი სადაზღვევო კომპანია „არდიმ“ ერთ მილიონ ლარად დააზღვია. ანსამბლის ხელმძღვანელმა ნინო სუხიშვილმა და სადაზღვევო კომპანიის დირექტორმა მიხეილ ჯაფარიძემ კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერეს. ხელშეკრულების თანახმად, დასის ყველა წევრი პროფესიულ ტრავმებზე იქნება დაზღვეული. მოცეკვავეებს პროფესიული ტალანტის დაკარგვის შემთხვევაში „არდი“ ორი წლის განმავლობაში ხელფასით უზრუნველყოფს. დაზღვევა გავრცელდება დასის გასტროლებისას მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში.

სადაზღვევო კომპანია „არდის“ დირექტორ მიხეილ ჯაფარიძის განცხადებით, კომპანიისთვის დიდი პატივია, იყოს ქართული ნაციონალური ბალეტის „სუხიშვილების“ პარტნიორი და მზღვეველი.


„სუხიშვილების ნაციონალური ბალეტის სახით საქართველოს ჰყავს სუპერვარსკვლავები, რომლებიც მსოფლიო დონის მეგა ვარსკვლავებს არ ჩამოუვარდებიან. ამიტომ მიგვაჩნია, რომ, თუ მსოფლიოში ასეთი ვარსკვლავების პროფესიული ტალანტი დაზღვეულია, საქართველოშიც უნდა ისარგებლონ მსგავსი უნიკალური მომსახურებით. გვჯერა, რომ ამ ნოვატორული პრეცედენტით „არდი“ შექმნის ახალ ისტორიას თანამედროვე სადაზღვევო ინდუსტრიაში“, - აღნიშნა მიხეილ ჯაფარიძემ.


„არდის“ დირექტორის თქმით, საქართველოს სადაზღვევო ბაზარი განვითარებადია და ერთგვაროვნებით გამოირჩევა, „არდის“ მიერ შეთავაზებული უპრეცედენტო სადაზღვევო პროდუქტი კი, ზოგადად, ბაზრის განვითარებისთვისაც მნიშვნელოვანია.


ნინო სუხიშვილის თქმით, „არდისთან“ გაფორმებული მემორანდუმი დასისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დასის ხელმძღვანელის განმარტებით, პროფესიული ტრავმები საკმაოდ ხშირია და მოცეკვავეების დაზღვევა აუცილებელია.
„მსოფლიოში ცნობილი ადამიანები იზღვევენ ხელებს, ფეხებს, რაც მათ უნიკალურ ნიჭს განაპირობებს, ეს ცნობილი ფაქტია და მოხარული ვარ, რომ საქართველოშიც მოხდა მსგავსი პრეცედენტი. ბედნიერი ვარ და იმედი მაქვს, რომ ჩვენი თანამშრომლობა კარგ შედეგს გამოიღებს“, - აღნიშნა ნინო სუხიშვილმა.


„არდის“ პროდუქტების განვითარების დეპარტამენტის უფროსის თეონა გოდერიძის განმარტებით, დაზღვევა ვრცელდება დასის ყველა წევრზე, მათ შორის - მუსიკოსებზეც.
„ჩვენ შეგნებულად არ გამოვყავით გარკვეული ნაწილი, ვინაიდან სუხიშვილების გენია არის ერთ მთლიანობაში. ჩვენ ვგრძნობთ დიდ პასუხისმგებლობას, რომ ქართული ხელოვნების ისეთი საგანძური, როგორიც „სუხიშვილების“ დასია, საკუთარი პროფესიული უნარ-ჩვევების დასაზღვევად კომპანია „არდის“ ირჩევს“, - აღნიშნა თეონა გოდერიძემ.


სპეციალურად ამ მოვლენისთვის დამზადებული ოქროს პერგამენტიანი სადაზღვევო პოლისი, რომლის ჯამური სადაზღვევო ლიმიტი 1 მილიონი ლარია, სუხიშვილების ნაციონალური ბალეტის შენობაში განსაკუთრებულ, დაცულ ადგილას განთავსდა.  

დღის ჰოროსკოპი

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
სილამაზე/ჯანმრთელობა

ჩვევები, რომლებიც ტვინს აზარმაცებს

ისევე, როგორც სხეულს, ტვინსაც სჭირდება ვარჯიში. და თუ გინდათ, ღრმა სიბერემდე შეინარჩუნოთ ნათელი გონება, უარი თქვით ქვემოთ ჩამოთვლილ მავნე ჩვევებზე:
დღის ჰოროსკოპი

25 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ცესკომ პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტურის ღონისძიებები განსაზღვრა

24 მაისს, კომისიაში გამართულ სხდომაზე, მეორე ტურის სავარაუდო თარიღად 9 ივნისი დასახელდა.  
კინო

საუკეთესო ფოტოები „სამეფო კარის თამაშების“ გადასაღები მოედნიდან

ლანისტერების მხიარული ოჯახი და მარტორქიანი მაისურები აბჯრის ნაცვლად...
დღის ჰოროსკოპი

24 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

მაკარონი ღვიძლით - დაუვიწყარი გემო

ვისაც ძალიან გიყვართ макароны по-флотски და არ მოგწონთ მასში ფარშის გემო, სცადეთ ღვიძლით. თუ საყვარელ სოუსსაც დაუმატებთ, ბოლო ლუკმამდე ვარ გაჩერდებით.
საკნატუნო ამბები

(+18) ქალის სხეული მთელი თავისი მშვენიერებით (20 ფოტო)

კესლერ ტრანი უფლებას აძლევს მოდელებს, თავისუფლად გამოხატონ საკუთარი გრძნობები. ქალის სხეულის სილამაზეს ადიდებს, რაც მის ნამუშევრებში უდავოდ ჩანს.
დღის ჰოროსკოპი

23 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

ცნობილი მამების სიმპათიური ვაჟები

წარმოგიდგენთ ყველაზე ნიჭიერი, მომხიბვლელი და ცნობილი მამების ძალიან სიმპათიურ ვაჟებს.
დღის ჰოროსკოპი

22 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ფისუნია, მანდ რა გინდა?! (10 ფოტო)

ნახეთ, ერთ დღესაც სად შეიძლება აღმოჩნდეს თქვენი ოთხფეხა მეგობარი. ჰოდა, პრევენციული ზომებიც მიიღეთ...