ერთი ამბავი დასაქმების მსურველთა გრძელი რიგიდან

მოზაიკა

24 თებერვალი 12:30, 2017 წელი

„ოჯახური პირობების გამო 10 წელი საქართველოს გარეთ ვიცხოვრე. როცა დავბრუნდი, აღმოჩნდა, რომ „დაკარგული“ ვიყავი, სამსახურში მიღებაზე ყველგან უარს მეუბნებოდნენ იმ მიზეზით, რომ გამოცდილება არ მქონდა, ასაკი არ მიწყობდა ხელს და ა.შ.“ - დღეს სოფიო ჯიქია სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგის“ საცალო გაყიდვების სპეციალისტია. როგორ მოხვდა ამ პოზიციაზე, ამის შესახებ სოფო თავად გვიამბობს. 

- რას საქმიანობდით „ჯიპიაი ჰოლდინგში“ მოსვლამდე? 
- სამედიცინო განათლება მაქვს, თუმცა პროფესიით ძალიან ცოტა ხანი ვიმუშავე. შემდეგ დავქორწინდი - მყავს მეუღლე და ოთხი შვილი... ოჯახური პირობების გამო 10 წელი საქართველოს გარეთ ვიცხოვრე. როცა დავბრუნდი, აღმოჩნდა, რომ „დაკარგული“ ვიყავი... სამსახურში მიღებაზე ყველგან უარს მეუბნებოდნენ იმ მიზეზით, რომ გამოცდილება არ მქონდა, ასაკი არ მიწყობდა ხელს და ა.შ.


- ფორუმის შესახებ როგორ გაიგეთ?
- გასულ წელს ტელევიზიით გავიგე, რომ კომპანია „ჯიპიაი“ დასაქმების ფორუმს აწყობდა. სხვათა შორის, თავიდანვე დავიჯერე, რასაც ტელევიზიით ამ კომპანიის წარმომადგენლები ამბობდნენ და ჩემთვის ძალიან მისაღები პირობები იყო - არც გამოცდილებას გთხოვდნენ, არც ასაკი წარმოადგენდა პრობლემას... მოკლედ, ფორუმზე ჩემს უფროს გოგოსთან ერთად მივედი და დასაქმების მსურველთა გრძელ რიგში ჩავდექი...


- მსურველთა სიმრავლემ არ შეგაშინათ?
- ნამდვილად გამიჩნდა შიში, რომ ამდენ ადამიანში მაინცდამაინც მე არ ამირჩევდნენ, მაგრამ გასაუბრებამ ნორმალურად ჩაიარა და, როგორც ჩანს, კომპანიის წარმომადგენლები დავაინტერესე. შემდეგ, დაახლოებით, ერთ თვეში, კვლავ დამიკავშირდნენ და მომდევნო გასაუბრებაზე დამიბარეს. ეს გასაუბრებაც წარმატებით გავიარე და „ჯიპიაი“-ში გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე დავიწყე მუშაობა.


- როგორც ფიქრობთ, რა თვისებების გამო შეგარჩიეს?
- ვფიქრობ, ჩემში ყველაზე მეტად ის მოეწონათ, რომ ძალიან კონტაქტური და გახსნილი ვარ... ადვილად შევდივარ ურთიერთობაში, მაქვს გადმოცემის კარგი უნარი, მიყვარს ადამიანებში ტრიალი, არც შრომა მეზარება...


- ამ სფეროში გამოცდილების უქონლობამ მუშაობის პროცესში პრობლემები არ შეგიქმნათ?
- სხვათა შორის, სანამ მუშაობას დავიწყებდი, დავფიქრდი და მივხვდი, თუ რამხელა პასუხისმგებლობა და ვალდებულება დამეკისრა და შევშინდი, თუმცა ეს განცდა დიდხანს არ გაგრძელებლა... როცა  ამ შენობაში პირველად შემოვედი, კედელზე ბანერი დავინახე, წარწერით: „შენ ამას შეძლებ!“  და ეს სიტყვები ჩემთვის უზარმაზარი სტიმული გახდა.


- რას ურჩევთ „ჯიპიაი“-ში დასაქმების მსურველებს?
- ამჟამად „ჯიპიაი“-ს დასაქმების კიდევ ერთი ფორუმი აქვს დაგეგმილი. ყველა, ვისაც თვითრეალიზაცია, განვითარება და კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე ასვლა სურს, აუცილებლად უნდა მივიდეს ამ ფორუმზე და ბედი სცადოს.
ეს უნიკალური კომპანიაა, რომელიც დასაქმების პირველივე დღიდან, სწავლების პარალელურად, ჩემი შრომის საფასურს მიხდის, როგორც ხელფასის, ისე ბონუსების სახით. ამ კომპანიაში  მუშაობისას დავრწმუნდი, რომ „ჯიპიაი“-ს არცერთი სლოგანი მხოლოდ სლოგანისთვის არ არის და ყველა მოწოდება 100%-ით შეესაბამება დაპირებას.

დღის ჰოროსკოპი

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
სილამაზე/ჯანმრთელობა

ჩვევები, რომლებიც ტვინს აზარმაცებს

ისევე, როგორც სხეულს, ტვინსაც სჭირდება ვარჯიში. და თუ გინდათ, ღრმა სიბერემდე შეინარჩუნოთ ნათელი გონება, უარი თქვით ქვემოთ ჩამოთვლილ მავნე ჩვევებზე:
დღის ჰოროსკოპი

25 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ცესკომ პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტურის ღონისძიებები განსაზღვრა

24 მაისს, კომისიაში გამართულ სხდომაზე, მეორე ტურის სავარაუდო თარიღად 9 ივნისი დასახელდა.  
კინო

საუკეთესო ფოტოები „სამეფო კარის თამაშების“ გადასაღები მოედნიდან

ლანისტერების მხიარული ოჯახი და მარტორქიანი მაისურები აბჯრის ნაცვლად...
დღის ჰოროსკოპი

24 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

მაკარონი ღვიძლით - დაუვიწყარი გემო

ვისაც ძალიან გიყვართ макароны по-флотски და არ მოგწონთ მასში ფარშის გემო, სცადეთ ღვიძლით. თუ საყვარელ სოუსსაც დაუმატებთ, ბოლო ლუკმამდე ვარ გაჩერდებით.
საკნატუნო ამბები

(+18) ქალის სხეული მთელი თავისი მშვენიერებით (20 ფოტო)

კესლერ ტრანი უფლებას აძლევს მოდელებს, თავისუფლად გამოხატონ საკუთარი გრძნობები. ქალის სხეულის სილამაზეს ადიდებს, რაც მის ნამუშევრებში უდავოდ ჩანს.
დღის ჰოროსკოპი

23 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

ცნობილი მამების სიმპათიური ვაჟები

წარმოგიდგენთ ყველაზე ნიჭიერი, მომხიბვლელი და ცნობილი მამების ძალიან სიმპათიურ ვაჟებს.
დღის ჰოროსკოპი

22 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ფისუნია, მანდ რა გინდა?! (10 ფოტო)

ნახეთ, ერთ დღესაც სად შეიძლება აღმოჩნდეს თქვენი ოთხფეხა მეგობარი. ჰოდა, პრევენციული ზომებიც მიიღეთ...