„ამისთვის ინტელექტია საჭირო“ – 10 რჩევა მძიმე კაცისგან

მოზაიკა

15 მარტი 12:00
201

მწერალმა და ჟურნალისტმა დავით კოვზირიძემ Funtime.ge-ს მიერ დასმულ ისეთ შეკითხვებს უპასუხა, რომლებზეც, ალბათ, ყოველ ჩვენგანს გვიფიქრია...

როგორ უნდა გახდე კარგი მოსაუბრე?
ბევრი უნდა იკითხო, რომ სიტყვები და აზრები საინტერესოდ გადმოსცე.


როგორ უნდა მიხვდე, რომ თანამოსაუბრე ტყუილს გეუბნება?
ამისთვის უკვე წიგნები კი არა, მხოლოდ ინტელექტია საჭირო. თუმცა ზოგი ისე იტყუება, ხბოც მიხვდება და ზოგი კი ისე, ნებისმიერს დააფიცებინებს ბიბლიაზე, რომ მართალს ამბობს. თუმცა ეს გამონაკლისებია.


თუ ცოლმა პერანგზე პომადის კვალი აღმოგიჩინა, რას ეტყვი?
პერანგზე რა უნდა პომადის კვალს...


თუ კაცს ძმაკაცის ცოლი შეუყვარდა, რა უნდა ქნას?
ეზოში გავიდეს და შეშა დაჩეხოს.


ავარიაში მოყევი და თან მამაოს ჯიპს დაარტყი, რა უნდა ქნა?
თუ იმის ბრალია, გამიკეთებს, და თუ ჩემი, მე გავუკეთებ. მერე ციანიდებს გავცვლით.


მოხუცი ბებო ქუჩაზე გადადის იმ დროს, როცა წითელი ანთია, რა უნდა ქნა?
უნდა გავაჩერო, მწვანეს ერთად დაველოდოთ, მერე გზაზე გადავიყვანო და მაგრად ჩავეხუტო.


მეგობარმა შეიძინა პერანგი, რომელიც საშინლად არ უხდება. რა უნდა უთხრა?
რომ არ უხდება.


სამსახურში დაწინაურების შანსი გაქვს, მაგრამ იმ ადგილზე სხვას ნიშნავენ. რა უნდა გააკეთო?
მღვდელს რომ ციანიდი გავუცვალე, დავალევინო.


მნიშვნელოვან შეხვედრაზე გაგვიანდება და საცობში მოყევი, როგორ უნდა დაიწყნარო თავი?
მოსაწევი მოვწიო.


თუ შვილს სერიოზულად უნდა სწავლისთვის თავის დანებება, როგორ უნდა მოიქცე?
აუხსნა, რომ მასაც აქვს ვალდებულებები და ეს უმთავრესია.