საბედისწერო შემთხვევა, რომელმაც ჟურნალისტ ცოტნე გეგეჭკორის ცხოვრება შეცვალა

მოზაიკა

25 მაისი 18:00, 2017 წელი

„რამდენიმე თვე საწოლს ვიყავი მიჯაჭვული. პირველი ნაბიჯების გადადგმა ამ შემთხვევიდან მხოლოდ 6 თვის შემდეგ შევძელი. არავინ იცოდა, ამდენი მოტეხილობის შემდეგ ნორმალურად გავლას შევძლებდი თუ არა. არსებობდა საფრთხე, რომ ცხოვრების ჩვეულ რიტმს ვეღარ დავბრუნებოდი...“  - როგორ შეცვალა 26 წლის ჟურნალისტის ცხოვრება ერთმა შემთხვევამ და როგორ შეძლო თავისი საყვარელი საქმის გაგრძელება, ამის შესახებ „იმედის კვირის“ ჟურნალისტი ცოტნე გეგეჭკორი Funtime-თან საუბრობს.

ცოტნე გეგეჭკორი: ჩემი ჟურნალისტური კარიერა 8 წლის წინათ დაიწყო, როცა ტელეკომპანია „კავკასიაში“ სტაჟიორად მივედი. 5 თვეში უკვე შტატში ჩამსვეს. ვფიქრობ, რომ „კავკასია“ არის კადრების სამჭედლო, სადაც გამიმართლა და მოვხვდი. შემდეგ იყო სტუდია „ჯი ენ ეს“. ერთხანს „TV-3“-ის ჟურნალისტიც ვიყავი. როცა ავარიაში მოვყევი, მაშინ უკვე „მეცხრე არხზე“ საგამოძიებო პროექტებზე ვმუშაობდი, სადაც, სამწუხაროდ, სამიოდე რეპორტაჟის მომზადება მოვასწარი. აქტიური ცხოვრების თავიდან დაწყება წელიწად-ნახევრის შემდეგ შევძელი. იმ შემთხვევამ ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. 


- რა მოხდა იმ დღეს?
- 2013 წლის 16 აპრილს, მეგობრებთან ერთად, სანაპიროზე ავარიაში მოვყევი. საკმაოდ მძიმე დაზიანებები მივიღე. მარცხენა მხარეს ორივე კიდურის მრავლობითი მოტეხილობა მქონდა. რამდენიმე თვე საავადმყოფოში გავატარე. საწოლს ვიყავი მიჯაჭვული. პირველი ნაბიჯების გადადგმა მხოლოდ 6 თვის შემდეგ შევძელი. ექიმმა რომ მითხრა, შეგიძლია გაიაროო, ის სიხარული ახლაც მახსოვს.


- ავარიის შემდეგ რა საფრთხე არსებობდა?
- არსებობდა საფრთხე, რომ ცხოვრების ჩვეულ რიტმს ვეღარ დავბრუნებოდი. არავინ იცოდა, ამდენი მოტეხილობის შემდეგ ნორმალურად გავლას შევძლებდი თუ არა. კითხვის ნიშნის ქვეშ იყო ისიც, მარცხენა ხელის მოხმარებას რამდენად მოვახერხებდი. წელიწად-ნახევრის განმავლობაში 7 ოპერაცია ჩავიტარე. ექიმების თქმით, დღეის მდგომარეობით რეაბილიტაციის 99 % გავლილი მაქვს. საბედნიეროდ, ახლა ისევ საყვარელ საქმიანობას ვეწევი და ტელეკომპანია „იმედზე“ „იმედის კვირის“ ჟურნალისტი ვარ.


- ეს მხოლოდ ექიმების დამსახურებაა?
- პირველ რიგში, ექიმების და შემდეგ ჩემი შემართების. ავარიის შემდეგ რისკისა და გამბედაობის უნარი შევიძინე. როცა ჯანმრთელობას დააფასებ, ხვდები, რომ სხვა რაღაცებზე ბევრი ფიქრის დრო აღარ გრჩება. ყოველი დღე ღვთის საჩუქარია და საკუთარი ცხოვრების განვითარებისთვის უნდა გამოვიყენოთ.


- სხვა რა შეცვალა ამ შემთხვევამ თქვენს ცხოვრებაში?
- ავარიამდე საკმაოდ ჭარბწონიანი ვიყავი და წოლითი რეჟიმის პერიოდში წონაში კიდევ უფრო მოვიმატე. 125 კილოგრამს ვიწონიდი. ავადმყოფობის შემდეგ, ფეხზე რომ წამოვდექი და სარკეში ჩავიხედე, დავინახე ადამიანი, რომელიც მე არ ვიყავი. ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა. მეორე დღესვე დიეტა და ვარჯიში დავიწყე. ექიმისგან ამის ნებართვა მქონდა, მაგრამ ვიცოდი, რომ სხეულს დიდი დატვირთვა არ უნდა მიეღო, რადგან ფეხში ჯერ კიდევ რკინის ფირფიტა მედგა. 3 თვეში მკაცრი დიეტისა და ვარჯიშის წყალობით 20 კილოგრამი დავიკელი. შემდეგ სწორ კვებას მივმართე. შემწვარსა და ცხიმიან პროდუქტზე უარი ვთქვი. საბოლოო ჯამში, 50 კილომდე დავიკელი. ჩემი გარდასახვა ყველას ძალიან უკვირდა. მაშინდელი და დღევანდელი ცოტნე ორი სხვადასხვა ადამიანია. ვერ ვიჯერებ, რომ სამი წლის წინანდელი ცოტნე მე ვიყავი.


- ალბათ, გოგონებთან დამოკიდებულებაც შეგეცვალათ...
- გოგოებს საყვარელი, პუტკუნა ცოტნე თუ მოსწონდათ, ახლა სიმპათიური, ათლეტური ბიჭი მოსწონთ. სანამ გავხდებოდი, გოგოებთან ურთიერთობის დიდი კომპლექსი მქონდა. ფართო მაისურებს ვიცვამდი, რომ ზედმეტი წონა დამეფარა. ახლა უფრო თავდაჯერებული ვარ, თუმცა ამ ეტაპზე ჩემი საყვარელი გოგოს ვაკანსია თავისუფალია.


 - როგორ გოგოს ისურვებდით გვერდით?
- მინდა გვერდით მყავდეს გოგო, რომელიც, გარდა სილამაზისა, ჩემსავით გაბედული, რისკიანი და ჩემი დიდი მეგობარი იქნება.


- ჟურნალისტობის გარდა, სხვას რას საქმიანობთ?
- უამრავ საქმეს ვარ მოდებული. საკუთარი ბიზნესის წამოწყებაც კი შევძელი, რომელსაც ნელ-ნელა ვაწყობ. გარდა ამისა, ვეხმარები ადამიანებს, რომლებიც ელექტრონული მუსიკის განვითარებას ცდილობენ და სხვადასხვა არტისტები ჩამოჰყავთ. მომავალი იურისტი, მეოთხე კურსის სტუდენტი გახლავართ. ჯერ კიდევ ვსწავლობ, რადგან ჯანმრთელობის პრობლემების გამო გარკვეული პერიოდი სწავლა შეჩერებული მქონდა.

ფოტოგრაფი: ალექსანდრე სხულუხია
დღის ჰოროსკოპი

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
სილამაზე/ჯანმრთელობა

ჩვევები, რომლებიც ტვინს აზარმაცებს

ისევე, როგორც სხეულს, ტვინსაც სჭირდება ვარჯიში. და თუ გინდათ, ღრმა სიბერემდე შეინარჩუნოთ ნათელი გონება, უარი თქვით ქვემოთ ჩამოთვლილ მავნე ჩვევებზე:
დღის ჰოროსკოპი

25 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ცესკომ პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტურის ღონისძიებები განსაზღვრა

24 მაისს, კომისიაში გამართულ სხდომაზე, მეორე ტურის სავარაუდო თარიღად 9 ივნისი დასახელდა.  
კინო

საუკეთესო ფოტოები „სამეფო კარის თამაშების“ გადასაღები მოედნიდან

ლანისტერების მხიარული ოჯახი და მარტორქიანი მაისურები აბჯრის ნაცვლად...
დღის ჰოროსკოპი

24 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

მაკარონი ღვიძლით - დაუვიწყარი გემო

ვისაც ძალიან გიყვართ макароны по-флотски და არ მოგწონთ მასში ფარშის გემო, სცადეთ ღვიძლით. თუ საყვარელ სოუსსაც დაუმატებთ, ბოლო ლუკმამდე ვარ გაჩერდებით.
საკნატუნო ამბები

(+18) ქალის სხეული მთელი თავისი მშვენიერებით (20 ფოტო)

კესლერ ტრანი უფლებას აძლევს მოდელებს, თავისუფლად გამოხატონ საკუთარი გრძნობები. ქალის სხეულის სილამაზეს ადიდებს, რაც მის ნამუშევრებში უდავოდ ჩანს.
დღის ჰოროსკოპი

23 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

ცნობილი მამების სიმპათიური ვაჟები

წარმოგიდგენთ ყველაზე ნიჭიერი, მომხიბვლელი და ცნობილი მამების ძალიან სიმპათიურ ვაჟებს.
დღის ჰოროსკოპი

22 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ფისუნია, მანდ რა გინდა?! (10 ფოტო)

ნახეთ, ერთ დღესაც სად შეიძლება აღმოჩნდეს თქვენი ოთხფეხა მეგობარი. ჰოდა, პრევენციული ზომებიც მიიღეთ...