მშობლებისთვის ძალიან საჭირო სიახლე, რომლის ანალოგი საქართველოში აქამდე არ არსებობდა

მოზაიკა

6 ივნისი 18:30, 2017 წელი

„ჩვენ გვაქვს მომსახურება, რომელიც შემდეგს გულისხმობს: მშობელი გვირეკავს და ჩვენ თავად მივდივართ მასთან სახლში ყველა საჭირო ინვენტარით, რაც ბავშვის გართობას და დროის სასიამოვნოდ გატარებას სჭირდება,“ - „Little Hands“-ის დამფუძნებელი მარიამ ხიზანიშვილი განვითარებულ ქვეყნებში ძალიან პოპულარული, თუმცა ქართული სინამდვილისთვის გამოწვევებით სავსე სერვისის შესახებ გვესაუბრება.

- საიდან გაჩნდა იდეა და, ზოგადად, რას გულისხმობს თქვენი წამოწყება?
- თავადაც მშობელი გახლავართ - ორი ვაჟის დედა. უფროსი, სანდრო, სკოლაში სიარულს სექტემბრიდან იწყებს, უმცროსი კი, გიორგი, ბაღის ასაკის ახლახან გახდა. ბუნებრივია, იმაზე დიდი ბედნიერება და სიხარული, რაც შვილების აღზრდაზე ზრუნვაა, არ არსებობს, თუმცა ზოგჯერ დედასაც სჭირდება დასვენება და განტვირთვა. კინოსა და თეატრს რომ თავი დავანებოთ, იმის გამო, რომ ოჯახის ყველა წევრი სამსახურში იყო, პირადად მეც ძალიან ბევრჯერ მქონია შემთხვევა, როცა უახლოესი მეგობრის დაბადების დღეზე ვერ წავსულვარ, ვერც მათი შვილების ნათლობას დავსწრებივარ, ამ ერთი თვის წინ კი უახლოესი ნათესავის ქორწილში ვერ წავედი იმის გამო, რომ ბავშვებს ვერავის დავუტოვებდი. მართალია, სოლიდარობის ნიშნად, ქორწილში აღარც მეუღლე წავიდა, მაგრამ ეს ყველაფერი, ცოტა არ იყოს, მაინც გულდასაწყვეტია.
სწორედ აქედან გამომდინარე, გამიჩნდა იდეა, რომ აუცილებლად უნდა იყოს ჩვენს ქვეყანაშიც ისეთი მომსახურება, რომელიც მეუღლეებს, თუნდაც ძალიან იშვიათად, მაგრამ მაინც მისცემს საშუალებას, სასიამოვნო საღამო გაატარონ განმარტოებით ან მეგობრების გარემოცვაში.
მშობლები ინტერესდებიან, რამე ცენტრი არსებობს, სადაც ბავშვები უნდა მოგიყვანოთო? არა, ცენტრი არ გვაქვს, ჩვენ გვაქვს მომსახურება, რომელიც შემდეგს გულისხმობს: მშობელი გვირეკავს და ჩვენ თავად მივდივართ მასთან სახლში ყველა საჭირო ინვენტარით, რაც ბავშვის გართობას, გახალისებასა და დროის სასიამოვნოდ გატარებას სჭირდება. ამასთან, თითოეულ მშობელთან დავდებთ ინდივიდუალურ ხელშეკრულებას, რომელიც ყველანაირ შემდგომ გაუგებრობას აგვაცილებს თავიდან.

- ყველაფერი დადებითი ბავშვობასა და ბავშვებს უკავშირდებაო, თქვით და რას იგულისხმეთ?
- ჯერ ერთი, ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ და ძალიან ბევრი ბედნიერი წუთი უკავშირდება ბავშვობის წლებს. გარდა ამისა, 15 წელი საბავშვო ბაღში ვიმუშავე აღმზრდელად - საავტორო ბაღში, რომელიც მოგვიანებით „ბასტი ბუბუს“ ბაღი გახდა და დღეს ამ სახელითაა ცნობილი. სწორედ იქ გავიცანი მომავალი მეუღლე - მიხეილ სახვაძე, რომელმაც მამაკაცისთვის ცოტა არ იყოს, უცხო საქმიანობას კი მოჰკიდა ხელი, მაგრამ თითქმის 4 წელი ბავშვებზე ზუსტად ისე წარმატებითა და დიდი სიყვარულით ზრუნავდა, როგორც ჩვენ, ქალი პედაგოგები. რომ არა ეს სამსახური, საბავშვო ბაღი და ბავშვების მიმართ ორივეს განსაკუთრებული სიყვარული, ერთმანეთს ვერ გავიცნობდით.
მეუღლე ჟურნალისტია და ამ ეტაპზე გაზეთ „ალიაში“ მუშაობს, მე კი მინდა, ჩემი საქმიანობა კვლავ ბავშვებს მივუძღვნა - სხვა სფეროში თავი, უბრალოდ, ვერც წარმომიდგენია. ამასთან, ბავშვთა ფსიქოლოგიის მიმართულებით არაერთი ტრენინგი მაქვს გავლილი, პლუს 15-წლიანი გამოცდილება. დარწმუნებული ვარ, ამ ახალ საქმიანობას თავს გავართმევ. მთავარია, მშობლების ნდობა მოვიპოვოთ, რაც მესმის, იოლი ნამდვილად არ იქნება.

- ეს გამოწვევა ნამდვილად დაგიდგებათ, რადგან ძიძების მიმართ, ბევრი მიზეზის გამო, საკმაო უნდობლობა არსებობს.
- პირველ რიგში, ჩვენი საქმიანობა გამჭივრვალე იქნება და თითოეული მშობლის ინიციატივას, შენიშვნასა და რჩევას ზედმიწევნით გავითვალისწინებთ. გარდა ამისა, ძალიან ძლიერი გუნდი მყავს შერჩეული, ძალიან ძლიერი, საინტერესო და სანდო - თსუ-ს ფსიქოლოგიის ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტები, რომლებსაც ბავშვებთან მუშაობის დიდი გამოცდილება აქვთ, არიან ახალგაზრდები, ენერგიულები და ზუსტად იციან, როგორ მიუდგნენ თითოეულ ბავშვს.
ერთი რამ მინდა აღვნიშნო - ხშირად მსმენია ხოლმე, რომ ქართველი ახალგაზრდები, რომლებიც ევროპასა და ამერიკაში სწავლობენ, დამატებითი შემოსავლის მიღების მიზნით, ბავშვებთან მუშაობენ და ზუსტად ასე, რამდენიმე საათით იტოვებენ ხოლმე. თუკი შეიძლება, რომ ქართველ ახალგაზრდებს ევროპასა და ამერიკაში ანდონ შვილები, ჩვენ რა გვიშლის ხელს, რომ უნდობლობა გადავლახოთ?

- სულ ცოტა ხანია, რაც თქვენი მომსახურება გამოჩნდა. მშობლები უკვე დაინტერესდნენ?
- დაინტერესება ნამდვილად არის, აბსოლუტური უმრავლესობა სიხარულით ეხმიანება სიახლეს, თუმცა ყველას კითხვა ასეთია - რამდენად სანდოა? რამდენად სანდოები ვართ და ვიმსახურებთ თუ არა მათ ნდობას, ამას დრო თავად აჩვენებს და დარწმუნდებიან ჩვენი ძვირფასი დედიკოები, რომ აბსოლუტურად მშვიდად შეუძლიათ, გვენდონ. გარდა ამისა, დიდი დაინტერესება წამოვიდა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების მშობლებისგან, რაც, სიმართლე გითხრათ, მოულოდნელი იყო, არ ვიყავით ამისთვის მზად, თუმცა ახლა ეს საკითხიც განხილვის პროცესშია, მით უმეტეს, ამ მიმართულებითაც გვაქვს მუშაობის გამოცდილება.

- როგორ უნდა დაგიკავშირდნენ დაინტერესებული მშობლები და რა ღირს თქვენი მომსახურება?
- ოფიციალური გვერდი გვაქვს „ფეისბუკზე“ - „Little Hands“ , რომელზეც ჩვენი ყველანაირი აქტივობა დაიდება. ფასს რაც შეეხება, პირველი ერთი საათი 20 ლარი ღირს, ყოველი მომდევნო საათი - 10 ლარი, თუმცა ბუნებრივია, მუდმივი მომხმარებლებისთვის სასიამოვნო და საინტერესო შეთავაზებები გვექნება.

 

 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?