თეკლა ჯავახაძე: „მსახიობობა ჩვენს ქვეყანაში გულის წყვეტაა...“

მოზაიკა

8 ივნისი 18:00, 2017 წელი

„სერიალ „მზარეულების“ დასრულების შემდეგ რამდენიმე თვით ნიუ-იორკში ვიყავი, სადაც კინოაკადემიაში ვსწავლობდი. დავბრუნდი და თითქოს ყველაფერი გაჩერდა. ქასტინგებზე თვეში 3-4-ჯერ მაინც დავდიოდი. ახლა კი აღარაფერი ხდება და ამას მხოლოდ მე არ ვამბობ“, – 27 წლის მსახიობი თეკლა ჯავახაძე თავის სამსახიობო კარიერასა და პირად ცხოვრებაზე გვიყვება. 

თეკლა ჯავახაძე: საბედნიეროდ, მოზარდ მაყურებელთა თეატრში ისევ აქტიურად ვარ დაკავებული. გარდა ამისა, რეჟისორმა ნიკოლოზ საბაშვილმა ახალგაზრდა შემოქმედებითი გუნდი შეგვკრიბა და ერთობლივი ძალებით პირველ პროექტზე ვმუშაობთ. პროცესი ძალიან საინტერესოა და იმედი მაქვს, შედეგიც ასეთივე იქნება. „აბრეშუმის თეატრი“ - ასე ეწოდება ჩვენს ახალ თეატრს.


- ნიუ-იორკისკენ აღარ გაქვთ გეზი?
- როცა იქნება, ნიუ-იორკში აუცილებლად დავბრუნდები. პირველ წასვლაზე ნიუ-იორკში უკვე გადაღლილი ჩავედი. ბოლო ორი წელი გადაღებიდან გახმოვანებაზე გავრბოდი, იქიდან რეპეტიციაზე, მერე სპექტაკლზე და მივხვდი, რომ საარსებო რესურსი გამომეცალა. მეხსიერებაზე პრობლემები შემექმნა. წიგნს წავიკითხავდი და ერთ კვირაში აღარაფერი მახსოვდა. ნიუ-იორკში კარგად ვისწავლე, მაგრამ მივხვდი, რომ მეგობრებისა და საყვარელი ადამიანების გვერდში დგომა მჭირდებოდა. მოვძლიერდები და ისევ წავალ. 


- წლებია, რაც კარიერისთვის საცხოვრებლად ქუთაისიდან თბილისში გადმოხვედით. ამ ნაბიჯმა როგორ შეცვალა თქვენი ცხოვრება?
- ბავშვობიდან დამოუკიდებელი ვიყავი. დედაჩემმა ასე გამზარდა და ძალიან მომწონს. ყოველთვის ვიცოდი, რომ მარტო უნდა მეცხოვრა. სასწავლებლად ამერიკაში რომ უნდა წავსულიყავი, ესეც კი ბავშვობაში დავგეგმე. დღემდე უამრავი სირთულე გამოვიარე, მაგრამ ასე რომ არ ყოფილიყო, ვერც გავძლიერდებოდი და ვერც იქ ვიქნებოდი, სადაც დღეს ვარ. ქუთაისში დედ-მამას სკოლიდან თეატრში ვაკითხავდი. 5 წლიდან სცენაზე ვდგავარ. ჩემი სამოძრაო მონაკვეთი სკოლა, თეატრი და სახლი იყო. ახლა რომ ჩავდივარ ხოლმე, ყველაფერს ვაკვირდები და საკუთარ თავს ვეკითხები, ეს ადგილი რატომ არ ვიცოდი-მეთქი. თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტი რომ გავხდი, თბილისში, ჩემს ნათესავთან ერთად, ჯერ ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობდი, მერე დეიდასთან. მას შემდეგ უამრავი ბინა გამოვიცვალე. ჩაბარგება-გადაბარგება საკმაოდ რთული და დამღლელი პროცესია. თუმცა თეატრალურში კარგი სამეგობრო ჯგუფი შევიკარით. მათ შორის ჩემი მშობლების მეგობრების შვილებიც იყვნენ. ასეთი მეგობრული გარემო სირთულეების გადალახვაში ძალიან დამეხმარა.


- მშობლებს, მსახიობებს თენგიზ ჯავახაძესა და მარიკა სამანიშვილს, ყოველთვის უმხელთ, როდის რა გიჭირთ?
- როცა ჩემი ცხოვრების ახალი ეტაპი დაიწყო, ვიცოდი, რომ საკუთარ თავს უნდა მოვრეოდი. ვცდილობდი, არ მეთქვა ხოლმე, რა მიჭირდა. ფინანსური კრიზისიც ბევრჯერ მქონია. მიუხედავად იმისა, რომ დედაჩემი ყოველთვის გვერდით დამიდგება, მაინც მერიდებოდა მისთვის იმის თქმა, რომ ფინანსურად მიჭირდა. ასეთ დროს არაერთხელ უკითხავს, რამე ხომ არ გინდაო და არა-მეთქი, მიპასუხია, რადგან ვიცოდი, რომ მარიკასაც უჭირდა. ერთხანს იმდენს ვმუშაობდი, რომ მშობლებს იქით ვეხმარებოდი. ბოლო ერთი წელი კი ემოციურად ისე გადავიღალე, სულ მშობლებთან ყოფნა მინდოდა.


- თქვენი ძმა 11 წელია უცხოეთშია. ამ ხნის განმავლობაში ერთმანეთი არ გინახავთ?
- 2013 წელს ჩემი ძმა ერთი დღით ვნახე. ეს დღე სიზმარივით მახსოვს... ინგლისში სასწავლებლად რომ ვიყავი, ირლანდიაში მაშინ გადავფრინდი. ქალაქ სლაიგოსკენ გზა ავტობუსით გავაგრძელე. სადგურზე რომ გავჩერდი და ძმა დავინახე, რომელიც ჩემს პატარა ძმისშვილთან ერთად მელოდებოდა, ემოციისგან ავტობუსიდან ვერ ჩავდიოდი...


- როგორც მსახიობს, რაზე გწყდებათ გული?
- მსახიობობა ჩვენს ქვეყანაში უკვე გულის წყვეტაა, რადგან ხშირ შემთხვევაში შრომა შესაბამისი ანაზღაურებით არ გიფასდება. ამას მხოლოდ ჩემი თაობა არ აღნიშნავს. არ ვიცი, არსებობს თუ არა მსახიობი, რომელიც თავისი ღვაწლის სათანადო ანაზღაურებას იღებს. დიდ მსახიობებზე მაქვს საუბარი. მსახიობობა ყველა პროფესიას მოიცავს, ამით არის ის უნიკალური, საინტერესო და ამავე დროს ურთულესიც. იცით, ჭეშმარიტი შემოქმედი გულწრფელი ტაშისთვის თამაშობს, რომელიც მარტივად მოსაპოვებელი არ არის. მსახიობი ერთი ტაშისთვის ურთულეს გზას გადის და მისთვის მაყურებლის მოწონება და ტაში ყველაზე დიდი სიხარულია, თუმცა მარტო ამით ცხოვრება, რა თქმა უნდა, შეუძლებელია.


- რაზე ოცნებობთ?
- ჩემს ოცნებებზე ხმამაღლა ვერ ვისაუბრებ, მაგრამ გეტყვით იმას, რომ ოცნებაში ძალიან ძლიერი ვარ! არა მგონია, რომ ისეთ რამეზე ვოცნებობდე, რასაც ვერ მივაღწევ. მთავარი მონდომებაა. რაც კი დამიგეგმავს, ყველაფერი გამომსვლია.


- მსახიობ გიორგი მარშანიასთან რამდენიმეწლიანი რომანი გაკავშირებდათ. გასულ წელს დაშორდით. ხომ არაფერი შეიცვალა?
- ამ თემაზე საუბარი არ მსურს. მე და გიორგი ახლა ერთ თეატრში ვართ დაკავებულები. ერთ სცენაზე გვიწევს თამაში და ერთმანეთთან მეგობრული დამოკიდებულება გვაქვს.

ფოტოგრაფი: ალექსანდრე სხულუხია
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?