ჯგუფი Art face და სანდრო კურცხალიძის მხარდასაჭერი საღამო ,,კალიფსოში“

მოზაიკა

26 ივნისი 20:00, 2017 წელი

კლუბ ,,კალიფსოში“ „X ფაქტორის“ კონკურსანტ სანდრო კურცხალიძის მხარდასაჭერი საღამო საიმართა, სადაც იგი გულემატკივრების წინაშე ჯგუფ „Art face“-ის წევრთან, მომღერალ გიორგი პაპკიაურთან ერთად წარდგა, რომელიც, სხვათა შორის, ასევე „X ფაქტორის“ კონკურსანტის მაგდა ვასაძის მეუღლეა. 

გიორგი: მსმენელის წინაშე ქართული ჯაზისა და ბლუზის იმპროვიზაციის ნაზავით წარვდექით. ერთი რეპეტიციაც კი არ გაგვივლია. საბოლოო ჯამში, კარი საღამო გამოვიდა.
სანდრო: მიხარია, რომ გიორგი გავიცანი. ეს კი მისი მეუღლის მაგდა ვასაძის დამსახურებაა. ერთი საღამოს ჩატარებას ვგეგმავდით და გიორგის გაუჩნდა იდეა, რომ ეს ღონისძიება ჩემს მხარდასაჭერად გამართულიყო.


- თქვენი მუსიკალური გემოვნება რამდენად ემთხვევა ერთმანეთს?
გიორგი: ყველამ კარგად იცის, სანდრო „X ფაქტორში“ რასაც მღერის, მაგრამ გემოვნებით ის სრულიად სხვაგან არის. ბლუზს ძალიან გემოვნებიანად ასრულებს. ამ მხრივ გამიმართლა, რომ სანდრო გავიცანი.
სანდრო: „X ფაქტორში“ სრულიად სხვა ჟანრში წარმომადგინეს. ხალხმა სხვანაირი გამიცნო. არასდროს მიმღერია ის, რაც ნამდვილდ ჩემია და მეგონა ეს ყველაფერი ნელ-ნელა მავიწყდებოდა. გიორგი კი დამეხმარა, მემღერა ის, რაც ძალიან მენატრებოდა. უნიჭიერესი ბიჭია. ქართული ჯაზი უკვე მაგარი იდეაა. ახალია და იმდენად რთულია, ბევრი ვერც კიდებს ხელს. გიო ახერხებს იმას, რომ მსმენელი ჰყავდეს.


- გიორგი, Art face საღამოებს აქტიურად მართავ, თუმცა ფართო საზოგადოება არ გიცნობთ. რატომ?
- 4 წელი მუშაობის პროცესში ვიყავი. ახალი პროექტი მაქვს, რომლის განხორციელებასაც უახლოეს მომავალში ვგეგმავ. ამ პროექტით ფართო საზოგადოებაც გამიცნობს. 32 წლის გახლავართ და ისეთ ასაკში ვარ, შეცდომის დაშვების უფლება არ მაქვს.


- მუსიკალურ პროექტში მონაწილეობაზე არ გიფიქრიათ?
- არა, რადგან მე არ ვმღერი ქოვერებს. ვმღერი იმას, რასაც მე თვითონ ვქმნი. „X ფაქტორიდან“ მეც მივიღე შემოთავაზება, მაგრამ სწორედ ამის გამო ვთქვი უარი. ძალიან მაგარი მომღერლები გვყავს, თუმცა, სამწუხაროდ, თავისი არაფერი გააჩნიათ.
ძალიან რთულია, ქართული ბგერებო ჯაზში ისე აამღერო, რომ ინგლისური ინტონაცია არ იგრძნობდეს, რაც საკმაოდ ხშირია. რასაც ვქმნი, თანამედროვე ჟღერადობა აქვს. ერთხელ მოსმენის შემდეგ შეიძლება დაფიქრდეთ, მომწონს თუ არაო, მაგრამ მეორედ ჩემს საღამოზე აუცილებლად მოხვალთ. საქართველოში ასეთი სიდუხჭირის ფონზე ერთგული მსმენელი ერთი ბარიდან მეორეში რომ დაგყვება, ეს ძალიან დასაფასებელია.


- საზოგადოების ნაწილი როგორც მაგდა ვასაძის მეუღლეს, ისე გიცნობთ და არა როგორც მუსიკოსს. გამოდის, რომ ამ ეტაპზე მის ჩრდილქვეშ ხართ?
- ასე ნამდვილად არ არის. თუნდაც ასე იყოს, ეს მე არ მაკომპლექსებს, რადგან მაგდა მაგარი მომღერალია და საყვარელი ადამიანი თუ დამჩრდილავს, მაგას არაფერი სჯობს.

ფოტოგრაფი: ალექსანდრე სხულუხია
დღის ჰოროსკოპი

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
სილამაზე/ჯანმრთელობა

ჩვევები, რომლებიც ტვინს აზარმაცებს

ისევე, როგორც სხეულს, ტვინსაც სჭირდება ვარჯიში. და თუ გინდათ, ღრმა სიბერემდე შეინარჩუნოთ ნათელი გონება, უარი თქვით ქვემოთ ჩამოთვლილ მავნე ჩვევებზე:
დღის ჰოროსკოპი

25 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ცესკომ პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტურის ღონისძიებები განსაზღვრა

24 მაისს, კომისიაში გამართულ სხდომაზე, მეორე ტურის სავარაუდო თარიღად 9 ივნისი დასახელდა.  
კინო

საუკეთესო ფოტოები „სამეფო კარის თამაშების“ გადასაღები მოედნიდან

ლანისტერების მხიარული ოჯახი და მარტორქიანი მაისურები აბჯრის ნაცვლად...
დღის ჰოროსკოპი

24 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

მაკარონი ღვიძლით - დაუვიწყარი გემო

ვისაც ძალიან გიყვართ макароны по-флотски და არ მოგწონთ მასში ფარშის გემო, სცადეთ ღვიძლით. თუ საყვარელ სოუსსაც დაუმატებთ, ბოლო ლუკმამდე ვარ გაჩერდებით.
საკნატუნო ამბები

(+18) ქალის სხეული მთელი თავისი მშვენიერებით (20 ფოტო)

კესლერ ტრანი უფლებას აძლევს მოდელებს, თავისუფლად გამოხატონ საკუთარი გრძნობები. ქალის სხეულის სილამაზეს ადიდებს, რაც მის ნამუშევრებში უდავოდ ჩანს.
დღის ჰოროსკოპი

23 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

ცნობილი მამების სიმპათიური ვაჟები

წარმოგიდგენთ ყველაზე ნიჭიერი, მომხიბვლელი და ცნობილი მამების ძალიან სიმპათიურ ვაჟებს.
დღის ჰოროსკოპი

22 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ფისუნია, მანდ რა გინდა?! (10 ფოტო)

ნახეთ, ერთ დღესაც სად შეიძლება აღმოჩნდეს თქვენი ოთხფეხა მეგობარი. ჰოდა, პრევენციული ზომებიც მიიღეთ...