„გახდი პიას ჟურნალისტი“ - სააგენტო „პირWელის“ ახალი პროექტი დასაქმების შანსს გაძლევთ

მოზაიკა

26 ივნისი 17:15, 2017 წელი

როგორ უნდა გახდეს ნებისმიერი მოქალაქე PIA.GE–ს ჟურნალისტი და, ზოგადად, რა არის სამოქალაქო ჟურნალისტიკა? – ამ საკითხებზე საინფორმაციო სააგენტო „პირWელის“ მთავარი რედაქტორი მამუკა კუსიანი გვესაუბრება.

- ბატონო მამუკა, რას გულისხმობს თქვენი პროექტი „გახდი პიას ჟურნალისტი“ და საზოგადოების რომელი ჯგუფები არიან თქვენი პროექტის პოტენციური ბენეფიციარები?
- დღეს სერიოზული ცვლილებების მომსწრე ვართ მედიასივრცეში. სოციალური მედია კოლოსალურ ნაბიჯებს დგამს, მთლიანად ცვლის ინფორმაციის შინაარსის და ხელმისაწვდომობის ფორმებს. დღეს უკვე ნებისმიერი ადამიანი, ვისაც  ინტერნეტთან წვდომა აქვს, ერთდროულად არის ინფორმაციის გამავრცელებელიც და მიმღებიც. სმარტფონების მფლობელებს ყველა იარაღი აქვთ ხელთ, რათა მულტიმედიური პროდუქტი შექმნან.

-  მულტიმედიური პროდუქტის შექმნას, ალბათ, გარკვეული ცოდნა და გამოცდილებაც სჭირდება.
- სოციალური ქსელების მომხმარებლები ისედაც ქმნიან მულტიმედიურ პროდუქტებს - უგზავნიან მეგობრებს ფოტო და ვიდეომასალებს კონკრეტული ადგილიდან, სიტუაციიდან და ტექსტურადაც აღწერენ, თუ რა ხდება მათ ირგვლივ. სულ ეს არის. რა თქმა უნდა, ხარისხს აქვს მნიშვნელობა, თუმცა მათი უდიდესი ნაწილი ინფორმაციის მატარებელია.


- და რატომ უნდა გამოგზავნონ სააგენტო „პირWელში“, როდესაც ისინი ისედაც წარმატებით ავრცელებენ ამ ტიპის ინფორმაციას საკუთარ გვერდებსა და ჯგუფებში?
- ჩვენს ინტერნეტრესურსებს მრავალრიცხოვანი მომხმარებელი ჰყავს. ერთია, როდესაც ადამიანი თავის ჯგუფში აზიარებს ინფორმაციას, სადაც მას შეზღუდული რაოდენობის მომხმარებელი ხედავს და მეორეა – როდესაც მულტიმედიური პროდუქტი ვრცელდება უშუალოდ იმ რესურსებზე, სადაც მომხმარებელი საინტერესო ინფორმაციას ეძებს და ასეთი მომხმარებლების, იგივე ლაიქერების რაოდენობა 1 მილიონს აჭარბებს.


- რა სახის ინფორმაცია შეიძლება მოგაწოდონ „სამოქალაქო ჟურნალისტებმა“?
- აქ სრული თავისუფლებაა. ინფორმაცია შეიძლება ასახავდეს საგულისხმო ფაქტს ან მოვლენას, შეიძლება სასაცილო ამბავიც იყოს. მნიშვნელობა არ აქვს, რას აღწერს მომხმარებელი. მთავარია, საინტერესო იყოს და ეთიკის ნორმებს არ არღვევდეს. ჩვენ ყოველდღე ვაწყდებით ახალ ამბებს, რომლებიც შეიძლება არათუ იმ კონკრეტული უბნის, ქალაქის, სოფლის მოსახლეობისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის საინტერესო აღმოჩნდეს და ასეთი ამბები ყოველდღე, ყოველწამს ხდება ჩვენ გარშემო. პროფესიონალი ჟურნალისტები ფიზიკურად ვერ გაწვდებიან ყველა საინტერესო მოვლენას, რომლებიც საქართველოს ტერიტორიის ნებისმიერ კვადრატულ მეტრზე შეიძლება განვითარდეს.


- „პირWელი“ პირველია, ვინც მოსახლეობას სთავაზობს, გახდეს სამოქალაქო ჟურნალისტი. ტექნიკურად როგორ ხდება ასეთი მასალების მიღება და მათი განთავსება?
- ჩვენს ოფიციალურ ვებგვერდებსა და სოციალურ ქსელში გამოყოფილია ველი, სადაც განთავსდება ნებისმიერი თქვენგანის მიერ მომზადებული მულტიმედიური ინფორმაცია/ამბავი, რაც გულისხმობს როგორც ტექსტურ ნაწილს, ანუ მოვლენის სიტყვებით აღწერას, ასევე მოვლენის ადგილიდან ფოტომასალისა და ვიდეოკადრების მიწოდებას „პირWელის“ რედაქციისთვის (პრიორიტეტი ენიჭება ფოტო–ვიდეომასალას მოკლე ტექსტური აღწერილობით) ელექტრონულ მისამართზე  inbox@pia.ge
მოწოდებულ მასალაში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული მოვლენის ადგილი, დრო, გარემოება და სხვა მნიშვნელოვანი და საინტერესო მონაცემები.


- გარდა იმისა, რომ ფართო აუდიტორიას გააცნობენ თავს, სხვა რა ინტერესს სთავაზობთ ამ პროექტში მონაწილეებს?
– იმ ადამიანებს შორის, რომლებიც ხშირად და მეტნაკლებად ხარისხიანად შექმნიან მულტიმედიურ პროდუქტს, „პირWელის“ რედაქცია 2 გამარჯვებულს 1 სექტემბერს გამოავლენს. ისინი ჩვენი სააგენტოს თანამშრომლები გახდებიან და თავის კარიერას ჩვენს რესურსებზე გააგრძელებენ შესაბამისი ანაზღაურებით.

- მათ, ვისაც საერთოდ არ აქვთ ჟურნალისტური გამოცდილება, გაეწევათ თუ არა კონსულტაციები თქვენი მხრიდან?
- ჩვენ ვთავაზობთ მომხმარებლებს რეკომენდაციებს, რომლებიც მასალის საპასუხოდ გაეგზავნებათ. ასევე, მათი მხრიდან დაინტერესების შემთხვევაში, ნებისმიერი საკომუნიკაციო არხით მივცემთ რჩევებს ამა თუ იმ მოვლენის უკეთ აღსაწერად.


- როდის დაიწყო ეს პროექტი და უკვე არის თუ არა გამოხმაურებები?
- პროექტი, დაახლოებით, 1 თვეა, მუშაობს და უკვე ბევრი საინტერესო ინფორმაცია მივიღეთ მოქალაქეებისგან. მათ შორის გამოვყოფ სტატიას და ფოტორეპორტაჟს თბილისში, ბაკურიანის ქუჩაზე არსებული პრობლემების შესახებ. ყველაზე ემოციური კი ჩემთვის იყო ერთ–ერთი ფსიქიატრიული კლინიკის მიერ მოწოდებიული სიმღერა, რომელიც კლინიკის ბენეფიციარმა 25 წლის თებუმ და მისმა ფსიქიატრმა დუეტში ჩაწერეს.
ჩვენ მივყევით ამ თემას და თბილისის ერთ–ერთ ბარში სოლო საღამო მოვუწყეთ თებუს, სადაც მან, თავის ფსიქიატრთან ერთად, ერთ–ერთი კომპოზიცია შეასრულა. უკვე მიმდინარეობს ვიდეორგოლის მონტაჟიც, რომელიც 25 წლის რეპერს საჩუქრად გადაეცემა.
კიდევ არაერთი საინტერესო მასალა გვაქვს მიღებული და იმედია, მოქალაქე ჟურნალისტებისგან მომავალში გაცილებით საინტერესო და მნიშვნელოვანი ამბები მოგვივა.


– არსებობს რამე შეზღუდვები, რომელთა გათვალისწინებაც პროექტის ბენეფიციარებს ინფორმაციის მოწოდებისას მოუწევთ?
-  რედაქცია უფლებას იტოვებს, განსაზღვროს, რომელი ინფორმაცია უნდა განთავსდეს ვებგვერდსა და სოციალურ ქსელში და რომელი – არა. „პირWელის“ რედაქცია არ გამოაქვეყნებს მხოლოდ იმ ინფორმაციას, რომლის შინაარსი და გამოსახულება არღვევს ადამიანის ზოგად უფლებებს და თავისუფლებებს, ეთიკის და მორალის ნორმებს და სხვ. ასევე, თუ მოიცავს მოწოდებებს ძალადობისკენ, ტერორისტული საქმიანობის პროპაგანდას და სხვ.



 ქვემოთ გთავაზობთ პროექტში უკვე ჩართული მოქალაქეების მიერ გამოგზავნილ ვიდეო-ფოტომასალას:


 


დღის ჰოროსკოპი

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
სილამაზე/ჯანმრთელობა

ჩვევები, რომლებიც ტვინს აზარმაცებს

ისევე, როგორც სხეულს, ტვინსაც სჭირდება ვარჯიში. და თუ გინდათ, ღრმა სიბერემდე შეინარჩუნოთ ნათელი გონება, უარი თქვით ქვემოთ ჩამოთვლილ მავნე ჩვევებზე:
დღის ჰოროსკოპი

25 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ცესკომ პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტურის ღონისძიებები განსაზღვრა

24 მაისს, კომისიაში გამართულ სხდომაზე, მეორე ტურის სავარაუდო თარიღად 9 ივნისი დასახელდა.  
კინო

საუკეთესო ფოტოები „სამეფო კარის თამაშების“ გადასაღები მოედნიდან

ლანისტერების მხიარული ოჯახი და მარტორქიანი მაისურები აბჯრის ნაცვლად...
დღის ჰოროსკოპი

24 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

მაკარონი ღვიძლით - დაუვიწყარი გემო

ვისაც ძალიან გიყვართ макароны по-флотски და არ მოგწონთ მასში ფარშის გემო, სცადეთ ღვიძლით. თუ საყვარელ სოუსსაც დაუმატებთ, ბოლო ლუკმამდე ვარ გაჩერდებით.
საკნატუნო ამბები

(+18) ქალის სხეული მთელი თავისი მშვენიერებით (20 ფოტო)

კესლერ ტრანი უფლებას აძლევს მოდელებს, თავისუფლად გამოხატონ საკუთარი გრძნობები. ქალის სხეულის სილამაზეს ადიდებს, რაც მის ნამუშევრებში უდავოდ ჩანს.
დღის ჰოროსკოპი

23 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

ცნობილი მამების სიმპათიური ვაჟები

წარმოგიდგენთ ყველაზე ნიჭიერი, მომხიბვლელი და ცნობილი მამების ძალიან სიმპათიურ ვაჟებს.
დღის ჰოროსკოპი

22 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ფისუნია, მანდ რა გინდა?! (10 ფოტო)

ნახეთ, ერთ დღესაც სად შეიძლება აღმოჩნდეს თქვენი ოთხფეხა მეგობარი. ჰოდა, პრევენციული ზომებიც მიიღეთ...