ლევან გვაზავას „აჯანყება“ მოძრაობის თეატრში

მოზაიკა

6 ივლისი 18:00, 2017 წელი

კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრში ექსპერიმენტული პოპ-კონცერტი გაიმართა, რომლის ორგანიზატორი მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი და მომღერალი ლევან გვაზავა იყო. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ეკა დოლიძე, ირინა ბაირამაშვილი და მარიკო ლეჟავა. თუ რა იყო „აჯანყების“ მთავარი მესიჯი, ამის შესახებ Funtime-ს ლევან გვაზავა ესაუბრა.

ლევან გვაზავა: მოგეხსენებათ, ჩვენს რეალობაში მომღერლებისა და მუსიკოსების დიდი სურვილის მიუხედავად, გამართონ კონცერტები და ჩაწერონ ალბომი, მეგაპროექტში მონაწილეობის შემდეგ (და არამარტო) თითქმის ყველა აწყდება პრობლემებს, რის გამოც იძულებულები ხდებიან, მხოლოდ სოციალურ ქსელსა თუ ინტერნეტს დასჯერდნენ. ეს, დარწმუნებული ვარ, ყველა მუსიკოსის პროტესტს იწვევს. სწორედ ამ პროტესტის საფუძველზე გაჩნდა კონცერტის იდეა. კონცერტის სახელწოდება კი, UPRISING, რაც ქართულად აჯანყებას ნიშნავს, ამართლებს იდეას. თუმცა Up Ri SING სიტყვების თამაშია: რადგან კონცერტის მთავარი მოქმედება იმპროვიზებულ სახურავზე ხდება. UP RISE SING - შეიძლება, გაიშიფროს, როგორც „სიმღერა მაღლა სახურავზე“. ეს არის პროექტი, რომელიც არ შემოიფარგლება ერთი კონკრეტული კონცერტით. გვინდა, გავაგრძელოთ სხვადასხვა ლოკაციაში და, რაც მთავარია, ყურადღება მივიქციოთ.


- როგორ ფიქრობთ, რას შეცვლის თქვენი „აჯანყება“ შოუბიზნესში?
- შოუბიზნესში რაღაცის შეცვლას, არა მგონია, ერთი აჯანყება შველოდეს, თუმცა კონცერტი სწორედ იმ მესიჯს გზავნის, რომ ოდესმე ყველაფერი გამოსწორდება, თუკი ყველა საკუთარი თავით დაიწყებს. მთავრია სურვილი, მონდომება და ერთმანეთის მოსმენა.


- თქვენი მუსიკალური კარიერა საიდან დაიწყო?
- მუსიკალური პროექტის „ახალი ხმის“ ნახევარფინალისტი ვიყავი. წინა წელს ჩავწერე მინიალბომი LP „Promo Only“, რომელშიც 4 საავტორო სიმღერა შევიდა, თუმცა CD მცირე რაოდენობით გაიყიდა. ვმუშაობ ახალ სიმღერებზეც და ვეცდები, ხარისხიანი პროდუქტი წარმოვადგინო.


- მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობიც ხართ...
- თეატრში გავიზარდე. მამა მუსკომედიის თეატრის ყოფილი მსახიობია. ახლა კი რეზო გაბრიაძის თეატრში მუშაობს. მუსიკა ყოველთვის მიყვარდა, თუმცა ბავშვობის შემდეგ პირველად თეატრალურ ინსტიტუტში ჩაბარებისას ავმღერდი. დიდი სურვილი მაქვს, რაიმე მიუზიკლშიც ვითამაშო.


- ერთი პერიოდი სერიალ ჩცდ-შიც გამოჩნდით...
- დიახ - რეჟისორ ბერგმანას როლში. ჩემი პერსონაჟი ცოტნე ცოტაშვილს სარეკლამო კლიპებს უღებს.


- ოჯახზეც გვიამბეთ...
- ჩემი მეუღლე, ევგენია ქორიძე თეატრის გრიმიორია. გვყავს შვილი, 8 წლის ნუცა, რომელზეც ვაფანატებ. ხატავს, მღერის, ცეკვავს, უკრავს ფორტეპიანოზე და ჩემი დიდი გულშემატკივარია.

ფოტოგრაფი: ალექსანდრე სხულუხია
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?