ნესტან ჯიბლაძე: „ჩემს კარიერაში საინტერესო ეტაპი იწყება“

მოზაიკა

16 ოქტომბერი 20:00, 2017 წელი

პირველად მუსიკალურ პროექტ „ნუცას სკოლაში“ გამოჩნდა, 2009 წელს - „ვარსკვლავების აკადემიაში“. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, თუმცა დღეს ამბობს, რომ ამხელა პაუზა ღირდა. მომღერალი ნესტან ჯიბლაძე თავის პირად და მუსიკალურ ცხოვრებაზე გვიყვება.

- 2003 წელს, 15 წლის ასაკში, „ნუცას სკოლის“ მონაწილე და ნახევარფინალისტი ვიყავი. „იმედის ტალღაში“ ფინალისტი გახლდით. „ვარსკვლავების აკადემია“ არ დასრულებულა, რადგან ყველას ახსოვს, რომ შენობა, სადაც პროექტის მონაწილეები ვიყავით, ჩამოინგრა. ის აქტიური პერიოდი დაუვიწყარია ჩემთვის. სწორედ ამ დროს შევიძინე დიდი გამოცდილება - ვისწავლე კამერებთან მუშაობა, სცენაზე დგომა და კიდევ უამრავი რამ. გარეთ რომ გავდიოდი, თითქმის ყველა მცნობდა. ახლაც არის ხოლმე გამონაკლისი შემთხვევები, როცა ხალხი მცნობს და „ვარსკვლავების აკადემიისა“ თუ „ნუცას სკოლის“ პერიოდს მახსენებს.


- რა იყო დიდი პაუზის მიზეზი?
- „ვარსკვლავების აკადემიის“ შემდეგ ერთი წელი ყაზახეთში ვიყავი, სადაც ვმუშაობდი, ვმღეროდი. საქართველოში რომ დავბრუნდი, სიმღერა სხვადასხვა მიზეზების გამო შევწყვიტე, თუმცა საკუთარ თავზე ყოველთვის ვმუშაობდი და დღესაც ასეა. ვოკალის პედაგოგთან თამარ ლავრელაშვილთან ვმეცადინეობ. ერთი პერიოდი ვფიქრობდი, რომ საქართველოში კარიერაზე ზრუნვას აზრი არ ჰქონდა, რადგან ჩვენს ქვეყანაში შოუბიზნესი თითქმის არ არსებობს.


- თუმცა დღეს აქ ხართ?
- დიახ, ერთი წელია, რაც თბილისის მერიის ბიგ ბენდში ვმუშაობ. ახლახან ბულგარეთსა და სერბეთში ჯაზფესტივალზე ვიყავით მიწვეულები, სადაც საკმაოდ წარმატებული გამოსვლა გვქონდა. ჯერჯერობით ყველაფერი პოზიტიურად და მშვიდად მიდის. სოლო კარიერასთან დაკავშირებული გეგმებიც მაქვს. ჩემს კარიერაში საინტერესო ეტაპი იწყება.


- მაინც რას უნდა ელოდოს მსმენელი?
- ამაზე წინასწარ საუბარი არ მსურს, თუმცა ძალიან ნიჭიერ ხალხთან ვთანამშრომლობ. მყავს პროდიუსერი ზვიად შელია. ძალიან საინტერესო ახალგაზრდა ფოტოგრაფ გიორგი ფრიდონიშვილთანაც ვმუშაობ და მალე ახალ ფოტოსესიასაც დავგეგმავთ.


- დიდი პაუზის გამო გული არ გწყდებათ?
- არა, რადგან ეს ჩემი გადაწყვეტილება იყო და არაფერს ვნანობ. უფრო მეტსაც გეტყვით, ეს პაუზა ამად ღირდა.


- მუსიკალური ცხოვრების მიღმა რა ხდება?
- მყავს 10 წლის შვილი ანასტასია გოგოძე. სკოლაში ძალიან კარგად სწავლობს და კიდევ უკეთესად ხატავს.  გერმანიაში წასვლასა და საკუთარი გამოფენების მოწყობაზე ოცნებობს.



ფოტოგრაფი: გიორგი ფრიდონიშვილი

დღის ჰოროსკოპი

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
სილამაზე/ჯანმრთელობა

ჩვევები, რომლებიც ტვინს აზარმაცებს

ისევე, როგორც სხეულს, ტვინსაც სჭირდება ვარჯიში. და თუ გინდათ, ღრმა სიბერემდე შეინარჩუნოთ ნათელი გონება, უარი თქვით ქვემოთ ჩამოთვლილ მავნე ჩვევებზე:
დღის ჰოროსკოპი

25 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ცესკომ პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტურის ღონისძიებები განსაზღვრა

24 მაისს, კომისიაში გამართულ სხდომაზე, მეორე ტურის სავარაუდო თარიღად 9 ივნისი დასახელდა.  
კინო

საუკეთესო ფოტოები „სამეფო კარის თამაშების“ გადასაღები მოედნიდან

ლანისტერების მხიარული ოჯახი და მარტორქიანი მაისურები აბჯრის ნაცვლად...
დღის ჰოროსკოპი

24 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

მაკარონი ღვიძლით - დაუვიწყარი გემო

ვისაც ძალიან გიყვართ макароны по-флотски და არ მოგწონთ მასში ფარშის გემო, სცადეთ ღვიძლით. თუ საყვარელ სოუსსაც დაუმატებთ, ბოლო ლუკმამდე ვარ გაჩერდებით.
საკნატუნო ამბები

(+18) ქალის სხეული მთელი თავისი მშვენიერებით (20 ფოტო)

კესლერ ტრანი უფლებას აძლევს მოდელებს, თავისუფლად გამოხატონ საკუთარი გრძნობები. ქალის სხეულის სილამაზეს ადიდებს, რაც მის ნამუშევრებში უდავოდ ჩანს.
დღის ჰოროსკოპი

23 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

ცნობილი მამების სიმპათიური ვაჟები

წარმოგიდგენთ ყველაზე ნიჭიერი, მომხიბვლელი და ცნობილი მამების ძალიან სიმპათიურ ვაჟებს.
დღის ჰოროსკოპი

22 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ფისუნია, მანდ რა გინდა?! (10 ფოტო)

ნახეთ, ერთ დღესაც სად შეიძლება აღმოჩნდეს თქვენი ოთხფეხა მეგობარი. ჰოდა, პრევენციული ზომებიც მიიღეთ...