გიორგი სხულუხია: „დეიზის“ ყველაზე დიდ წარმატებად კომპანიის გუნდი მიმაჩნია!“

მოზაიკა

23 ოქტომბერი 18:00, 2017 წელი

სარეკლამო კომპანია „დეიზი“ 2003 წელს დაფუძნდა და დღეს საქართველოს სარეკლამო ბაზარზე თავისი ნიშა და საკმაო ავტორიტეტი აქვს მოპოვებული. „კონკურენცია 15-წლიანი უძილო ღამეების შედეგად დავძლიეთ“, - ამბობს „დეიზის“ დამფუძნებელი გიორგი სხულუხია, რომელიც Funtime-ს საკუთარი საქმის წარმატებაზე უყვება.  

- 1999-2000 წლებში ამერიკაში ვცხოვრობდი, სადაც სარეკლამო კომპანიაშიც მომიწია მუშაობა და ამ სფეროში გარკვეული გამოცდილება მივიღე. საქართველოში რომ დავბრუნდი, „დეიზი“ დავაფუძნე. თავიდან ფოტო-ვიდეოგადაღებით დავიწყეთ, რასაც ნელ-ნელა პოლიგრაფია და გარე რეკლამის სერვისები დაემატა. 2004 წელს პირველი ქართული სახალხო კინოფესტივალი - „მზე“ ჩატარდა, რომელშიც 330-მდე ფილმი მონაწილეობდა და სხვადასხვა ნომინაციაში 10 ფილმი გამოვლინდა. ინტერაქტივით გამარჯვებული იყო ჩემი და ფოტოგრაფ ალექსანდრე სხულუხიას ფილმი, სახელწოდებით „არასოდეს ცხოვრებაში“.


- საწყის ეტაპზე რა იყო ყველაზე რთული?
- ყველაზე დიდი სირთულე ნულოვანი ინვესტიციით ბიზნესის წამოწყება იყო. თავიდან კომპიუტერიც არ გვქონდა. ვიდეოგადაღებაზე პირველი შეკვეთა რომ მივიღეთ, აპარატურაც არ გაგვაჩნდა. კონსიგნაციით შევიძინეთ და საქმეს შევუდექით.


- საქართველოში ბევრი სარეკლამო კომპანიაა. კონკურენცია როგორ დაძლიეთ?
- კონკურენცია 15-წლიანი უძილო ღამეების შედეგად დავძლიეთ. არანორმალური გრაფიკი მაქვს! დღის განმავლობაში შეხვედრებით ვარ დაკავებული. პოლიგრაფიული მასალები თუ დანადგარები ჩინეთიდან შემოგვაქვს და მათთან მოლაპარაკებისთვის ღამის 4 საათის შესრულებას ველოდები, როცა ჩინეთში თენდება. 15 წელია, ასე გრძელდება. დღეს კომპანიას 40 დანადგარი აქვს და 30 თანამშრომელი ჰყავს. 


- რა გამოარჩევს „დეიზის“ სხვა სარეკლამო კომპანიებისგან?
- ჩვენ ძალიან მაღალ ხელფასს ვიხდით. კომპანიის ბრუნვა და თანამშრომლების ანაზღაურება რომ შეადაროთ, ამას თქვენც ნათლად დაინახავთ. მთავარი კარგი კადრის აყვანა კი არა, მისი შენარჩუნებაა. ბონუსსისტემებიც გვაქვს. საქართველოს სტატისტიკის მონაცემებით, სახელფასო სისტემა ისე გვაქვს მოწესრიგებული, რომ ამისთვის მეოთხე ადგილი მოგვანიჭეს და ჯილდოც გადმოგვცეს. „დეიზის“ ყველაზე დიდ წარმატებად ის გუნდი მიმაჩნია, რომელიც წლების განმავლობაში მომყვება. ყველამ თავისი საქმე იცის და კომპანია საათივით მუშაობს. „დეიზი“ „საერთაშორისო სავაჭრო პალატა - საქართველოს“ სპონსორი და საკონსულტაციო ბორდის წევრია.


- ასეთი ძლიერი გუნდის შენარჩუნება მხოლოდ კარგი ანაზღაურებით შეძელით?
- ბრძოლისუნარიანი ვარ და ჩემს საქმიანობაში ეს პიროვნული თვისებაც დიდ როლს თამაშობს. მიუხედავად იმისა, რომ თანამშრომლები ოჯახის წევრებივით მყავს, მათგან მკაცრად ვითხოვ დისციპლინას, რაც საქმის წარმატებისთვის საჭიროდ მიმაჩნია.


- რა არის კომპანიის ყველაზე ძლიერი მხარე?
- ეს ფართო ფორმატიანი ბეჭდვაა. თბილისის ცენტრალურ უბანში, სადაც სათავო ოფისია განთავსებული, სტამბა და გარე რეკლამის საწარმო გვაქვს. კომპანია ისეთი დანადგარებით არის აღჭურვილი, რომ ვბეჭდავთ ნებისმიერ ზედაპირზე, რაც ჩვენი დიდი პლუსია. 3D ფორმატით სატელევიზიო სარეკლამო რგოლებსაც ვამზადებთ და განთავსებაზეც ვზრუნავთ. ბოლო 3 წელიწადში ნაყიდი გვქონდა ისეთი პროექტები, როგორიც არის „იქს ფაქტორი“ და „ნიჭიერი“. 


- რა გეგმები აქვს კომპანიას“?
- სამომავლო გეგმები დეტალურად გვაქვს გაწერილი. ჩვენი მთავარი პრიორიტეტი კი ზრდა-განვითარებაა, მათ შორის - მუდმივი ზრუნვა დანადგარების განახლებაზე.

ფოტოგრაფი: ალექსანდრე სხულუხია
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?