ლიზა კალანდაძე: „ყველაზე მეტად ნატო მეტონიძის კომპლიმენტი გამიხარდა“

მოზაიკა

1 ნოემბერი 20:00, 2017 წელი

ნატო მეტონიძე, ლევან წულაძე, რობი კუხიანიძე და ნინა სუბლატი - ასეთი სოლიდური ჟიური ჰყავს ახალ მუსიკალურ პროექტს „ჩვენ ვარსკვლავები ვართ“. მათი გამორჩეული მოწონება დაიმსახურა 16 წლის კონკურსანტმა ლიზა კალანდაძემ. მან დავით თორაძის სიმღერის „ქარი კვლავ არხევს“ შესრულებისთვის ნატო მეტონიძისგან დიდი კომპლიმენტიც მიიღო. სხვა დანარჩენზე Funtime-თან ლიზა თავად საუბრობს.

ლიზა კალანდაძე: გასული წლის „X ფაქტორის“ მონაწილე ვარ. კონტრაქტის მიხედვით, ერთი წელი სხვა მუსიკალურ პროექტში არ უნდა მიმეღო მონაწილეობა, ამიტომ ახალი მუსიკალური კონკურსის პრექასტინგზე ძალიან უიმედოდ მივედი, მაგრამ საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ შერჩეულ 10 კონკურსანტს შორის მოვხვდი, რისი მოლოდინიც საერთოდ არ მქონია.


- ამას მხოლოდ „X ფაქტორთან“ დადებული კონტრაქტის გამო ფიქრობდით თუ სხვა მიზეზიც იყო?
- ქასტინგზე საკმაოდ ძლიერი ნაკადი მოვიდა. როცა ათეულში აღმოვჩნდი, ძალიან ვინერვიულე, რადგან მივხვდი, რამხელა პასუხისმგებლობა ავიღე საკუთარ თავზე.


- საკმაოდ რთული სიმღერაც შეასრულეთ...
- კონკურსის დაწყებამდე 10 დღე იყო დარჩენილი, როცა გავიგე, რომ ეს სიმღერა უნდა შემესრულებინა. ქართულ სიმღერას დიდი სიფრთხილით მოკიდება სჭირდება და ამიტომ ძალიან ვნერვიულობდი. არ ვიცოდი, ორიგინალი ვერსია შემესრულებინა თუ ჩემი ინტერპრეტაციაც შემეტანა. პროექტის პედაგოგები თუ კონკურსანტები სულ ჩემს დამშვიდებაში იყვნენ.


- თუმცა სცენაზე არაფერი გეტყობოდათ...
- კი, ასეა, რადგან კონკურსის დღეს ყველაფერი სხვაგვარად მოხდა... რაც მთავარია, ჩემი სიმღერით მე თვითონაც ვისიამოვნე. ჟიურის ყველა წევრისგან კარგი შეფასება მივიღე. ყველაზე მეტად ნატო მეტონიძის კომპლიმენტი გამიხარდა, რომელმაც მითხრა, ამ სიმღერის შესრულების მე მეშინია და შენ რომ შეეჭიდე, კარგად გამოგივიდაო.


- მომდევნო კონცერტიდან მაყურებელი კონკურსანტებს sms-ებით მისცემს ხმას. რა მოლოდინი გაქვთ?
- სხვათა შორის, ეს სტიმულს მაძლევს, რომ მომდევნო ტურისთვის უფრო კარგად მოვემზადო.


- რა ასაკიდან მღერით?
- 7 წლის ვიყავი, როცა ჩემს ტყუპისცალ ნიკისთან ერთად, სიმღერის მასწავლებელთან დავიწყე სიარული. ხმა კი არა, სმენაც არ გვქონდა, თუმცა იმდენად დიდი იყო სურვილი, რომ ყველაფერი შევძელით. სულ რაღაც ორი წელია, რაც ნორმალურად სიმღერა შეგვიძლია. ჩემი და ამბობს, რომ კონკურსებისთვის მზად არ არის და ასპარეზს მე მითმობს.


- სხვა რა გატაცებები გაქვთ?
- ფოტოგრაფია და ხატვა მიყვარს, თუმცა სამომავლოდ კოსერვატორიაში ჩაბარებას ვგეგმავ.

ფოტოგრაფი: ალექსანდრე სხულუხია
დღის ჰოროსკოპი

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
სილამაზე/ჯანმრთელობა

ჩვევები, რომლებიც ტვინს აზარმაცებს

ისევე, როგორც სხეულს, ტვინსაც სჭირდება ვარჯიში. და თუ გინდათ, ღრმა სიბერემდე შეინარჩუნოთ ნათელი გონება, უარი თქვით ქვემოთ ჩამოთვლილ მავნე ჩვევებზე:
დღის ჰოროსკოპი

25 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ცესკომ პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტურის ღონისძიებები განსაზღვრა

24 მაისს, კომისიაში გამართულ სხდომაზე, მეორე ტურის სავარაუდო თარიღად 9 ივნისი დასახელდა.  
კინო

საუკეთესო ფოტოები „სამეფო კარის თამაშების“ გადასაღები მოედნიდან

ლანისტერების მხიარული ოჯახი და მარტორქიანი მაისურები აბჯრის ნაცვლად...
დღის ჰოროსკოპი

24 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

მაკარონი ღვიძლით - დაუვიწყარი გემო

ვისაც ძალიან გიყვართ макароны по-флотски და არ მოგწონთ მასში ფარშის გემო, სცადეთ ღვიძლით. თუ საყვარელ სოუსსაც დაუმატებთ, ბოლო ლუკმამდე ვარ გაჩერდებით.
საკნატუნო ამბები

(+18) ქალის სხეული მთელი თავისი მშვენიერებით (20 ფოტო)

კესლერ ტრანი უფლებას აძლევს მოდელებს, თავისუფლად გამოხატონ საკუთარი გრძნობები. ქალის სხეულის სილამაზეს ადიდებს, რაც მის ნამუშევრებში უდავოდ ჩანს.
დღის ჰოროსკოპი

23 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

ცნობილი მამების სიმპათიური ვაჟები

წარმოგიდგენთ ყველაზე ნიჭიერი, მომხიბვლელი და ცნობილი მამების ძალიან სიმპათიურ ვაჟებს.
დღის ჰოროსკოპი

22 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ფისუნია, მანდ რა გინდა?! (10 ფოტო)

ნახეთ, ერთ დღესაც სად შეიძლება აღმოჩნდეს თქვენი ოთხფეხა მეგობარი. ჰოდა, პრევენციული ზომებიც მიიღეთ...