ჟურნალისტებმა Toyota Land Cruiser Prado-ს ახალი მოდელი დატესტეს

მოზაიკა

10 ნოემბერი 14:30, 2017 წელი

7 ნოემბერს შატო მუხრანში კომპანია „ტოიოტა კავკასიამ“ ჟურნალისტებისთვის თავისი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ავტომობილის, 2018 წლის განახლებული Toyota Land Cruiser Prado-ს ტესტ-დრაივი გამართა, რომელსაც წინ პრეზენტაცია უძღოდა. 

ტოიოტა კავკასიის პრეზიდენტმა - მიცურუ კონიშიმ, ტოიოტას ოფიციალური დილერების შესყიდვებისა და გაყიდვების ხელმძღვანელებმა ნინო გაგუამ და გიორგი კობახიძემ, პროდუქტის სპეციალისტმა, გაგა კოხრეიძემ და  ჟურნალ Auto bild - ის მთავარმა რედაქტორმა შალვა ბუაჩიძემ ახალი მოდელის უპირატესობებზე ისაუბრეს.
იმისთვის, რომ Toyota-ს გულშემატკივრებისთვის ცოცხალი შთაბეჭდილებები გადაგვეცა, სატესტო ავტომობილების საჭეს, თავად ჟურნალისტები მივუსხედით.

Toyota Land Cruiser Prado თავის სეგმენტში ყველა დროის ერთ-ერთი უნიკალური მოდელია. ამიტომ თუ გეტყვით, რომ განახლებული Toyota Prado კიდევ უფრო სხვა განზომილებაა, ვერავის გაგაკვირვებთ. მულტირელიეფის სელექციისა და ცოცვის რეჟიმი, ქვედა რელიეფის ხედვის კამერა - ეს იმ ფუნქციების არასრული ჩამონათვალია, რომელიც Toyota-ს ახალი მოდელის მომავალ მძღოლებს კიდევ უფრო მეტ სიამოვნებას მიანიჭებს და განსაკუთრებულ კომფორტს შეუქმნის.


სანამ ახალ Prado-ს თავად გამოვცდიდი, შთაბეჭდილებები ჟურნალისტმა ლაშა ბერულავამ გამიზიარა:
„Prado მსოფლიოში პოპულარული ავტომობილია. დიდი მოცულობის სალონი კიდევ უფრო საინტერესოა. ყველაზე მეტად რაც მომეწონა, ეს ცოცვის რეჟიმია. Toyota-მ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ საუკეთესოთა შორის საუკეთესო მარკაა. პრეზენტაციაც ძალიან საინტერესოდ იყო ორგანიზებული.“


Toyota-ს უახლესი მოდელის გამოცდის მსურველ ჟურნალისტებს კომპანიის წარმომადგენლები გვეხმარებოდნენ.
სატესტო ავტომობილი ტოიოტა კავკასიის პროდუქტის სპეციალისტის გაგა კოხრეიძის მითითებებით დავძარი. შთაბეჭდილებები თუ ემოცია ავტომობილის დაძვრისთანავე იგრძნობა.
20 წუთიანი ტესტ-დრაივის შემდეგ კიდევ უფრო მეტად დავრწმუნდი იმაში, რომ Toyota მსოფლიო მარკაა.

„ჟურნალისტები საკმაოდ თამამი მძღოლები აღმოჩნდით. ყველა თქვენგანი მალევე მიხვდით, რა შეუძლია ამ მარკას და მით უმეტეს ახალ მოდელს. 2018 წლის Prado წინამორბედისგან ახალი ოფციებით განსხვავდება. ცოცვის რეჟიმის გარდა მულტირელიეფის სელექციის რეჟიმიც დაემატა, რომელიც ნებისმიერ მძღოლს საშუალებას აძლევს თავი პროფესიონალ ოფროუდერად იგრძნოს. თოვლში, ქვიშაში, ტალახსა თუ სხვა რთულ პირობებში Toyota-ს ახალი მოდელისთვის, მისი წინამორბედების მსგავსად, დაბრკოლება არ არსებობს. ვიდეო-კამერა გაძლევთ საშუალებას, აკონტროლოთ ყველაფერი არამხოლოდ თქვენ ირგვლივ, არამედ უკვე ქვედა რელიეფის დანახვის შესაძლებლობაც გეძლევათ,“ - აღნიშნა გაგამ, სანამ უახლეს მოდელს ვტესტავდით.


დაინტერესების შემთხვევაში, ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია  Toyota-ს ოფიციალურ ცენტრებს მიმართოს - ტოიოტა ცენტრ თბილისსა და ტოიოტა ცენტრ თეგეტას.


ახალი მოდელის უპირატესობებზე ჟურნალ Auto bild - ის მთავარმა რედაქტორმა, შალვა ბუაჩიძემაც გვიამბო: „შეიცვალა ის, რომ  Toyota Land Cruiser Prado-ს დიზაინი კიდევ უფრო დაიხვეწა. წინა მხარე განსაკუთრებულადაა შეცვლილი და, ჩემი აზრით, აგრესიული დიზანითაა გამორჩეული. ცოტა Land Cruiser 200-თანაა მიახლოებული, რაც Prado-ს ახალი მოდელის მფლობელებში აღფრთოვანებას გამოიწვევს.
უკანა მხარე უფრო დახვეწილია. ინტერიერში კიდევ უფრო ხარისხიანი მასალაა გამოყენებული, მდიდრულად და თანამედროვედაა მოწყობილი. რაც მთავარია, ახალი მოდელი ტექნიკურად კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე ავიდა. მძიმე უგზოობის ახალი რეჟიმები აქვს დამატებული, რაც მძღოლს მიუვალ ადგილებში გადაადგილებას კიდევ უფრო გაუადვილებს“.


შთამბეჭდავი დღის  ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი იყო ირაკლი ბიგვავას ხელმძღვანელობით იაპონური დადგმისა და საკარნავალო მსვლელობის პერფორმანსი ქუჩის თეატრისგან და ბენდი Yellow-ს გამოსვლა. 


საღამოს დასასრულს ჟურნალისტებსა და კომპანია „ტოიოტა კავკასიას“ წარმომადგენლებს შატო მუხრანის რესტორანმა და ბენდმა გვიმასპინძლა.

კულინარია

ქაშაყი კეფირისა და მდოგვის სოუსით - სცადეთ, არ ინანებთ

ერთი შეხედვით, ამ ყოვლად შეუთავსებელი ინგრედიენტებით უგემრიელესი კერძი გამოდის.
დღის ჰოროსკოპი

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
სილამაზე/ჯანმრთელობა

ჩვევები, რომლებიც ტვინს აზარმაცებს

ისევე, როგორც სხეულს, ტვინსაც სჭირდება ვარჯიში. და თუ გინდათ, ღრმა სიბერემდე შეინარჩუნოთ ნათელი გონება, უარი თქვით ქვემოთ ჩამოთვლილ მავნე ჩვევებზე:
დღის ჰოროსკოპი

25 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ცესკომ პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტურის ღონისძიებები განსაზღვრა

24 მაისს, კომისიაში გამართულ სხდომაზე, მეორე ტურის სავარაუდო თარიღად 9 ივნისი დასახელდა.  
კინო

საუკეთესო ფოტოები „სამეფო კარის თამაშების“ გადასაღები მოედნიდან

ლანისტერების მხიარული ოჯახი და მარტორქიანი მაისურები აბჯრის ნაცვლად...
დღის ჰოროსკოპი

24 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

მაკარონი ღვიძლით - დაუვიწყარი გემო

ვისაც ძალიან გიყვართ макароны по-флотски და არ მოგწონთ მასში ფარშის გემო, სცადეთ ღვიძლით. თუ საყვარელ სოუსსაც დაუმატებთ, ბოლო ლუკმამდე ვარ გაჩერდებით.
საკნატუნო ამბები

(+18) ქალის სხეული მთელი თავისი მშვენიერებით (20 ფოტო)

კესლერ ტრანი უფლებას აძლევს მოდელებს, თავისუფლად გამოხატონ საკუთარი გრძნობები. ქალის სხეულის სილამაზეს ადიდებს, რაც მის ნამუშევრებში უდავოდ ჩანს.
დღის ჰოროსკოპი

23 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

ცნობილი მამების სიმპათიური ვაჟები

წარმოგიდგენთ ყველაზე ნიჭიერი, მომხიბვლელი და ცნობილი მამების ძალიან სიმპათიურ ვაჟებს.
დღის ჰოროსკოპი

22 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?