უპრეცედენტო შეთავაზება Move club-ისგან და სამაგალითო შედეგები

მოზაიკა

22 ნოემბერი 17:30, 2017 წელი

„ჩვენი დარბაზის ცნობადობა ზაფხულის შემდეგ საგრძნობლად გაიზარდა და კმაყოფილი მომხმარებლის რიცხვიც საკმაოდ დიდია. თანამშრომლები ძალისხმევას არ ზოგავენ და კლუბის წევრების ფიზიკურ განვითარებაზე არიან ორიენტირებულები”, - აღნიშნავს Move club-ის მენეჯერი გიორგი მარღიშვილი და კლუბის უპირატესობებზე გვიყვება. 

- მომხმარებელს აქციებს რა სიხშირით სთავაზობთ?
- Move club-ის დაარსებიდან დღემდე აქციის ფარგლებში ერთ-ერთი საუკეთესო შეთავაზება გვაქვს. მომხმარებელს ნებისმიერ ერთთვიან პაკეტს - 20%-იანი ფასდაკლებით, კლუბის წევრობის ბარათებს კი საჩუქრად გადავცემთ. ამ ფასდაკლების მიღება კი გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 23 ნოემბრამდე ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ვფიქრობ, ასეთი აქციები ვარჯიშის მსურველებს კიდევ უფრო მეტად წაახალისებს. არ გამოვრიცხავ მომხმარებლის მოთხოვნით, აღნიშნულმა შეთავაზებამ თვის ბოლომდეც გასტანოს, რადგან ამ პერიოდისთვის დაინტერესება საკმაოდ მაღალია.


- Move club-ის უპირატესობად რა მიგაჩნიათ?
- გარდა იმისა, რომ დარბაზში მომხმარებლისთვის ყველა საჭირო პირობაა შექმნილი, Move club-ის უპირატესობა ჩვენი სტაფიც არის. ჩვენი ტრენერები მხოლოდ ფიზიკურ მომზადებასა და სხეულის დახვეწაზე არ ფიქრობენ. ისინი მომხმარებელს მორალურადაც გვერდით უდგანან. Move Club-ში შშმ პირებიც ვარჯიშობენ, რომლებსაც სწორად ვარჯიშისკენ მიმართულებას ჩვენი ტრენერები აძლევენ. აუტიზმის სინდრომის მქონე ადამიანებს კარგი შედეგი აქვთ, რადგან ასეთი მეგობრული და თბილი გარემო მათზე დადებითად მოქმედებს და ურთიერთობაში ადვილად შედიან.


- ტრენერებზე რას გვეტყვით?
- Move club-ის ტრენერები პროფესიონალიზმით არიან გამორჩეულები. მომხმარებელს მიზნის მიღწევაში ეხმარებიან და სასურველი შედეგებიც არ აყოვნებს. სწორი მიმართულების მიცემა ერთია, მაგრამ რამდენად მოტივირებულს ხდი მომხმარებელს, ამაზე ძალიან ბევრია დამოკიდებული, რაც ჩვენს ტრენერებს კარგად გამოსდით. კვებასთან დაკავშირებულ სწორ რჩევებსაც აძლევენ და მითითებების შესრულებაში მორალურად ეხმარებიან.


- პერსონალურ ტრენერს მომხმარებელი რა შემთხვევაში მიმართავს?
- არსებობენ მომხმარებლები, რომლებსაც სასურველ მიზნამდე მისაღწევად პერსონალური ტრენერი და მისი მეთვალყურეობა აუცილებლად სჭირდებათ. განსაკუთრებით მაშინ, როცა საკუთარ თავზე ბევრი აქვთ სამუშაო.


საუბარს Move club-ის ტრენერი, ირაკლი ოთინაშვილი და მსახიობი გიორგი გაგლოევი შემოუერთდნენ.
ირაკლი ოთინაშვილი: Move club-ში, ჩემთან ერთად, კიდევ ორი ფიტნესინსტრუქტორი და ჯგუფური აქტივობების ოთხი ტრენერი მუშაობს. თითოეული ჩვენგანი მომხმარებელს მითითებებს ვაძლევთ და სხეულის სწორად განვითარებაში ვეხმარებით. ვარჯიშის მსურველებს პერსონალურადაც ვამზადებთ. ერთ-ერთი მათგანი მსახიობი გიორგი გაგლოევია, რომელმაც რამდენიმე თვეში საოცარი შედეგი აჩვენა.


- გიორგი გაგლოევი Move club-ში რომ მოვიდა, როგორ გამოიყურებოდა?
- გიორგი Move club-ში მოსვლის მომენტში 80 კგ-ს იწონიდა. როცა ჩავიბარე, ტიპური ქართველი, ღიპიანი მამაკაცი იყო. პირველ რიგში, წონაში დაკლება სჭირდებოდა. სიმართლე გითხრათ, ჩემს მითითებებს გიორგი ასე თუ გაითვალისწინებდა, არ მეგონა, რადგან თავიდან ძალიან ზარმაცობდა. ორ თვეში კი, როცა მიზანთან მიახლოება დაიწყო და 15 კილო დაიკლო, სტიმული მიეცა. 


- გიორგი, ვარჯიშის პერიოდში რაზე მოგიწიათ უარის თქმა?
- თავიდან წონაში ვერ ვიკლებდი და ირაკლიმ მითხრა, რომ მხოლოდ სირბილით ვერ გავხდებოდი. აღმოჩნდა, რომ კვებისთვისაც უნდა მიმეხედა. ცომეული, ტკბილეული და ალკოჰოლი ამიკრძალა. მითხრა, რომ ბევრი სითხე უნდა მიმეღო, რასაც ხშირად ალკოჰოლური სასმელის სახით ვიღებდი. მოგეხსენებათ, სმა-ჭამისა და ღამის ცხოვრების მოყვარული ვარ, თუმცა ბოლოს ისე მოხდა, რომ ყველაფერზე დავთანხმდი. სამ თვეში 15 კგ დავიკელი. სოციალურ ქსელში უცხო ადამიანებიც მწერდნენ და მეკითხებოდნენ, როგორ დავიკელი წონაში. სულ სხვანაირი გაგლო დავინახეთო, ყველა აღნიშნავდა. ერთ-ერთმა კომპანიამ სარეკლამო ფოტოსესიაც მომიწყო. ირაკლის დამსახურებით შევძელი, რომ კარგად გამოვიყურებოდე. თანამშრომლობის გარდა, ძალიან დავმეგობრდით და სავარჯიშოდ ყოველდღე სიამოვნებით დავდივარ. Move club-ში ისეთი მეგობრული გარემოა, სხვაგვარად არც გამოვიდოდა.


 


- ირაკლი, Move club-ს ძირითადად რა პრობლემებით აკითხავენ?
- Move club-ში ჭარბი წონის მოსაშორებლად ბევრი მომხმარებელი დადის, თუმცა სატრენაჟორო დარბაზებს მხოლოდ გასახდომად კი არა, სხეულის ფორმების დასახვეწად და გასალამაზებლადაც აკითხავენ. ისინიც აგრძელებენ ვარჯიშს, ვინც ჩვენთან უკვე მიიღეს სასურველი შედეგი, რადგან ეს მათი ცხოვრების წესად იქცა. გოგონების უმრავლესობა ყურადღებას საჯდომს, ფეხებსა და მუცლის პრესს უთმობს. ბიჭებისთვის კი მნიშვნელოვანი წელს ზემოთ სხეულის კუნთების განვითარებაა. ვინც მომყვება და ჩემს რჩევებს ითვალისწინებს, კარგი შედეგიც აქვს.

ფოტოგრაფი: ალექსანდრე სხულუხია
დღის ჰოროსკოპი

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
სილამაზე/ჯანმრთელობა

ჩვევები, რომლებიც ტვინს აზარმაცებს

ისევე, როგორც სხეულს, ტვინსაც სჭირდება ვარჯიში. და თუ გინდათ, ღრმა სიბერემდე შეინარჩუნოთ ნათელი გონება, უარი თქვით ქვემოთ ჩამოთვლილ მავნე ჩვევებზე:
დღის ჰოროსკოპი

25 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ცესკომ პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტურის ღონისძიებები განსაზღვრა

24 მაისს, კომისიაში გამართულ სხდომაზე, მეორე ტურის სავარაუდო თარიღად 9 ივნისი დასახელდა.  
კინო

საუკეთესო ფოტოები „სამეფო კარის თამაშების“ გადასაღები მოედნიდან

ლანისტერების მხიარული ოჯახი და მარტორქიანი მაისურები აბჯრის ნაცვლად...
დღის ჰოროსკოპი

24 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

მაკარონი ღვიძლით - დაუვიწყარი გემო

ვისაც ძალიან გიყვართ макароны по-флотски და არ მოგწონთ მასში ფარშის გემო, სცადეთ ღვიძლით. თუ საყვარელ სოუსსაც დაუმატებთ, ბოლო ლუკმამდე ვარ გაჩერდებით.
საკნატუნო ამბები

(+18) ქალის სხეული მთელი თავისი მშვენიერებით (20 ფოტო)

კესლერ ტრანი უფლებას აძლევს მოდელებს, თავისუფლად გამოხატონ საკუთარი გრძნობები. ქალის სხეულის სილამაზეს ადიდებს, რაც მის ნამუშევრებში უდავოდ ჩანს.
დღის ჰოროსკოპი

23 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

ცნობილი მამების სიმპათიური ვაჟები

წარმოგიდგენთ ყველაზე ნიჭიერი, მომხიბვლელი და ცნობილი მამების ძალიან სიმპათიურ ვაჟებს.
დღის ჰოროსკოპი

22 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ფისუნია, მანდ რა გინდა?! (10 ფოტო)

ნახეთ, ერთ დღესაც სად შეიძლება აღმოჩნდეს თქვენი ოთხფეხა მეგობარი. ჰოდა, პრევენციული ზომებიც მიიღეთ...