,,დეჟავინო“ და ,,დეჟავუ“ - სადღესასწაულო ცენტრები, სადაც ოცნებები სრულდება!

მოზაიკა

21 დეკემბერი 16:40, 2017 წელი

„დეჟავინოს“ სწორედ მაშინ ვეწვიეთ, როცა მომღერალი ვერიკო ტურაშვილი შვილის, ნატაშკა ნაკაიძის 3 წლის იუბილეს აღნიშნავდა. „აქ პატარების გასართობად ყველა პირობაა. ჰიგიენის ნორმები განსაკუთრებულადაა დაცული. გასართობი პროგრამა მრავალფეროვანია. ნატაშკას მისი საყვარელი ზღაპრის გმირები დახვდნენ. პატარებისთვის სწორად შერჩეული მენიუ აქვთ და ყველაფერი აქვე მზადდება,“ - ასე შეაფასა ვერიკომ „დეჟავინო“, სადაც პატარა იუბილარებს თავისივე ხელით გამომცხვარი ნამცხვრების დაგემოვნებაც შეუძლიათ.

- ვერიკო, ,,დეჟავინოს“ მომსახურებით პირველად ისარგებლეთ?
- დიახ, „დეჟავინოშში“ პირველად აღვნიშნე შვილის დაბადების დღე, რადგან ის პატარა იუბილარებისთვისაა განკუთვნილი, თუმცა ,„დეჟავუსთან“, რომელიც უფროსი ასაკის იუბილარებისთვისაა, საკმაოდ დიდხანს ვთანამშრომლობდი. იქ ჩემს უფროს ქალიშვილ ლიზი ბერუჩაშვილს წლების განმავლობაში ვუხდიდი დაბადების დღეს.


,,დეჟავუსა“ და ,,დეჟავინოს“ სადღესასწაულო ცენტრებზე საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ნიცა გვერდწითელი საუბრობს:


- სადღესასწაულო კლუბ „დეჟავუს“, რომელიც მდებარეობს ფილარმონიასთან, დაუვიწყარი დაბადების დღეების მოწყობაში 16-წლიანი გამოცდილება აქვს. მუდმივად განახლებადი პროგრამები და მრავალფეროვანი სადღესასწაულო შეთავაზებები ჩვენი ერთგული მომხმარებლის რაოდენობას წლიდან წლამდე საგრძნობლად წრდის. ჩვენივე მომხმარებლის თხოვნით, 2017 წლის სექტემბერში პატარა იუბილარებისთვის ვაკეში (მრგვალ ბაღთან) „დეჟავინო“ გავხსენით, სადაც სტუმრებს ფერად და მხიარულ გარემოს, ზღაპრის უამრავ გმირსა და მრავალფეროვან თამაშებს ვთავაზობთ.  ჩვენი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ იუბილარს დაუვიწყარი დაბადების დღე ვაჩუქოთ. ჩვენი სიახლეებისა თუ აქციების შესახებ ყოველთვის შეგიძლიათ ინფორმაციის მიღება ჩვენს Facebook გვერდებზე.


- მენიუზე რას გვეტყვით?
- რაც შეეხება მენიუს, ესეც მრავალფეროვანი გვაქვს. პატარა იუბილარებისთვის ყველაფერი „დეჟავინოს“ სამზარეულოში მზადდება. 


- თინეიჯერებს რას სთავაზობს ,,დეჟავუ“?
- თინეიჯერებისთვის ხშირად ვაწყობთ თემატურ ივენთებს და კორპორატიულ  საღამოებსაც ვმასპინძლობთ, სადაც ერთ-ერთი წამყვანი მსახიობი შოთიკო ნოზაძე გახლავთ.


„დეჟავუში“ საქმიანობასა და აქაურ გარემოზე შოთიკოსაც გავესაუბრეთ:


- შოთიკო, რით არის ,,დეჟავუში“ მუშაობა საინტერესო?
-  „დეჟავუსა“ და ,,დეჟავინოში“ მართლაც საოცარი გარემოა შექმნილი. გარდა ამისა, ხელმძღვანელობაზეც ბევრი კარგი რამ შემიძლია გითხრათ - არაჩვეულებრივ ადამიანებთან მიწევს ურთიერთობა. რაც შეეხება ,,დეჟავუს“ - აქ კლუბური სიტუაციაა და ზუსტად იმ მომხმარებელზეა გათვლილი, ვინც დაბადების დღეზე თამაშის და ზღაპრის გმირების ასაკიდან უკვე გამოვიდა.


- რა პროგრამას სთავაზობს ,,დეჟავუ“ თინეიჯერებს?
- ამას წინასწარ თავად გვითანხმებენ, ჩვენ კი მათ სურვილებს მაქსიმალურად ვერგებით. ვაწყობთ შეჯიბრებებს, ვერთობით, ვცეკვავთ... ამ ასაკის სტუმრებთან ურთიერთობა ჩემთვის ძალიან საინტერესოა, თუმცა არის ხოლმე შემთხვევები, როცა პატარა იუბილარებთან ,,დეჟავინოშიც“ მიმყავს დაბადების დღეები. ჩემი შვილი, ნინე ჯერ მხოლოდ 4 თვისაა. როცა წამოიზრდება იუბილეს „დეჟავინოში“ გადავუხდი.


„დეჟავუ“: კოსტავას 36 (ფილარმონიასთან) 558 143 184


https://www.facebook.com/dejavubirthday/


„დეჟავინო“: ქუთათელაძის 1ა (მრგვალ ბაღთან) 579 71 71 87


https://www.facebook.com/dejavino/

დღის ჰოროსკოპი

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
სილამაზე/ჯანმრთელობა

ჩვევები, რომლებიც ტვინს აზარმაცებს

ისევე, როგორც სხეულს, ტვინსაც სჭირდება ვარჯიში. და თუ გინდათ, ღრმა სიბერემდე შეინარჩუნოთ ნათელი გონება, უარი თქვით ქვემოთ ჩამოთვლილ მავნე ჩვევებზე:
დღის ჰოროსკოპი

25 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ცესკომ პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტურის ღონისძიებები განსაზღვრა

24 მაისს, კომისიაში გამართულ სხდომაზე, მეორე ტურის სავარაუდო თარიღად 9 ივნისი დასახელდა.  
კინო

საუკეთესო ფოტოები „სამეფო კარის თამაშების“ გადასაღები მოედნიდან

ლანისტერების მხიარული ოჯახი და მარტორქიანი მაისურები აბჯრის ნაცვლად...
დღის ჰოროსკოპი

24 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

მაკარონი ღვიძლით - დაუვიწყარი გემო

ვისაც ძალიან გიყვართ макароны по-флотски და არ მოგწონთ მასში ფარშის გემო, სცადეთ ღვიძლით. თუ საყვარელ სოუსსაც დაუმატებთ, ბოლო ლუკმამდე ვარ გაჩერდებით.
საკნატუნო ამბები

(+18) ქალის სხეული მთელი თავისი მშვენიერებით (20 ფოტო)

კესლერ ტრანი უფლებას აძლევს მოდელებს, თავისუფლად გამოხატონ საკუთარი გრძნობები. ქალის სხეულის სილამაზეს ადიდებს, რაც მის ნამუშევრებში უდავოდ ჩანს.
დღის ჰოროსკოპი

23 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

ცნობილი მამების სიმპათიური ვაჟები

წარმოგიდგენთ ყველაზე ნიჭიერი, მომხიბვლელი და ცნობილი მამების ძალიან სიმპათიურ ვაჟებს.
დღის ჰოროსკოპი

22 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ფისუნია, მანდ რა გინდა?! (10 ფოტო)

ნახეთ, ერთ დღესაც სად შეიძლება აღმოჩნდეს თქვენი ოთხფეხა მეგობარი. ჰოდა, პრევენციული ზომებიც მიიღეთ...