გოდერძი შარაშია: „რეგიონული ჟურნალისტების დრო დგება“

მოზაიკა

27 დეკემბერი 13:15, 2017 წელი

ჟურნალისტთა საერთაშორისო ფონდის "ოქროს ფრთის" რიგით მე-15 დაჯილდოება გაიმართა. ჯილდო ტრადიციულად ჟურნალისტებსა და სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ადამიანებს პროფესიაში მიღწეული დამსახურებებისთვის გადაეცათ. ჟიურიმ გამარჯვებულები 23 ნომინაციაში გამოავლინა.

„ოქროს ფრთა 2017“ გადაეცათ:


- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს - ერის სულიერი გაძლიერების, სამოქალაქო მშვიდობის ხელშეწყობისა და სახელმწიფოს მშენებლობაში შეტანილი წვლილისთვის;


- დამსახურებულ არტისტს გოგი ხარაბაძეს - ეპოქალური მნიშვნელობის პროექტებში მონაწილეობისთვის კულტურის სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის;


- ტელეჟურნალისტ დიანა ტრაპაიძეს - ჟურნალისტური საქმიანობისთვის;


- „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსს ნოდარ მელაძეს, წლის ექსკლუზიური რეპორტაჟებისა და ყველაზე რეიტინგული საინფორმაციო გადაცემებისთვის;


- დამსახურებულ არტისტს, სცენარისტსა და მუსიკოსს ჯემალ ბაღაშვილს, ქართული იუმორისა და სცენის ლეგენდის ნომინაციაში;


- „საქმიანი დილის“ წამყვანს, ჟურნალ Forbes Georgia-ს რედაქტორს გიორგი ისაკაძეს, ბიზნესისა და ეკონომიკის პროფესიულ დონეზე გაშუქებისთვის;


- გაზეთ „პრაიმტაიმის“ ჟურნალისტს მირიან ბოქოლიშვილის, სამართლისა და კრიმინალის სფეროში ფაქტებისა და მოვლენების პრესაში პროფესიონალურად გაშუქებისთვის;


- აშშ-ის ელჩს საქართველოში იან კელის, საქართველოში დემოკრატიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, თავისუფალი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერისთვის;


- „ობიექტივის“ დირექტორს ბონდო მძინარაშვილს, აქტიური ჟურნალისტური საქმიანობისთვის;


- „იმედის“ დილის ეთერის პროდიუსერს სოფო ნიკოლაიშვილს, ნომინაციაში „წლის პროდიუსინგი“;


- მსახიობ დავით კვირცხალიას, სამსახიობო საქმიანობისთვის;


- „იბერიის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსს ვახო ხუზმიაშვილს, წლის განახლებული საინფორმაციო სამსახურისთვის;


- იაპონიის საელჩოს ატაშეს იასუჰირო კოჯიმას, იაპონიაში ქართული კულტურის პოპულარიზაციისთვის;


- საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებრედაქტორს ირინა დეკანოიძეს, ყოველდღიური ინფორმაციის გაშუქებისთვის, საქმისადმი პროფესიული დამოკიდებულებისთვის;


- პროექტ „ცოცხალი წიგნების“ ავტორს ქეთი დუმბაძეს, ქართული მწერლობის პოპულარიზაციისთვის საქართველოში;


- ნევროლოგ გოგიტა გეგელაშვილს, ნევროლოგიის სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის;


- ჟურნალისტ გია გაბრიჭიძეს, საინტერესო ჟურნალისტური მოღვაწეობისთვის;


- მევიოლინე ლიანა ისაკაძეს;


- ჟურნალისტ მარიამ მაქაცარიას, ამერიკაში საქართველოს შესახებ ინფორმაციის ღირსეულად გაშუქებისთვის;


- მეცნიერებათა დოქტორ ნათელა ღაღანიძეს, საფრანგეთში საქართველოს კულტურის პოპულარიზაციის ღირსეულად წარმოჩენისთვის.


„ოქროს ფრთის“ ჟიურის წევრმა და ამ ჯილდოს ორგზის ლაურეატმა გოდერძი შარაშიამ Funtime-თან კომენტარი გააკეთა:
„თუ შევაფასებ, როგორც ორი „ოქროს ფრთის“ მფლობელი, გეტყვით, რომ ეს ის ჯილდოა, რომელიც გაძლევს მოტივაციას, გაარღვიო ყველანაირი ღობე თუ ფანჯარა. მესმის იმ ნომინანტების ემოციების, რომლებიც დღეს დააჯილდოვეს. ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ - მომავალი წლისთვის რეგიონული ჟურნალისტების დრო დგება.


 


 

ფოტოგრაფი: ალექსანდრე სხულუხია
დღის ჰოროსკოპი

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
სილამაზე/ჯანმრთელობა

ჩვევები, რომლებიც ტვინს აზარმაცებს

ისევე, როგორც სხეულს, ტვინსაც სჭირდება ვარჯიში. და თუ გინდათ, ღრმა სიბერემდე შეინარჩუნოთ ნათელი გონება, უარი თქვით ქვემოთ ჩამოთვლილ მავნე ჩვევებზე:
დღის ჰოროსკოპი

25 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ცესკომ პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტურის ღონისძიებები განსაზღვრა

24 მაისს, კომისიაში გამართულ სხდომაზე, მეორე ტურის სავარაუდო თარიღად 9 ივნისი დასახელდა.  
კინო

საუკეთესო ფოტოები „სამეფო კარის თამაშების“ გადასაღები მოედნიდან

ლანისტერების მხიარული ოჯახი და მარტორქიანი მაისურები აბჯრის ნაცვლად...
დღის ჰოროსკოპი

24 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

მაკარონი ღვიძლით - დაუვიწყარი გემო

ვისაც ძალიან გიყვართ макароны по-флотски და არ მოგწონთ მასში ფარშის გემო, სცადეთ ღვიძლით. თუ საყვარელ სოუსსაც დაუმატებთ, ბოლო ლუკმამდე ვარ გაჩერდებით.
საკნატუნო ამბები

(+18) ქალის სხეული მთელი თავისი მშვენიერებით (20 ფოტო)

კესლერ ტრანი უფლებას აძლევს მოდელებს, თავისუფლად გამოხატონ საკუთარი გრძნობები. ქალის სხეულის სილამაზეს ადიდებს, რაც მის ნამუშევრებში უდავოდ ჩანს.
დღის ჰოროსკოპი

23 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

ცნობილი მამების სიმპათიური ვაჟები

წარმოგიდგენთ ყველაზე ნიჭიერი, მომხიბვლელი და ცნობილი მამების ძალიან სიმპათიურ ვაჟებს.
დღის ჰოროსკოპი

22 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ფისუნია, მანდ რა გინდა?! (10 ფოტო)

ნახეთ, ერთ დღესაც სად შეიძლება აღმოჩნდეს თქვენი ოთხფეხა მეგობარი. ჰოდა, პრევენციული ზომებიც მიიღეთ...