ვერიკო ტურაშვილი: ,,თემო მხოლოდ ის ლამაზი ბიჭი არ არის, ერთი შეხედვით ყველას რომ ხიბლავს“

მოზაიკა

31 დეკემბერი 18:00, 2017 წელი

„მე და თემო ახალ წელს ერთად ვხდებით. რამდენიმე დღის წინ გადაწყდა, რომ ჩვენს ახალ დუეტს, რომლის სახელწოდებაა „თოვს“, საახალწლო კონცერტზე შევასრულებთ“, - მომღერლები ვერიკო ტურაშვილი და თემო საჯაია საახალწლო სამზადისზე, განწყობასა და დამეგობრების ისტორიაზე გვიყვებიან.

თემო: ჩემი საავტორო სიმღერა ახალ წელს ძალიან უხდება, თუმცა ვფიქრობ, რომ მხოლოდ საახალწლო არ არის, ეს ზამთრის სიმღერაა.


- საახალწლოდ როგორ ემზადებით ან განწყობაზე რას გვეტყვით?

თემო:
ახალი წლის პერიოდში ალბათ ყველა მომღერალს გადატვირთული რეჟიმი გვაქვს, თუმცა პირველ იანვარს თუ სახლში მომიწია ყოფნა, მწვადის შეწვის უფლებას სხვას არავის ვაძლევ! გემრიელი კერძების კარგად გამომდის და დრო რომ მქონდეს, საახალწლო სუფრის მზადებაში სიამოვნებით მივიღებდი მონაწილეობას.
ვერიკო: სამწუხაროდ, უკვე წლებია, რაც საახალწლო სამზადისში მონაწილეობა ნაკლებად მიწევს. კერძებს ძირითადად ჩემი უფროსი შვილის, ლიზას ბებო ამზადებს, რომელიც ჩემთან ცხოვრობს. ჩვენი სახლის მთავარი დიასახლისი ნატაა და ეს საქმე ფანტასტიკურადაც გამოსდის. ერთადერთი, რასაც წინა საახალწლოდ აუცილებლად ვახერხებ, სახლის გენერალური დალაგებაა. ჩემი პროფესიული საქმიანობა სამზადისსაც პირდაპირ უკავშირდება, რადგან სუფრის გენერალური სპონსორი ოჯახში მე ვარ.


- თქვენი დამეგობრების ისტორიაც გვიამბეთ.
ვერიკო: ერთმანეთი რომ გავიცანით, მე 19 წლის ვიყავი, თემო კი 13 წლის იყო. მაშინვე არ დავმეგობრებულვართ, თუმცა ჩვენი მეგობრობა უკვე წლებს ითვლის.
თემო: კოლეგებთან კარგი ურთიერთობა მაქვს, თუმცა იმას ვერ ვიტყვი, რომ ბევრი მეგობარი მყავს, ოღონდ არა იმიტომ, რომ ვინმეს რამით ვიწუნებ და მხოლოდ მე ვარ კარგი ტიპი.


- ერთმანეთის რა თვისებებმა შეუწყო ხელი თქვენს დაეგობრებას?
თემო: 
ვერიკო ძალიან სამართლიანი გოგოა და ყოველთვის ამბობს იმას, რასაც ფიქრობს. ადამიანებთან ურთიერთობებში არასდროს თამაშობს და არც ვინმეს ზურგს უკან საუბრობს. იმაზე არაფერს ვამბობ, რომ მაგარი მომღერალია, რადგან ეს ობიექტური ჭეშმარიტებაა.
ვერიკო: ჩემთვის თემო, პირველ რიგში, ძალიან საინტერესოა, როგორც მუსიკოსი. შემდეგ მოდის მისი პიროვნული თვისებები, რამას ჩვენს დამეგობრებაში ასევე დიდი როლი ითამაშა. თემო მხოლოდ ის ლამაზი ბიჭი არ არის, ერთი შეხედვით ყველას რომ ხიბლავს. ყველა ერთხმად აღიარებს, რომ გარდა მისი გარეგნობისა, ის ძალიან ჭკვიანი და განათლებულია. 


- ერთმანეთთან რა შენიშვნები გაქვთ?
ვერიკო: მგონია, რომ თემო საკუთარ თავს ჯერ კიდევ ვერ აფასებს სათანადოდ, არ იცის, რა მაგარი ბიჭია! ჩემთვის ის პერსონაა, რომელსაც თავის მუსიკით თუ გარეგნობით ათასჯერ მეტის კეთება შეუძლია! მხოლოდ ეს შენიშვნა მქვს მასთან.
თემო: იგივე ვუთხარი ვერიკოს რამდენიმე დღის წინ საკუთარ თავზე.





გადაღების ადგილია ქართულ-ევროპული რესტორანი ,,ექსტრანო“.

ფოტოგრაფი: ალექსანდრე სხულუხია
კულინარია

ქაშაყი კეფირისა და მდოგვის სოუსით - სცადეთ, არ ინანებთ

ერთი შეხედვით, ამ ყოვლად შეუთავსებელი ინგრედიენტებით უგემრიელესი კერძი გამოდის.
დღის ჰოროსკოპი

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
სილამაზე/ჯანმრთელობა

ჩვევები, რომლებიც ტვინს აზარმაცებს

ისევე, როგორც სხეულს, ტვინსაც სჭირდება ვარჯიში. და თუ გინდათ, ღრმა სიბერემდე შეინარჩუნოთ ნათელი გონება, უარი თქვით ქვემოთ ჩამოთვლილ მავნე ჩვევებზე:
დღის ჰოროსკოპი

25 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ცესკომ პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტურის ღონისძიებები განსაზღვრა

24 მაისს, კომისიაში გამართულ სხდომაზე, მეორე ტურის სავარაუდო თარიღად 9 ივნისი დასახელდა.  
კინო

საუკეთესო ფოტოები „სამეფო კარის თამაშების“ გადასაღები მოედნიდან

ლანისტერების მხიარული ოჯახი და მარტორქიანი მაისურები აბჯრის ნაცვლად...
დღის ჰოროსკოპი

24 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

მაკარონი ღვიძლით - დაუვიწყარი გემო

ვისაც ძალიან გიყვართ макароны по-флотски და არ მოგწონთ მასში ფარშის გემო, სცადეთ ღვიძლით. თუ საყვარელ სოუსსაც დაუმატებთ, ბოლო ლუკმამდე ვარ გაჩერდებით.
საკნატუნო ამბები

(+18) ქალის სხეული მთელი თავისი მშვენიერებით (20 ფოტო)

კესლერ ტრანი უფლებას აძლევს მოდელებს, თავისუფლად გამოხატონ საკუთარი გრძნობები. ქალის სხეულის სილამაზეს ადიდებს, რაც მის ნამუშევრებში უდავოდ ჩანს.
დღის ჰოროსკოპი

23 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

ცნობილი მამების სიმპათიური ვაჟები

წარმოგიდგენთ ყველაზე ნიჭიერი, მომხიბვლელი და ცნობილი მამების ძალიან სიმპათიურ ვაჟებს.
დღის ჰოროსკოპი

22 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?