რა ფაქტორები განაპირობებს ინ ვიტრო განაყოფიერების გამოსავალს?

მოზაიკა

4 იანვარი 18:30, 2018 წელი

კლინიკა ,,ინ ვიტრო’’ ლიდერია ხელოვნური განაყოფიერებისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის დარგში არამარტო საქართველოში, არამედ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში. ინ ვიტრო განაყოფიერებას 20 წლის წინ ჩაუყარა საფუძველი ბ-ნი გია ცაგარეიშვილისა და ქ-ნი ნატალია ხონელიძის გუნდმა და დღემდე ათასობით იმედგადაწურული ოჯახისათვის გახდა ბედნიერების მოტანის საწინდარი. რა ფაქტორები განაპირობებს ინ ვიტრო განაყოფიერების გამოსავალს, - ამის შესახებ კლინიკა „ინ ვიტროს’’ მეან-გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი ნათია ფოფხაძე გვესაუბრება.

-ინ ვიტრო განაყოფიერება - უშვილობის მკურნალობის უალტერნატივო მეთოდია, როდესაც კვერცხუჯრედის განაყოფიერება სპერმატოზოიდით ხდება სინჯარაში. პროცედურა ტარდება იმ შემთხვევაში, როდესაც ყველა სხვა მეთოდით მკურნალობა უშედეგოა და მოიცავს რამდენიმე ეტაპს, თითოეულ ეტაპზე პაციენტის სწორი მართვა განსაზღვრავს საბოლოო წარმატებულ შედეგს. საწყის ეტაპზე კი პაციენტის მომზადება ხდება.


- რას მოიცავს პაციენის მომზადების პროცესი?
- მოსამზადებელი პერიოდი გულისხმობს წყვილის სრულ კლინიკო-ლაბორატორიულ კვლევას, როდესაც ფასდება:


ქალის ჰორმონალური პროფილი, ფარისებრი, თირკმელზედა, კუჭუკანა და სხვა ენდოკრინული ჯირკვლების ფუნქცია
*  საკვერცხეების ფოლიკულური რეზერვის შემაფასებელი მარკერის - ანტიმიულერის დონე
*  იმუნოლოგიური, სეროლოგიური, ბიოქიმიური პროფილი
* საჭიროების შემთხვევაში თრომბოფილიის სკრინინგი, სხვა გენეტიკური კვლევებიც
^ გინეკოლოგიური ულტრაბგერითი გამოკველვა საშუალებას იძლევა შეფასდეს საკვერცხეში ანტრალური ფოლიკულების რაოდენობა და ასევე ყველა ის გინეკოლოგიური პათოლოგია, რომელიც გავლენას ახდენს ქალის რეპროდუქციაზე.
მოსამზადებელ პერიოდში ზოგჯერ დგება ქირურგიული ჩარევის აუცილებლობის საკითხი, ამა თუ იმ ჩვენებით, გინეკოლოგიური პათოლოგიის კორექციის მიზნით საჭიროა ჰისტეროსკოპიის და ლაპაროსკოპიის ჩატარება.

- კერძოდ რა შემთხვევებშია საჭირო ჰისტეროსკოპიისა და ლაპაროსკოპიის ჩატარება?
- 1. ჰისტეროსკოპიის ჩატარება აუცილებელია საშვილოსნოს ღრუს შიდა პათოლოგიებზე ეჭვის არსებობისას (პოლიპი, მიომა, ჰიპერპლაზია, ღრუსშიდა შეხორცება და სხვა). მისი საშუალებით შესაძლებებლი ხდება საბოლოო დიაგნოზის დასმა და შესაბამისი პრობლემის კორექცია, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ინ - ვიტრო განაყოფიერების გამოსავალს.
2. ლაპაროსკოპიის რუტინულად გამოყენება არ არის მოწოდებული, თუმცა გარკვეულ სიტუაციებში აუცილებელია მისი ჩატარება, როგორც დიაგნოსტიკური, ასევე სამკურნალო თვალსაზრისით.


- რაც შეეხება მამაკაცის უშვილობას....
- უშვილობის, დაახლოებით, 30% მამაკაცის ფაქტორითაა განპირობებული. განაყოფიერების პროცესი დამოკიდებულია სპერმაში სპერმატოზოიდების რაოდენობაზე, მათი მოძრაობის უნარზე და მორფოლგიაზე. ინ ვიტრო განაყოფიერებამ გადაჭრა მედიცინაში უშვილობის პრობლემა ისეთი დიაგნოზებისას, როგორებიცაა ასთენოზოოსპერმია, ოლიგოსპერმია, აზოოსპერმია. დღევანდელ დღეს არსებობს შესაძლებლობა ჩატარდეს მიკრომანიპულაციები სათესლე ჯირკვალზე, TESA, TESE. აზოოსპერმიის ( სპერმაში სპერმატოზოიდების არსებობა) დროს აღნიშნული ჩარევით სათესლე ჯირკვლიდან ხდება მასალის აღება, საიდანაც ემბრიოლოგი გამოყოფს ერთეულ ჯანსაღ სპერმატოზოიდებს, რომელიც საკმარისია ინ ვიტრო განაყოფიერების ჩასატარებლად.
არანაკლები მნიშვნელობა ენიჭება პაციენტის მოტივაციას და ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვას, რაც გულისხმობს სწორ კვებას, ძილის რეჟიმის მოწესრიგებას, სტრესის მოხსნას, მავნე ჩვევებზე უარის თქმას და ა.შ. კვლევებით დადგენილია, რომ როგორც ჭარბი წონა, ისე სხეულის მასის დეფიციტი უარყოფით ზეგავლენას ახდენს რეპროდუქციულ ფუნქციაზე, ორსულობის მიმდინარეობასა და ახალშობილის ჯანმრთელობაზე. მოსამზადებელ პერიოდში საჭიროა პაციენტის პრეთერაპია, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არაკეთილსაიმედო პროგნოზის მქონე პაციენტებისათვის.


- რას გულისხმობს არაკეთილსაიმედო პროგნოზის პაციენტი და ტერმინი ,,პრეთერაპია’’?
- ცალკე ჯგუფად შეიძლება გამოვყოთ ის პაციენტები, რომელთაც აქვთ მწირი ოვარიული (საკვერცხის) რეზერვი და ასევე წარსულში სტიმულაციაზე სუსტი პასუხი. ხშირ შემთხვევაში ასეთ პაციენტებში არაკეთილსაიმედო პროგნოზის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას იწვევს  ე.წ. DHEA-ს პრეპარატების, ტესტოსტერონის, სხვადასხვა საკვები დანამატის დანიშვნა.


-  კიდევ რა ეტაპების გავლა უწევს პაციენტს საბოლოო შედეგამდე?
- სწორად მომზადებული პაციენტის შემდგომი მართვისათვის მნიშვნელოვანია სტიმულაციის პროტოკოლის სწორად შერჩევა. გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ინ ვიტროს ემბრიოლოგიურ ლაბორატორიას, გამოცდილ, კვალიფიციურ ემბრიოლოგს და შემდეგ ასპექტებს: სპერმის დამუშავება და სელექცია, ემბრიონების საკულტივაციო ნიადაგები, გადასატანი ემბრიონების სელექცია (შერჩევა), საჭიროების მიხედვით, ჩვენების არსებობის დროს ტარდება ასევე ,,დამხმარე ჰეჩინგი’’( Assested Hatching) ,PGS, PGD.
ზოგიერთ სიტუაციაში საჭიროა ემბრიონების გაყინვა ე.წ. ვიტრიფიკაციის მეთოდით და მომდევნო ციკლებში მათი გალღობა - გადატანა საშვილოსნოს ღრუში. აღნიშნული ტექნიკის დაარსებამ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ინ ვიტრო განაყოფიერების შედეგები.
 ემბრიოტრანსფერი (ემბრიონების საშვილოსნოს ღრუში გადატანა) ინ ვიტრო განაყოფიერების  ბოლო ეტაპია და რა თქმა უნდა გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ამ პროცედურის დროში სწორად დაგეგმვას, ტექნიკურად სწორად ჩატარებას, შესაბამისი მასალის( კათეტერის) გამოყენებით.





მისამართი:
ქ. თბილისი, ლუბლიანას2/6
ქ.ბათუმი, ვახტანგ გორგასლის 159ბ
ტელ: +995 32 2 15 77 77

www.invitro.ge
Facebook: In Vitro Clinic.კლინიკა ინ ვიტრო

საკნატუნო ამბები

ეტიკეტის 10 წესი, რომლებიც ყველამ უნდა იცოდეს

სტატისტიკის მიხედვით, მხოლოდ 10%-მა იცის ეს პუნქტები.
ამბები

31 წლის მარიკა მაკარიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება

31 წლის მარიკა მაკარიძეს მწვავე ლეიკემია და ზურგის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნე აქვს, დაავადება მეოთხე სტადიაშია.
დღის ჰოროსკოპი

12 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 12 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

აშშ-ში ყველაზე ძვირად ღირებული სახლი იყიდება!

სახლი, რომელიც ცნობილია, როგორც Casa Encantada (ჯადოსნური სასახლე), ლოს ანჯელესის პრესტიჟულ რაიონში, Bel-Air-ში მდებარეობს და მისი გასაყიდი ფასი 225 მილიონია!
ამბები

#იმოგზაურევისოლთანერთად - საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე მედიატური გაიმართა

„ვისოლ ჯგუფის“ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე მედიატური გაიმართა.
დღის ჰოროსკოპი

11 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 11 ნოემბერს ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

ქათმის ბარკლები თაფლითა და ნივრით

არომატული ქათმის ხორცი პიკანტურ სოუსში ერთდროულად ძალიან ნაზი, ტკბილი და ცხარეა.
დღის ჰოროსკოპი

10 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 10 ნოემბერს ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

კიანუ რივზი შეყვარებულ ქალთან ერთად გამოჩნდა

ჰოლივუდის ინტროვერტი მარტოხელა დიდი ხნის შემდეგ პირველად გამოჩნდა საზოგადოებაში ქალის თანხლებით! 
დღის ჰოროსკოპი

9 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 9 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

დაუჯერებელი მსოფლიო რეკორდები, რომელთა შესახებ შეიძლება არც კი გსმენიათ

კაცობრიობა რომ ყოველდღე ახალი სიმაღლეების დაპყრობას არ ცდილობდეს, ვინ იცის ახლა სად ვიქნებოდით - ქვის თუ რკინის ხანაში?
სილამაზე/ჯანმრთელობა

როგორ ცვლის დუნდულოების ფორმას ყოველდღე ქუსლებზე სიარული?

კვინსლენდის უნივერსიტეტის მეცნიერთა მიერ ჩატარებულმა მასშტაბურმა კვლევამ გამოავლინა საინტერესო ფაქტორი, რომელიც პირდაპირ კავშირშია მაღალქუსლინი ფეხსაცმლის სისტემატურ ტარებასთან.