ჟურნალი „სარკე“ 20 წლისაა

მოზაიკა

16 თებერვალი 14:30, 2018 წელი

გუშინ პოლიტიკოსები, მომღერლები, მსახიობები თუ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ჟურნალ „სარკის“ 20 წლის იუბილეს აღსანიშნავად ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში შეიკრიბნენ. 

საღამოს მუსიკალურად ირაკლი კვანჭიანის ბენდი აფორმებდა. ფოტოებმა, რომლებიც „სარკის“ არქივიდან გამოიფინა, 200-მდე სტუმარს განვლილი შემოქმედებითი გზა გაახსენა.


მედეა სანაია (მთავარი რედაქტორი): „ეს 20 წელი, „სარკის“ მიერ გავლილი, ძიებით, სიძნელეებითა და წარმატებით სავსე გზაა, რომელმაც ხალხის ნდობა და სიყვარული მოგვიტანა. წლების განმავლობაში „სარკე“ სახალხო ჟურნალად იქცა. ჩვენს შრომასაც ხალხს ვუძღვნით. ეს 20 წელიც დასტურია იმისა, რომ კარგ საქმეს ვემსახურებით“.


კრისტი ყიფშიძე: „24 წელია, რაც მოდელი ვარ. „სარკესთან“ მისი დაარსების დღიდან ვთანამშრომლობ. ისიც მახსოვს, პირველი ინტერვიუ ჟურნალისტმა ავთო ჩიტიძემ ჩამომართვა. ორსულობის პერიოდში, ბავშვის გაჩენის თუ მისი გაზრდის შემდეგაც ვიყავი „სარკის“ სტუმარი. ამ ჟურნალთან ერთად ბევრი ეტაპი გავიარე. მიყვარს „სარკე“, რადგან ჩემი ისტორიაა. არქივივით არის და სხვათა შორის, ნომრებს, სადაც ჩემი ინტერვიუებია დაბეჭდილი, დღემდე ვინახავ“.


ლაშა ღლონტი: „რაც ეკრანზე გამოვჩნდი, „სარკე“ კვალდაკვალ მომყვება. ვფიქრობ, ყველაზე რეიტინგული ჟურნალია. როგორც იტალიაში პავაროტია, ისეა საქართველოში „სარკე“. არეულობაა თუ სიმშვიდე, რეიტინგს არ კარგავს. 21-ე საუკუნეში ბევრი რამ შეიცვალა და ხალხი ინტერნეტზე გადაერთო, მაგრამ „სარკეს“ თავისი მკითხველი ისევ ჰყავს“.


სოფო ბედია: „სარკის“ ერთ-ერთი ყველაზე ხშირი და, როგორც ვიცი, საყვარელი რესპონდენტიც ვარ. მინდა მივულოცო 20 წლის იუბილე და კიდევ მრავალი 20 წელი ვუსურვო“.


კახა კუხიანიძე: „დღევანდელმა დღემ კიდევ უფრო დამაფიქრა იმაზე, როგორ უცბად გარბის დრო. მიყვარს „სარკე“ და მისი ყველა ჟურნალისტი. ეს ჟურნალი ჩემს ბავშვობას მოჰყვება და ჩემს ცხოვრებასთანაა დაკავშირებული. 1998 წელიდან ვმღერი და როგორც აღმოჩნდა, ერთად მოვდივართ! წარმატებებს, კარგ ინტერვიუებსა და კიდევ უფრო ბევრ მკითხველს ვუსურვებ!“


ვერიკო ტურაშვილი: „20 წელი გამხდარა, რაც „სარკე“ ჩემს ცხოვრებას კვალდაკვალ მოჰყვება. ჩემთვის ყველაზე საყვარელი ჟურნალია. ჩემი შემოქმედებითი ცხოვრება ბევრ წელს ითვლის. ამ ხნის განმავლობაში „სარკესთან“ ყოველ ნაბიჯზე ვთანამშრომლობდი და არასდროს გავუბრაზებივარ. მიუხედავად იმისა, რომ „სარკე“ ყვითელი პრესაა, ყოველთვის ობიექტურია“.


 

ფოტოგრაფი: ალექსანდრე სხულუხია
დღის ჰოროსკოპი

18 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

17 სექტემბერი ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთათვის მცირე საგრანტო პროგრამა გამოცხადდა

განათლების საერთაშორისო ცენტრის მხარდაჭერით, ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციამ მცირე საგრანტო კონკურსი გამოაცხადა.
დღის ჰოროსკოპი

16 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

მეტისები - ყველაზე ლამაზი გოგოები

კალიფორნიის უნივერსიტეტის თანამშრომლების საინტერესო ექსპერიმენტი...
დღის ჰოროსკოპი

15 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 სექტემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

14 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 სექტემბერს  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

adjarabet.com-ის მასშტაბური ფილმის „არენას“ გადაღებები დასრულდა

adjarabet.com-ის ფილმის „არენას“  გადაღებები  ივლისის ბოლოს  წყალტუბოში დაიწყო  და თბილსში დასრულდა.
დღის ჰოროსკოპი

13 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 სექტემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

კამასუტრა დღეს: 5 საუკეთესო პოზა აუჩქარებელი სექსისთვის

კამასუტრას შესახებ ყველამ იცის, ხოლო 1985 წლამდე დაბადებულებს ალბათ უნახავთ კიდეც წიგნში დაბეჭდილი პოზები საშინელ ხარისხში. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ კლასიკა არ ბერდება! 
კინო

5 ჰიჩკოკური ფილმი, რომლებიც ჰიჩკოკს არ გადაუღია

მათში ყველაფერია, რაც კი ფილმს საგანგაშო გაურკვევლობას სძენს, თანაც ისე მაღალპროფესიონალურ დონეზე, რომ დიდი მაესტროც იამაყებდა.