წითელი შამპანური „მაესტრო“ - ინოვაცია კომპანია „ბადაგონისგან“

მოზაიკა

14 იანვარი 14:30, 2016 წელი

კომპანია „ბადაგონი“ მომხმარებელს  2016 წელს  სასიამოვნო სიახლეს სთავაზობს.  დახლებზე უკვე გამოჩნდა წითელი შამპანური - საფერავის ჯიშის ყურძნისგან დამზადებული ცქრიალა ღვინო „მაესტრო“, რომლის დაგემოვნებით თქვენ ერთ სასარგებლო საქმეშიც შეიტანთ წვლილს.

ინოვაციის შესახებ  „ბადაგონის“ გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სოსო სალაყაია გვესაუბრება:
- ცქრიალა ღვინო „მაესტრო“ პირველად მარტში ჩამოისხა. ღვინოების ეს ხაზი სიახლეა კომპანიის ისტორიაში. არსებობს ცქრიალა ღვინის სამი სახეობა: თეთრი ნახევრად მშრალი, თეთრი ნახევრად ტკბილი და წითელი ნახევრად ტკბილი, რომელიც საფერავის ჯიშის ყურძნისგან მზადდება. აქვე  უნდა აღინიშნოს, რომ საფერავის ჯიშის ყურძნისგან დამზადებული წითელი ფერის ნახევრად ტკბილი ცქრიალა ღვინო ინოვაციაა ქართულ ბაზარზე, მანამდე არ ყოფილა და, სხვათა შორის, ძალიან დიდი მოწონებითაც სარგებლობს.


- როდის დააგემოვნებს მომხმარებელი ამ ღვინოს?
- პირველად გასულ ახალ წელს შევთავაზეთ მომხმარებელს ცქრიალა ღვინის სახეობები - „ბადაგონი როზე“ და „ბადაგონი ბრუტი“, თუმცა ეს იყო ძვირიან სეგმენტზე გათვლილი,  ასე ვთქვათ, პრემიუმ კლასის მომხმარებლისთვის შექმნილი ღვინო. აპრილში კი  გამოჩნდა „მაესტრო“, რომელიც საშუალო სეგმენტზეა გათვლილი.  „მაესტოშიც“, როგორც უკვე აღვნიშნე,  სამი სახეობის ღვინოა.  საფერავი კი ამ სამი სახეობიდან ნამდვილი ინოვაციაა.  გაყიდვების მხრივაც გამოირჩეოდა. 2016 წელი იყო პირველი ახალი წელი „მაესტროსთვის“.


- როგორც ვიცი, „მაესტროს“ შეძენის შემთხვევაში მომხმარებელი ქველმოქმედებაშიც ჩაერთვება...
- დიახ. მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, რომლის ხელმძღვანელია ნიკოლოზ რაჭველი, ამ ღვინის ჩამოსხმის დღიდან ჩვენ გვერდით არის. სწორედ ეროვნული სიმფონიური ორკესტრის  გენერალური სპონსორია „ბადაგონი“ და კონკრეტულად ეს სახეობა - „მაესტრო“.  თითოეული ბოთლიდან გაყიდული პროცენტი სიმფონიური ორკესტრის ანგარიშზე ჩაირიცხება, რომელსაც საკმაოდ ბევრი პრობლემა აქვს - მაგალითად, სარეპეტიციო დარბაზის მოუწერიგებლობა და ა.შ. ასე რომ, „მაესტროს“ გაყიდვას ეს მნიშვნელოვანი დატვირთვაც აქვს.  


- ფაქტობრივად, „მაესტროს“  მომხმარებელი ქველმოქმედიც ხდება...
- დიახ. მომხმარებელი ხელს შეუწყობს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრს, რომ თავისი შესანიშნავი კონცერტებით ხშირად გაგვანებივროს.   


- საახალწლოდ რაიმე აქცია ხომ არ არის ამ პროდუქციაზე?
- მართალია „მაესტრო“ აპრილიდან იყიდება,  მაგრამ ამ ახალ წელს ფართომასშტაბიანი აქციები მოვაწყვეთ. ფართო მომხმარებელს სწორედ ახლა მიეცა საშუალება, ეს ღვინო დაეგემოვნებინა. გაყიდვების მხრივაც მაღალი მაჩვენებელი ჰქონდა და ქართულ ბაზარზე ღირსეული ადგილი დაიკავა.  ცქრიალა ღვინო „მაესტრო“ ხელმისაწვდომია აბსოლუტურად ყველასთვის. საახალწლოდ ფასი 7 ლარი იყო, რათა რაც შეიძლება მეტ ადამიანს ეყიდა. ახლა კი „მაესტროს“ ფასი 8-დან 9 ლარამდე მერყეობს.


რა სიახლეებს ჰპირდება 2016 წელს მომხმარებელს  კომპანია „ბადაგონი“?
- „ბადაგონი“  უკვე ბრენდია და ბევრი მომხმარებელი გვყავს. ვინაიდან  ცქრიალა ღვინო მაინც  ახალი პროდუქტია,  ვგეგმავთ, ამ კუთხით ისევ ვიაქტიუროთ და სხვა ინოვაციური პროდუქტებიც შემოგთავაზოთ. წითელი შამპანური საერთოდ იშვიათია. აქამდე „როზე“ არსებობდა, თუმცა მას არ ჰქონდა წითელი შეფერილობა. „მაესტრო“ კი ინოვაციაა „ბადაგონისგან“.


დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?