პირველად ინტერნეტსივრცეში „ყვავილების ქვეყანა“ დიდი ჯანო ბაგრატიონის შესრულებით - უნიკალური ჩანაწერი ბაგრატიონების საოჯახო არქივიდან

მოზაიკა

20 იანვარი 18:45, 2016 წელი

ეს უკვდავი ქართული სიმღერა ჯანო ბაგრატიონის ჯაზ-ორკესტრისთვის შეიქმნა და მისი პრემიერა 1946 წლის 6 დეკემბერს კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში შედგა. 

სიმღერის შექმნის ისტორიას Funtime-ს ჯანო ბაგრატიონის ვაჟი, ვეტერანი ხელბურთელი და ოლიმპიური კომიტეტის ყოფილი პრეზიდენტი, უმცროსი ჯანო ბაგრატიონი უყვება.

უცნობი ავტორი
ქუთაისში ერთ-ერთ ოჯახში წვეულებაზე ჩასული იყო მამას მეგობარი გოგი ვასაძე (აკაკი ვასაძის შვილი), რომელიც თვითონაც კარგად მღეროდა. წვეულებაზე სტუმრად მყოფმა, გოგისთვის უცნობმა ქალმა გიტარა მოითხოვა, ჩამოჰკრა თურმე ამ ქალმა გიტარას და „ყვავილების ქვეყანა“ იმღერა. სამწუხაროდ, ამ ქალბატონის ვინაობა უცნობია. გოგის ძალიან მოსწონებია ეს სიმღერა, თანაც იცოდა, მამაჩემი ქართულ ჯაზ-ორკესტრს აყალიბებდა. ამიტომ ეს სიმღერა მამას მოასმენინა და შესთავაზა, ორკესტრთან ერთად შეესრულებინა. მამას სიმღერა ძალიან მოეწონა და ორკესტრისთვის სიმღერის არანჟირება თავის მეგობარს, ცნობილ კომპოზიტორს, მიხეილ ჩირინაშვილს სთხოვა. მიშამ სიმღერის არანჟირება გააკეთა. რაც შეეხება ტექსტს, ის ვერსია, რომელსაც ვასაძემ ქუთაისში მოუსმინა, იოსებ გრიშაშვილის ლექსის მიხედვით იყო შექმნილი. ტექსტი ცოტა გადიდებას საჭიროებდა. მამამ სიმღერის ტექსტის ახალი ვერსიის შექმნა კიდევ ერთ თავის მეგობარს ბიძინა ფერაძეს (მსახიობ გია ფერაძის მამა) სთხოვა, რომელიც ძალიან კარგ ლექსებს წერდა. კონცერტი 1946 წლის 6 დეკემბერს კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართა - ეს სიმღერაც ჯანოს ორკესტრის შესრულებით პირველად იქ  შესრულდა.


ერთ კონცერტზე 11-ჯერ შესრულებული „ყვავილების ქვეყანა“
მამას საქართველოს ქალაქებში გასტროლებზე სულ თან დავყვებოდი. მაშინ მხოლოდ 8 წლის ვიყავი. მახსოვს, ქუთაისში ჩავედით, კონცერტის პირველ განყოფილებას ორკესტრის სოლისტი თემო ხელაშვილი ამთავრებდა. მას იმ დროს ერთი პოპულარული სიმღერა ჰქონდა და სწორედ ამ სიმღერას ასრულებდა. მაყურებელი თემოს სცენიდან არ უშვებდა. მე და მამა კულისებში ვიდექით და ვუყურებდით, როგორ უხმობდა ბისზე დარბაზი. თემომ სიმღერა 9-ჯერ შეასრულა. ბოლოს, როცა სცენიდან გამოვიდა, კულისებში მამა გადაეხვია, მიულოცა და უთხრა: თემო, შენ ხომ იმღერე შენი სიმღერა 9-ჯერ, აი, ნახავ - მე „ყვავილებს“ 11-ჯერ შევასრულებო. „ყვავილების ქვეყანა“ იმ ქუთაისურ კონცერტს ხურავდა. გავიდა ჯანო სცენაზე, 10-ჯერ რომ იმღერა, ფიქრობდა, საკმარისი იქნებაო, მაგრამ მაყურებელი მაინც ოვაციებით ითხოვდა გამეორებას. მამამ იმ კონცერტზე მართლაც 11-ჯერ შეასრულა „ყვავილების ქვეყანა“.    


ამ სიმღერის შესრულება ყოველთვის მინდოდა
მე ტექნიკური უნივერსიტეტის ორკესტრში ვმღეროდი. ძალიან  მომწონდა ეს სიმღერა, მაგრამ მამას სიცოცხლეში  ვერ ვბედავდი, შემესრულებინა. შეიძლებოდა ისეთი არ გამოსულიყო, როგორსაც  მამა ელოდა. ერთ მშვენიერ დღეს დაგვირეკა იოსებ ტუღუშმა - იგი მამას ჯაზ-ორკესტრის მუსიკალური ხელმძღვანელი და დირიჟორი გახლდათ. ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ჯაზ-ორკესტრის 50 წლისთავის აღსანიშნავი კონცერტი უნდა გამართულიყო. სოსოს ვთხოვე, რომ მე „ყვავილების ქვეყანას“ შევასრულებდი. სწორედ მაშინ - 1989 წელს ვიმღერე პირველად ეს სიმღერა დიდ სცენაზე. 


გთავაზობთ, პირველად ინტერნეტსივრცეში, დიდი ჯანო ბაგრატიონის მიერ შესრულებულ „ყვავილების ქვეყანას“!

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?