„წარმოიდგინეთ მსოფლიო მედიის გარეშე! წარმოიდიგნეთ? ეს ხომ წარმოუდგენელია!“

მოზაიკა

5 თებერვალი 15:30, 2016 წელი

ახალ ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს მნიშვნელოვანი ცვლილებები მოაქვს მასობრივი კომუნიკაციის სფეროში - მათ შორის, ქართულ მედიასივრცეშიც.

რა ძირითადი ტენდენციებია თანამედროვე ქართულ მედიასივრცეში, რამდენად უახლოვდება ქართული მედია საერთაშორისო აღირებულ მედიასტანდარტებს და რა უშლის მედიას ხელს საზოგადოების ნდობის მოპოვებაში? გვესაუბრება „ჯეპრას“ მედია მენეჯერი მაია ტაკაშვილი:


- ქართული მედია იხვეწება და უახლოვდება საერთაშორისოდ აღიარებულ მედიასტანდარტებს - ეს ჩვენს ქვეყანაში დამკვიდრებული სტერეოტიპია.  უახლოვდება თუმცა ქართული საზოგადოების ნდობის მოპოვება მაინც ვერ შეძლო - ეს კი ქართველებისთვის დამახასიათებელი  ეჭვიანური ბუნებაა!  რეალობა ასეთია! მოდი, ე.წ ტრენდებს დავანებებ თავს და ქართულ რეალობაში მას ვუწოდებდი „მარგალიტებს“. ჩვენ შორს ვართ იმ აზრისგან, რომ  ქართულ მედიაში შევქმნათ ტრენდები  - ჩვენ ვქნით „მარგალიტებს“, ზოგჯერ ბუნებრივს ზოგჯერ კი ხელოვნურს (მიმსაგვესებულს).


- შეცვალა თუ არა საზოგადოების დამოკიდებულება ახალ ამბებთან მიმართებაში ინტერნეტმა, რამდენად აქტუალური დღეს ბეჭვდითი მედია თუ ტელევიზია?
- დავიწყოთ იმ გამოწვევებით, რომ ინტერნეტმა  ადამიანის დამოკიდებულება ახალ ამბებთან თვისობრივად  შეცვალა. ეს კიდევ არაფერი, თავის დროზე, ინტერნეტიზაციამ ტრადიციული მედიის (გაზეთი, ჟურნალი, ტელე და რადიო) წარმომადგენლებს მოახლოებული დასასრულისკენ მიანიშნა. იმასაც კი ამბობდნენ: სხვა თუ არა, აი, ბეჭვდითი მედია წარსულს ჩაბარდაო.  არადა იყო დრო, როცა ქართული გაზეთი  ერთგვარი „მარგალიტი“  იყო საზოგადოებისთვის. „მარგალიტი“ - თუმცა ბუნებრივი.  მაშინდელი ქართული საზოგადოება ამ ერთი ფარატინა ქაღალდით  გადატრიალებებს  ახდენდა. ეს იყო სწორედ  „ტრენდი“, რომელსაც ენდობოდნენ, მოსწონდათ, მიhყვებოდნენ, ბაძავდნენ და .... ელოდებოდნენ.

- ანუ დაიწია ნდობის ფაქტორმაც?
- მედიის მიმართ საზოგადოების ნდობამ ნელ-ნელა მოიკლო, თუმცა მედიასივრცე გაფართოვდა, განვითარდა და ერთგვარ და სარფიან ბიზნესად იქცა. ინტერნეტმა ანუ საინფორმაციო ალტერნატივამ ახალი ამბის მიღება უფრო მარტივი და პრაქტიკული გახადა. ამ ყველაფერმა, მართალია, ჟურნალ-გაზეთების ტირაჟის შემცირება გამოიწვია, მაგრამ გამოჩნდა იმ დროისთვის მედიასივრცეში დამკვიდრებული „მარგალიტების“ ინტერნეტვერსიები. ახალმა ტექნოლოგიურმა ტედენციამ უფრო ეფექტური გახადა მედიის განვითარება. გამომცემლებმა და რედაქტორებმა ბიზნესის გადარჩენის მარტივ და მნიშვნელოვან გამოსავალს მიაგნეს - ანალოგიური გამოცემების ინტერნეტვერსიები.


- საზოგადოებისთვის ინტერნეტიდან მიღებული ინფორმაცია რამდენად სანდო და მორგებულია მათზე?
-
ერთი სიტყვით, ინტერნეტი დღითიდღე ინფრომაციის მიწოდების სულ უფრო ძლიერ პლატფორმად ყალიბდება და, სატელიტების წყალობით, უკვე ხელმისაწვდომია პლანეტის ნებისმიერ წერტილშიც. პრაქტიკაში კი ეს ნიშნავს ელექტრონული მასობრივი საინფორმაციო საშუალებების შეღწევას ისეთ ადგილებში, სადაც ადამიანის ფეხიც არ დადგმულა.


- როგორია ქართული მედია დღეს? რა სახის ინფორმაციაზე გაიზარდა მოთხოვნა საზოგადოების მხრიდან?
-
დღეს ქართული მედიის მთავარ „მარგალიტად“  ახალი ამბის პროპაგანდა რჩება. გაიზარდა მოთხოვნა ონლაინ ამბებზე. გაზარდა ონლაინ მედიის მკითხველთა რაოდენობა. „ახალი მედია“, რომელიც, ძირითადად, სააგენტოების სახითაა წარმოდგენილი, დღეს ორინეტირებულია ინფორმაციის ოპერატიულად გავრცელებაზე. ამ ტენდენციამ ტელევიზიებისთვის აუდიტორიის გარკვეული ნაწილის ჩამოშორობა განაპირობა.  ერთი სიტყვით, ტექნოლოგიურმა განვითარებამ, კომერციულმა ინტერესებმა  თუ  მაღალმა კონკურენციამ მედია თავისი ძირითადი ფუქნიციის - მართალი და სანდო ინფრომაციის გავრცელების გარეშე დატოვა.


- დღეს ტელევიზია მაინც აქტუალურია, განსაკუთრებით გაიზარდა მოთხოვნა სპორტულ გადაცემებსა თუ არხებზე...
-
ბოლო დროს ქართულ მედიასივრცეში აშკარად გამოიკვეთა ახალი ტენდეციები - სატელევიზიო სივრცე მთლიანად დაიპყრო ფეხბურთის, მსოფლიო ჩემპიონატის ირგვლივ არსებულმა სიახლეებმა. დღეს საკმაოდ აქტუალურია ტოტალური ფეხბურთის ტოტალური ანალიზი. ერთი სიტყვით, ფეხბურთზე ალაპარაკდნენ ყველაგან. ფეხბურთი მედიის „მარგალიტად“ იქცა. და მაინც, რა ჩანაცვლა ფეხბურთმა მედიასივრცეში? ვფიქრობ, ნეგატიური ინფრომაციის 5 პროცენტი მაინც. მსოფლიოში მთავარი სიუჟეტები ეთმობა იმ მოვლენებს, სიახლეებს, რომლებსაც გარკვეული გავლენა აქვს ქვეყნის სოციალურ-პოლიტიკურ მოვლენებზე. საქართველოში საინფორმაციო გამოშვენების ბლოკი იწყება კრიმინალური ქრონიკით და იკავებს გამოშვების 20 პროცენტს. ბეჭვდითი მედიის პირველი გვერდის ½ ფართს იკავებს აღნიშნული თემა. „კრიმინალური ქრონიკები“ ქართული მედიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან „მარგალიტად“ იქცა.


- ტელევიზიის, მათ შორის, გადაცემის პოპულარობას თუ განაპრობებს წამყვანის პოპულარობა, იმიჯი საზოგადოებაში?
-
დღეს მედიის „მარგალიტებად“ შეიძლება  განვიხლოთ ადამიანებიც - ზოგადად, მედიის ან სხვა პროფესიის წარმომადგენლები. მაგალითად, საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის  ნდობის სტატუსით სარგებლობს, ბაძავენ, მიჰყვებიან და იმედებს ამყარებენ, როცა დამაჯერებელი ხმით დამაჯერებელი გამოხედვით გვიწინასწარმეტყველებს მომავალს მიხეილ ცაგარელი. მას უყურებს დიდი ნაწილი, ამ დროს რეკლამის განთავსებაც ტელევიზიისთვის სარფიანია... ან საინფორმაციაო გადაცემა „კურიერის“ წამყვანები. საკმარისია, რომელიმე შეიცვალოს, არსებული ნდობის მოპოვებას გარკვეული წლები დასჭირდება. ერთი სიტყვით, მედია თავად ქმნის ადამინებისგან „მარგალიტებს“  სათავისოდ და საზოგადოებისთვის.


- სერიალებს რა ადგილი უკავიათ ტელესივრცეში და რამდენად განაპირობებს ის ტელეკომპანიის პოპულარობას?
-
მართლაც, ტელესივრცისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი „მარგალიტია“ სერიალები. შემოსავლიანია ტელეარხისთვის, იზრდება ტელევიზიის მაყურებელთა რიცხვი, მოთხოვნადია. ტელევიზია სერიალის გარეშე საზოგადოებაში იკვეთება, როგორც არასაინტერესო, არასანდო ანუ უპერსპექტივო - ის  ვერ „ჩალიჩობს“რეიტინგული სერიალების გაშვებას და, შესბამიასად,  სერიალის მოყვარულთა მაყურებელი საერთოდ არ განიხილავს მას ტელესივრცეში.  გამორიცხული არ არის, აღნიშნულმა ტელევიზიამ დაკარგოს „საინფორმაციო გამოშვების“  მაყურებელიც. ანუ სერიალის მომლოდინე მაყურებელი საინფორმაციოსაც იმ არხისას ირჩევს, სადაც ყველაზე რეიტინგული და საინტერესო სერიალებია. სხვა  პრინციპიც მარტივია: ყველაგან ერთი და იგივე ინფორმაცია ტრიალებს და გადართვაც არ არის საჭირო. აქვე გავიხსენოთ მედიის მთავარი „მარგალიტი“ - აუცილებელი, გასავრცელებელი, საჭირო, დაკვეთილი ინფორმაციის  პროპაგანდა.

- დღეს ერთმანეთს ეჯიბრება რამდენიმე მედიასაშუალება და ცდილობს, საკუთარი ნიშა დატოვოს მედიაბაზარზე თუ მედიასივრცეში. თქვენ როგორ უყურებთ ამ მოვლენას?
-
ერთი მნიშვნელოვანი დეტალი - ქართულ მედიასივცრცეში ერთმანეთს იწვევენ და ეჯიბრებიან 10-მდე ტელევიზია, 15-მდე ბეჭვდითი მედია, 10-მდე რადიო და 20-მდე ინტერნეტპორტალი. ეჯიბრებიან, მაგრამ მათგან მხოლოდ რამდენიმე თუ განიხილება  „მარგალიტებად“. მათ ამ წოდებას არსებული რეიტინგები და თავად მაყურებელი ანიჭებს. ბიზნესკომპანიები ირჩევენ მათ და პიარსააგენტოებიც საკუთარ კლიენტებს მათ არსებული რეიტინგების გათვალისწინებით სთავაზობენ. დამკვეთისთვის ანუ ბიზნესკომპანიისთვის  დღემდე მედია ტელევიზიასთან ასოცირდება, განსაკურებით „რუსთავი 2“-თან არის გაიგივებული, კერძოდ საინფორმაციო  გადაცემა „კურიერთან“, რომელიც წლების განმავლობაში „ტრენდად“ ჩამოყალიბდა. „ბაძავენ, მისდევენ, მეტნაკლებად საიმედოა, ელოდებიან, მოთხოვნადია“ - ასე იქცევიან როგორც მაყურებლები, ასევე კონკურენტები. ამ ტენდენციებიდან გამომდინარე, ჩნდებოდა ერთი საშიშროება - რთული 2015 წელი ელოდა ბეჭვდით მედიას. მათი გადარჩენის მინიმუმი - 100 პროცენტით არ იყვნენ რეკლამაზე ორინტირებულნი და მათ შექმნეს მედიასივრცეში ახალი „მარგალიტები“.


- და რა იქნება მერე?
-
აუცილებლად შეიცვლება მიდგომები. პროგერესირებადი მოთხოვნა ინფორმაციაზე (აუცილებელი, საიმედო, აღსაქმელად მოსახერხებელ ფორმაში  და მოცულობაში შეზღუდული ინფორმაცია), განხორციელების ტექნიკური შესაძლებლობა (უკვე არსებული საინფორმაციო ინფრასტრუქტურის არსებობა საკაბელო და სატელიტური ქსელების სახით) და დიდი მოგების მიღების პოტენციური შესაძლებლობა - ეს ყველაფერი სტიმულს მისცემს მედიას, რომ შექმნას დამისამართებული პროდუქტი, რომლის ოპერატიული მიწოდებაც მხოლოდ ელექტრონული ფორმით იქნება შესაძლებელი.  ინფორმაციის პერსონალური ნაკრების ტირაჟირება ( გაზეთები, ჟურნალები, ბიულეტენები) უაზრო და ეკონომიკურად არაეფექტური გახდება. ნებისმიერი ბიზნესისთვის, მათ შორის მედიაკომპანიებისთვისაც, საერთო ამოცანას წარმოადგენს შემოსავლების მაქსიმალიზაცია/დანახარჯების მინიმალიზაცია, რამაც უკვე  აიძულა ბეჭდური მეიდასაშუალბები, 2015 წლიდან ელექტრონულ მატარებლებზე გადასულიყვნენ მთლიანად ან ნაწილობრივ მაინც. დანახარჯების მკვეთრი შემცირების გარდა, წელს აუცილებელი გახდება ასევე ინფორმაციის მიწოდების დაჩქარება და მოთხოვნის გაზრდა ასევე საინფორმაციო პროდუქტის შინაარსზე (კონტენტზე) და პირდაპირი კონტაქტი აუდიტორიასთან (განხილვები, კითხვა-პასუხი, დისკუსიები). ასეთი ტრანსფორმაცია აუდიტორიასთან სრულიად ახალი „მარგალიტის“ შექმნის შესაძლებლობას იძლევა  - ინტერაქტიური მედიასაშუალებები, სადაც აუდიტორია საინფორმაციო პროდუქტის არა მარტო „მიმღებია“, არამედ მისი აქტიური „მწარმოებელიც“.

- და შედეგს რას მივაღწევთ ასეთი დამოკიდებულებით?
-
აღნიშნული მოვლენა საშუალებას იძლევა, რომ მასმედიამ პირდაპირი, პერსონალური, დამისამართებული გავლენა მოახდინოს აუდიტორიაზე, რაც მკვეთრად გაზრდის რეკლამის მიღების ეფექტიანობას და, შესაბმისად, პროდუქტის ფასსაც. ეს კი რეკლამის დამკვეთის და მედიის მფლობელის შემოსავლების გაზრდას  ნიშნავს. ვირტუალიზაცია მედიის ეფექტურობას გაარმაგებს, კერძოდ, ინფორმაციის მიწოდების თვითღირებულება შემცირდება და გაიზრდება რეაქცია, გამოხმაურება პუბლიკაციაზე. ეს ყველაფერი კი მოიტანს მოგებას.  გაიხსენეთ, რომ მედიასაშუალებების შემოსავლების დიდი ნაწილი ფორმირდება პირდაპირ რეკლამიდან და პროდუქტის (გაზეთი, ჟურნალი) გაყიდვებიდან მიღებული შემოსავლებიდან. გაყიდვებიდან მიღებული შემოსავლების დაკარგვა მნიშვნელობას შესძნეს შემოსავლების გაზრდას რეკლამიდან, რომელიც დამოკიდებული იქნება ინფორმაციის ხარისხზე, აუდიტორიის გადახდისუნარიანობაზე.  ადრე მედია იყო სატრანლაციო, ახლა ის აუდიტორიის მიმზიდველი გახდა. ახალი  ამბავი თავად ნადირობს ადამიანზე, თუმცა შემცირებული კონტენტით. კონტენტი აღარ არის მეფე. მეფე ხდება ნავიგაცია. მედიის პატრონი, კონტენტის  შექმნასთან ერთად, ნავიგაციის მწარმოებელიც ხდება.


- ამბობენ, მედია საზოგადოების სახეა, თქვენ რამდენად ეთანხმებით?
-
წარმოიდგინეთ მსოფლიო მედიის გარეშე!  წარმოიდგინეთ? ეს ხომ წარმოუდგენელია! მედია თავადაც მაინც იმ საზოგადოების ტრენდია (ამ შემთხვევაში სიტყვა „ტრენდი“ გამოვიყენე და არა „მარგალიტი“) სადაც იხარშება და შემდეგ მას აგემოვნებენ. რამდენად „გემრიელი“ და „სასარგებლოა“,  ამას ისევ საზოგადოება წყვეტს. მთავარი პრინციპი ერთია -  მისგან არავინ „მოიწამლოს“. შეიცვლება მოთხოვნები თავად ჟურნალისტის მიმართ, კერძოდ, პროფესიონალ ჟურნალსიტს უნდა გააჩნდეს მულტიმედიური უნარები - მასალის შექმნის შესაძლებლობა ნებისმიერი მედიასაშუალებისთვის. ანუ მასალა შესთავაზოს გაზეთსაც, ქსელურ გამოცემასაც და სატელევიზიო არხსაც.  ვინც პირველი შექმნის უნივერსალური ხასიათის საინფორმაციო პროდუქტს, რომელიც მთლიანად ითვალისწინებს ინდივიდის მოთხოვნის მაქსიმუმს - დაწყებული სურსათის, ტანსაცმლის შესყიდვიდან, საძიებო სისტემიდან (სად, რა, როდის) და დამთავრებული უსაფრთხოებაზე, აქტუალურ ინფრომაციაზე და თვითრეალიზაციაზე მოთხოვნის დაკმაყოფილებით - სწორედ ის იქნება „მსოფლიოს მმართველი“. პრაქტიკაში ეს შესაძლოა ერთიან საძებო ინტერფეისში გამოიხატოს - ვებ-გვერდში, რომელზეც სახლიდან გაუსვლელად შესაძლებელი იქნება ყველაფრის პოვნა, მათ შორის, საინტერესო, აქტუალური, მნიშვნელოვანი ინფორმაციისა. სწორედ ამ მიმართულებით დაიწყო განვითარება 2015 წელს მედიაინდუსტრიამ და გააგრძელდება 2016 წელსაც.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?