„ჩემი ოცნება NBA-ში თამაშია“ - 20 წლის ქართველი კალათბურთელი ზეზვა ლილუაშვილი უკვე ამერიკაშია

მოზაიკა

17 მარტი 17:50, 2016 წელი

როდესაც ამერიკაში ვამბობ, რომ საქართველოდან, ჯორჯიადან ვარ, ყველას ჯორჯიის შტატი ჰგონია. მე კი ვუხსნი, რომ არსებობს ერთი პატარა ქვეყანა, რომელსაც საქართველო ჰქვია და არავის შტატი არ არის...

სულ რაღაც, ერთი წლის წინ საკალათბურთო კლუბ „დინამოს“ მოთამაშე ზეზვა ლილუაშვილით ორგანიზაცია „ImPossible Training“-ის ხელმძღვანელი მიკა ლანკასტერი დაინტერესდა, ამერიკიდან მოწვევაც გამოუგზავნა და მისი პატრონაჟიც იკისრა.

დღეს ზეზვა „SandHills“-ის წარმატებული სტუდენტია და იქ სრული დაფინანსებით სწავლობს. ეს საზოგადოებრივი კოლეჯი ჩრდილოეთ კაროლინის შტატში მდებარეობს და იმ ამერიკული კოლეჯების ტოპ-ათეულშია, რომლებსაც კალათბურთის დიდი ტრადიცია აქვთ.  
ზეზვას საუკეთესო შედეგები აქვს - მან მთელს ასოციაციაში ყველაზე მაღალი, მაქსიმალური ჯიპიეი (4.0) მიიღო. ასევე NJCAA-ს საუნივერსიტეტო ლიგაში კალათბურთს წარმატებით თამაშობს და კარიერული წინსვლისთვის უდიდესი პერსპექტივა აქვს.

სანამ ზეზვას ამერიკელები შეამჩნევდნენ, საქართველოშიც ბევრი იშრომა.
თამაში 6 წლის ასაკში დაიწყო. ზეზვა წარმოშობით ქუთაისიდან არის და კალათბურთში პირველი ნაბიჯებიც იქ გადადგა. მისი პირველი მწვრთნელები ირინა მელქაძე და ია გოგლიჩიძე იყვნენ.
15 წლის ასაკში ზეზვა თბილისში გადმოვიდა, საკალათბურთო აკადემიაში გელა წულაძესთან, რომელმაც სპორტსმენის ნიჭი კიდევ უფრო განავითარა. ზეზვამ საკალათბურთო აკადემიაში ორი წელი გაატარა.
მალე მისი მონაცემებით საკალათბურთო კლუბი თბილისის „დინამო“ დაინტერესდა და თავის რიგებში სათამაშოდ მიიწვია. 17 წლისამ „დინამოში“ აქტიური თამაში დაიწყო. გუნდს სათავეში ედგნენ ირაკლი ხოშტარია, მამუკა ტურაშვილი და ალეკო ორმოცაძე.
ყველა ასაკობრივ ნაკრებში ითამაშა და პროფესიონალურ ლიგაშიც მოსინჯა ძალა. გამოცდილ კალათბურთელებთან ერთად პარკეტზე გასვლა ყველა მისი თანატოლის ოცნება იყო, ზეზვას კი ეს რეალურად აუსრულდა. თუმცა ასეთი შედეგი დაუღალავი შრომის ფასად მოვიდა.
ზეზვა მზად იყო ახალი გამოწვევებისთვის.
გამოწვევა კი, არც მეტი, არც ნაკლები, აშშ-დან მიიღო...

რაც შეეხება ახალგაზრდა კალათბურთელის სამომავლო გეგმებს:
„რა თქმა უნდა, როგოც ყველა კალათბურთელის, ჩემი ოცნებაც NBA-ს (ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციის) რომელიმე გუნდში თამაშია. ვნახოთ, ყველაფერს მომავალი გვიჩვენებს (იღიმის). როცა სხვას ღამით ან დილით სძინავს, შენ ამ დროს უნდა იშრომო, რათა სხვაზე მეტს მიაღწიო. მაქსიმალისტი ვარ და რასაც ვაკეთებ, ვცდილობ, მაქსიმუმი შედეგი მივიღო. გაჩერებას ნამდვილად არ ვაპირებ.“


ზეზვას სურვილია, მომავალში თავისი ცოდნა და გამოცდილება  ქართველ ბავშვებს გაუზიაროს:
„ საქართველო ჩემი ქვეყანაა და მინდა, ყველა იცნობდეს. როდესაც ამერიკაში ვამბობ, რომ საქართველოდან, ჯორჯიადან ვარ, ყველას ამერიკის ჯორჯიის შტატი ჰგონია. მე კი ვუხსნი, რომ არსებობს ერთი პატარა ქვეყანა, რომელსაც საქართველო ჰქვია და არავის შტატი არ არის. ვისურვებდი, ქართველებს იმდენი კარგი რამ გაგვეკეთებინოს და ისეთი დრო მოსულიყოს, რომ უცხოელებს ეს კითხვა აღარ გასჩენოდეთ. მე კი ვეცდები, ჩემი ქვეყანა დიდ ასპარეზზე გავიტანო და უკეთ გავაცნო იმ ადამიანებს, რომლებსაც ქვეყანა საქართველო ამერიკის ჯორჯიის შტატში ერევათ. თქვენი ჟურნალის მეშვეობით კი მოვიკითხავ სამშობლოს, ჩემს ოჯახსა და შეყვარებულს. ძალიან მომენატრეთ და მაისში ჩამოვალ.“
- ზეზვა, როგორ აპირებ ცხრა მთას იქით სასიყვარულო ურთიერთობის გაგრძელებას?
- მართალია, მე და ჩემს შეყვარებულს ცოტა რთული პერიოდი გვაქვს, მაგრამ ყველაფერს ერთად ვუმკლავდებით და ერთიანი სამომავლო გეგმებიც გვაქვს. ყველაფერი ისე დალაგდება, როგორც ჩვენ გვინდა (იღიმის). 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?