პროფესიონალი ექიმი, რომელიც ხშირად პაციენტის ბოლო იმედია

მოზაიკა

29 მარტი 16:00, 2016 წელი

ბავშვობიდან ჟურნალისტობაზე ოცნებობდა. სკოლის პერიოდში ლექსებსა და ნოველებს წერდა, რომლებიც ლიტერატურულ ალმანახებში იბეჭდებოდა. სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩააბარა. თუმცა, მაშინ საზოგადოებისთვის წარმოუდგენელი იყო, ოქროსმედალოსანს, ექიმობის გარდა, სხვა პროფესიაზე ეფიქრა...


დღეს ნინო ქანთარია „დავით გაგუას კლინიკაში“ ექიმი რეპროდუქტოლოგი და მეან-გინეკოლოგია.
სამედიცინო ინსტიტუტში სწავლა ნინომ ოჯახის რჩევით განაგრძო. ინსტიტუტის დასრულებისთანავე იოსებ ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში იწყებს მუშაობას.
2011-2012 წლებში ინ ვიტრო განაყოფიერებისა და რეპროდუქტიული ჯანმრთელობის კლინიკა „ინ ვიტროს“ ექიმია.
2012 წლიდან კი „დავით გაგუას კლინიკაშია“.
დღეს პროფესიონალი და გამოცდილი ექიმი ხშირად პაციენტების ბოლო იმედია:
- ჩემზე არანაირი სტრესი ისე ძლიერ არ მოქმედებს, როგორც პაციენტების უიმედო მდგომარეობა. როდესაც ჩემთან ათი-თხუთმეტი წლის ნაწვალები პაციენტი მოდის, რომელმაც მკურნალობისთვის ყველაფერი გაყიდა, ჩემს იქით გზა აღარ აქვს და მეც ვხვდები, რომ ვეღარაფერს გავუკეთებ, აი, ამ დროს მთელი დღე წაშლილი მაქვს. ტყუილის თქმა, რა თქმა უნდა, არ შეიძლება. მყოლია პაციენტები, რომლებიც ისე დაფეხმძიმებულან, მათთვის არაფერი გამიკეთებია. ჩემთან მოსულს უკვე იმის რწმენა ჰქონდათ, რომ ჩემგან წასულს შვილი ეყოლებოდათ და, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ასეც მომხდარა. ზოგჯერ მიხუმრია კიდეც, მე შელოცვა კი არ ვიცი-მეთქი და მეუბნებიან: კი, ნინო ექიმო, იცით, იცითო (იღიმის). რწმენას ძალიან ბევრი შეუძლია. დღემდე ყველა პაციენტის სახელი და გვარი მახსოვს, სხვა დანარჩენი - არაფერი... (იღიმის).

- თქვენმა მადლიერმა პაციენტებმა შექმნეს ფეისბუკგვერდი „ჩვენ გვიყვარს ნინო ქანთარია“. ეს ბევრ რამეზე მეტყველებს...
- იცით, როცა მითხრეს, რომ ჩემი ფანგვერდი იყო შექმნილი, ყურადღება დიდად არ მიმიქცევია, სანამ უშუალოდ არ მანახეს (იღიმის). რა თქმა უნდა, სასიამოვნოა და ეს ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. ზღვარგადაჭარბებული ერთგულება შემიძლია და თვითკრიტიკულიც ვარ. შეიძლება, სხვამ მიიჩნიოს, რომ ეს კარგია, მაგრამ ამავდროულად ძალიან რთულია, რადგან მუდმივად საკუთარი თავის განვითარებაში ვარ. 

- პირადი ცხოვრებისთვის თუ გრჩებათ დრო? 
- თითქმის აღარ მრჩება. სამუშაო დღის შემდეგაც ჩემი პაციენტებით ვარ დაკავებული (იღიმის). ვცდილობ, როცა თავისუფალი დრო გამომიჩნდება, ოჯახთან ერთად გავატარო. სახლში დამხმარე ქალიც მყავს, მაგრამ მაინც ყველაფერს მე ვაკეთებ. კულინარია ძალიან მიყვარს და სამზარეულოში ფუსფუსიც შესანიშნავად გამომდის. 
ჩემი მეუღლე იურისტია. ორი შვილი მყავს. გოგომ ექიმის პროფესია აირჩია, ბიჭი მამის კვალს გაჰყვა. უკვე ერთი შვილიშვილიც მყავს.
ჩემს კაცებს (მეუღლეს, შვილსა და შვილიშვილს) უყვართ, როდესაც სამზარეულოში მხედავენ. მეც ვცდილობ, ჩემი ოჯახის წევრები ვასიამოვნო. აუცილებლად პერანგებიც მე უნდა გავუუთოო, რადგან მათ სწორედ ჩემი გაუთოებული ტანსაცმელი უნდათ. ჩემთვის ერთადერთი განტვირთვის წყაროა წერა. ჯერჯერობით მხოლოდ ჩემთვის ვწერ, მაგრამ, ალბათ, მოვა ის დრო, როდესაც ჩემი ნაწერები დღის სინათლეს ნახავს. ამ ეტაპზე კი ამისთვის მორალურადაც არ ვარ მზად.


- ანუ თქვენი ოჯახი შეგუებულია იმას, რომ დედა ყოველთვის პაციენტების სადარაჯოზეა?
- თავიდან ჰქონდათ პროტესტის გრძნობა, შემდეგ კი შეეჩვივნენ. ჩემი მეუღლე ყოველთვის გვერდში მიდგას. პროტესტის გრძნობა მხოლოდ მაშინ უჩნდება, როდესაც ღამის ოთხ საათზე პაციენტები აბსოლუტურად არაადეკვატური კითხვებით მომმართავენ (იღიმის).
ჩემი მეუღლეც, პროფესიიდან გამომდინარე, ყოველთვის ძალიან დაკავებულია და მეც პატივს ვცემ მის საქმეს.
მთელი ცხოვრება მინდა, სიკეთე ვაკეთო. როდესაც ტაძარში შევდივარ, პირჯვარს ვიწერ და ღმერთს ვთხოვ, ჩემი პაციენტები, ჩემი შვილები და შვილიშვილი მიმყოფოს კარგად. აი, სწორედ ესაა ჩემი პაციენტებთან ურთიერთობა.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?