ნარდის მოთამაშე ვარსკვლავები და ცნობილი ადამიანები

მოზაიკა

31 მარტი 12:10, 2016 წელი

როგორც 1930-იან და 70-იან წლებში, ვარსკვლავები და ცნობილი ადამიანები ნარდის თამაშით დღესაც მოხიბლულები არიან...

30-იანებში „მეფეების თამაშს“ განსაკუთრებულად ელიტური სტატუსი ჰქონდა - ქერი გრანტი, ჯოან კროუფორდი და ფრედ ოსტერი პირდაპირი მნიშვნელობით დამოკიდებულები იყვნენ ამ თამაშზე.
70-იან წლებში, baby boomer-ების თაობა ნარდს სოციალიზაციის ძალიან მნიშვნელოვან კომპონენტად მიიჩნევდა. ამავდროულად, ლუსილ ბოლი, ომარ შარიფი და playboy-ს დამაარსებელი ჰიუ ჰეფნერი ნარდს აქტიურად თამაშობდნენ და 30-იანების გლამურს ინარჩუნებდნენ.


დღეს ნარდი კვლავ აქტუალურია!
მას თამაშობენ ისეთი საერთაშორისო ვარსკვლავები, როგორებიც არიან ლეონარდო დი კაპრიო, პამელა ანდერსონი, კირა ნაითლი, ჯული ბოუენი, ტობი მაგუაირი, სიენა მილერი.


რაც შეეხება საქართველოს, ფაქტი, რომ ნარდი ქართული კულტურის განუყოფელი ნაწილია, ყველასთვის ცნობილია.
„ევროპა ბეთი“ მაისში, „ნარდის კლუბთან“ ერთად, ატარებს საერთაშორისო ტურნირს  „ნარდის მსოფლიო თასი“ , რომლის საპრიზო ფონდი 125,000 აშშ დოლარია.
აღნიშნული ჩემპიონატი, მონაკოსა და კვიპროსის თასის შემდეგ, მსოფლიოს ნარდის სამყაროში რიგით მესამე ყველაზე პრესტიჟული შეჯიბრია და მის ფარგლებში თბილისს ბევრი ცნობილი და წარმატებული მსოფლიო დონის მონარდე ეწვევა.
მსურველებს ჩემპიონატის ბილეთების შეძენა და „ევროპა ბეთზე“ ნარდის უფასო სატელიტების თამაში შეუძლიათ.


  



  1. ლეონარდო დი კაპრიო ლოს ანჟელესში მდებარე ბარ Goal Sports-ში სიგარას ეწევა და ნარდს თამაშობს. 2010 წელი.




  2. Playboy-ს დამფუძნებელი ჰიუ ჰეფნერი ნარდზე შეყვარებულია. მისი ნარდის თამაშის დროს გადაღებული პირველი ფოტო ჟურნალ Paris Match-ში, 1993 წლის 1 იანვარს გამოაქვეყნეს.



  3. ფრედერიკ მარში და ფლორენს ელდრიჯი ნიუ-იორკის უბან გრეით ნეკში. სავარაუდოდ, თავიანთი ფილმის - Les Misérables-ის პრომოუშენის პერიოდი.



  4. გლენ გლოსი ნარდის თამაშის დროს. Google-ის საინაგურაციო ბალი, 2009 წლის იანვარი.



  5. ამერიკელი რეჟისორი, სცენარისტი, მსახიობი და პროდიუსერი ჯონ ჰიუსტონი თავისი ფილმ „Wise Blood“-ის გადაღებაზე.



  6. ამერიკელი ტელეწამყვანი ბობ ვილა ფრანგულ, ანტიკვარულ ნარდის მაგიდასთან ისვენებს. წამყვანის პენტჰაუსი მანჰეტენზე, 2004 წელი.



  7. ედგარ ჰუვერი და მისი FBI-ს აგენტები, ახალი დეპარტამენტის ბიუროს დაგეგმარებისას. მაიამი, ფლორიდა, 1937 წელი. ჰუვერის მოწინააღმდეგე მოთამაშე - FBI-ს ასოცირებული დირექტორი კლაიდ ტოლსონი.



  8. ჯორჯ ბერნსი და გრეისი ალენი, 1935 წლის 25 იანვარი. თავიანთი ფილმ „Love in Bloom“-ის გადაღებაზე, შესვენების დროს.



  9. შარლიზ ტერონი ფილმ The Italian Job-ის გადაღებაზე, შესვენების დროს ნარდს თამაშობს. 2003 წელი.



  10. „შესანიშნავი შვიდეულის“ ვარსკვლავი იულ ბრინერი ცოლთან დორის კლეინერთან ერთად საკუთარ სახლში, 1961 წელი.



  11. მიკ ჯაგერი და ჯერი ჰოლი ბარბადოსში, 1983 წელი (ამ დროს ჯერი ჯაგერის ბავშვზე ფეხმძიმედაა).



  12. მარლენ დიტრიხი თავის სახლში, ნარდის სათამაშო მაგიდასთან. ბევერლი ჰილსი, კალიფორნია, 1932 წელი.



  13. პამელა ანდერსონი იახტაზე საკუთარ ნარდის საქველმოქმედო ტურნირს მასპინძლობს: მონტე-კარლო, 2014 წლის 16 მაისი.



  14. დაიანა როსი ნარდის თამაშის დროს.



  15. ჩარლი ჩაპლინი და პოლეტ გოდარი ჩაპლინის იახტაზე. პანაცეას სანაპირო, 1933 წელი.



  16. ბარონ ვერნონ ბოლი და მუჰამედ ალი ნარდის თამაშის დროს. პუერტო რიკო, 1976 წელი. იმ წელს ბარონი ნარდის მსოფლიო ჩემპიონი, ალი კი — მძიმე წონებში კრივის ჩემპიონი გახდა.



  17. ომარ შარიფი ახალგაზრდობიდან ნარდზე შეყვარებული იყო. მისი სახელობის ტურნირებიც არსებობს, 70-80-იან წლებში შარიფის სახელს ამ თემაზე უამრავი წიგნის და ნარდის სხვა ღონისძიებების პრომოუშენისთვის იყენებდნენ.



  18. რეჟისორი ჯონ ჰიუსტონი და პოლ ნიუმანი შესვენების დროს. Warner Brothers-ის ფილმ The Mackintosh Man -ის გადაღებაზე. 1973 წელი.



  19. ჟაკლინ კენედი-ონასისი ნარდის მსგავს Counterstrike-ს თამაშის გამომგონებელ როჯერ ტუკერმანს ეთამაშება. 1975 წელი. უკანა პლანზე: პირველი ლედის საზოგადოებრივი მდივანი ლეტიცია ბალდრიჯი და თეთრი სახლის პერსონალური ასისტენტი ნანსი ტუკერმანი.



  20. ბობ დილანი ტურის - Rolling Thunder Revue-ს დროს კულისებს მიღმა, შესვენებაზე. 1975 წელი.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?