„საკონდიტრო ART“ და ყავა პროფესიონალებისგან ჩვენთვის

მოზაიკა

4 აპრილი 14:00, 2016 წელი

საკონდიტრო საქმეში კრეატიულობა რომ აუცილებელია, ხოლო გემრიელი ყავისთვის, მარცვლების ხარისხთან ერთად, არანაკლებ მნიშვნელოვანია სწორად მომზადება, ამაზე არავინ დაობს, ჩვენ სხვა ამბავი უნდა გაცნობოთ...


საკონდიტრო ხელოვნების პოპულარიზაციისთვის სუპერმარკეტების ქსელი „სმარტი“, რომლის კრეატიული კონდიტერ-დიზაინერებიც ნებისმიერი დიზაინის ტორტებს ამზადებენ,
ახალ კამპანიას იწყებს - „საკონდიტრო ART“-ს, რომლის მიზანია კონდიტერ-დიზაინერების საქმიანობის დაფასება.
„სმარტი“ განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს საკუთარ საკონდიტრო წარმოებას, ამიტომაც „სმარტის“ კონდიტერები მუდმივად გადიან პროფესიულ მასტერკლასებს საერთაშორისო გამოცდილების მქონე კონდიტერებთან და მომხმარებლისთვის უმაღლესი ხარისხისა და გემოვნური თვისებებით გამორჩეული, ულამაზესი ტორტებისა თუ დესერტების შეთავაზებით წვლილი შეაქვთ კულინარიის დარგის განვითარებაში, - აცხადებს „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე. მისივე თქმით: „სმარტის“ „საკონდიტრო ART“ გრძელვადიანი პროექტია, რომლის ფარგლებშიც ჩვენ არაერთხელ შევეცდებით, დავამტკიცოთ, რომ ჩვენი კონდიტერების მიერ შესრულებული ტორტები ისეთივე შემოქმედებით შრომას ითხოვს და დასაფასებელია, როგორსაც თავად ხელოვნება“.


კამპანიის ფარგლებში „სმარტის“ ვაკის სუპერმარკეტში თანამედროვე მხატვრებისა და „სმარტის“ კონდიტერ-დიზაინერების მიერ შესრულებული ტორტების  საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. „სმარტის“ კონდიტერ-დიზაინერებმა ტორტები პოპულარული რეპროდუქციებით მოხატეს, თანამედროვე მხატვრებმა კი თავისუფალ თემად „ოჯახი, მზრუნველობა“ აირჩიეს და ტორტებიც  თავისი შეხედულებისამებრ გააფორმეს.
ტორტების გაყიდვიდან შემოსული თანხა სოციალურად დაუცველ 14-სულიან ოჯახს წინასააღდგომოდ გადაეცემა.


„სმარტის“ სლოგანია „ხარისხი დეტალებში“. შესაბამისად, „სმარტის“ სუპერმარკეტები უმაღლესი ხარისხის პროდუქტების ფართო არჩევანითა და მომსახურების თანამედროვე სტანდარტებით გამოირჩევა. „ვისოლ ჯგუფმა“ „სმარტის“ ქსელის განვითარება 2010 წელს დაიწყო და დღეისთვის თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში „სმარტის“ 16 სუპერმარკეტი ფუნქციონირებს.


„დანკინ დონატსი“ კი მომხმარებლებს ესპრესოზე დამზადებულ, გამორჩეული ხარისხის იტალიურ ყავას სთავაზობს. ყავა, რომელიც „დანკინ დონატსის“ რესტორნებში იყიდება, 100% არაბიკას ყავის მარცვლებზეა დამზადებული და უმაღლესი ხარისხისაა.
საქართველოში მაღალი ხარისხის ყავის შესათავაზებლად „დანკინ დონატსის“ პერსონალს მასტერკლასები საერთაშორისო ექსპერტმა, ბარისტებს შორის მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა სტავროს ლამპრინდისმა ჩაუტარა. 
ამავდროულად, 4 აპრილიდან „დანკინ დონატსის“ ყავის პროდუქტების მენიუს სტავროს ლაპრინდისის მიერ შექმნილი მოკა და მაკიატო დაემატება.


„საერთაშორისო ექსპერტ სტავროს ლამპრინდისის მასტერკლასები  შესაძლებლობას მოგვცემს, კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე ავიყვანოთ ყავის ხარისხი. გემრიელი ყავის მისაღებად, ყავის მარცვლების ხარისხთან ერთად, არანაკლებ მნიშვნელოვანია ყავის სწორად დამზადება. სტავროსის მასტერკლასები და „დანკინ დონატსის“ 100% არაბიკას მარცვლებზე შექმნილი იტალიური ყავა იქნება ის სინთეზი, რომელიც „დანკინის“ ყავას საბოლოოდ ძალიან მყარად დაამკვიდრებს საქართველოში. ჩვენი ამოცანაც სწორედ ის არის, რომ საქართველოში ყველაზე მაღალი ხარიხის ყავა „დანკინ დონატსის“ რესტორნებში იყიდებოდეს“, - ამბობს „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე.


ცნობისთვის - საერთაშორისო ექსპერტი სტავროს ლამპრინდისი ბარისტთა 12 საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული და ლაურეატია.


„მეტი ქართული პროდუქტის“ ინიციატივის ფარგლებში“ „დანკინ დონატსის“ რესტორნებში მომხმარებელს საშუალება აქვს, დააგემოვნოს ყოველდღიურად ახალი, უმაღლესი ხარისხის ქართული პროდუქტები - ხაჭაპური, ლობიანი, კარტოფილისა და ხორცის ღვეზელები, პანინის სენდვიჩები, ბრიოშის ფუნთუშაზე შექმნილი ბურგერები, იტალიურ ესპრესოზე დამზადებული ყავის პროდუქტების ფართო ასორტიმენტი და სხვ. 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?