წარმატებული ბარმენის Lifestyle: ალექს ფორჩხიძე

მოზაიკა

22 ივნისი 16:10, 2016 წელი

Tullamore Dew-ის ახალი გამოწვევა ცნობილი ქართველი ბარმენების წარმატების ისტორიებია. სოციალურად აქტიური თბილისელებისთვის კარგად ნაცნობი ბარმენები ქალაქის ცენტრში მდებარე, მყუდრო, ორიგინალური ინტერიერის ბარში GIN garden-ში მივიწვიეთ და მათ კარიერაში გადამწყვეტი მომენტების შესახებ გავესაუბრეთ.


ალექს ფორჩხიძეს ყველაზე კარგად დიჯეი-ბარ „ლაბორატორიით“ იცნობენ. თბილისში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ბარმენია და ჩვენს რეალობაში ბევრი საავტორო და საერთაშორისო კოქტეილი დაამკვიდრა. თავისუფალ დროს მოგზაურობს, გატაცებულია ფოტოგრაფიით. სწორედ შემოქმედებითი აზროვნების დამსახურებით, მისი ორიგინალური კოქტეილები თბილისში ბესთსელერები გახდა.


ალექსის კარიერა 2003 წლიდან დაიწყო: მოულოდნელად სამსახურიდან წამოვიდა. ურეკში „იმედის ქალაქი“ იხსნებოდა, სადაც მეგობარმა ბარმენად მუშაობა შესთავაზა. სეზონის დასრულების შემდეგ, თბილისში რომ დაბრუნდა, სხვადასხვა გასართობ დაწესებულებაში დასაქმდა. მიაჩნია, რომ გაუმართლა და ისეთ ადგილებში მოხვდა, სადაც განვითარების შესაძლებლობა ჰქონდა. საკუთარ თავს თვითნასწავლად მიიჩნევს. ამბობს, რომ წარმატებულ ბარმენს აუცილებლად ჰყავს ერთგული მომხმარებლები, რომლებიც ამა თუ იმ დაწესებულებაში სწორედ ბარმენის დამსახურებით დადიან.


- რა სიახლეები დანერგე საქართველოში? რომელია შენი საფირმო კოქტეილი?
- ძირითადად, კლასიკური კოქტეილების კეთება მიყვარს. საავტოროს რაც შეეხება, მაგალითად, „ლაბორატორიაში“ მცირე ზომის კოქტეილების სერია შევქმენი, რომლებიც სინჯარებში ესხა და 1 სინჯარის ფასი 1 ლარი იყო. საკმაოდ გემრიელები გამოვიდა, თანაც ძალიან კარგად იყიდებოდა. ვფიქრობ, მარკეტინგულად კარგი გათვლა იყო. ერთ-ერთი მათგანი - Apple Pie - არყის, ვაშლის წვენისა და დარიჩინისგან შედგებოდა. დღეს ეს კოქტეილები სხვადასხვა ადგილებში მხვდება. ასევე, პირველად საქართველოში, „ლაბორატორიაში“ Adios M.F.-ი გავაკეთე.


- ვისკით თუ გაგიკეთებია კოქტეილი?
- დიახ. ძალიან მიყვარს კლასიკური კოქტეილი Old-Fashioned-ი. ისიც „ლაბორატორიაში“, დაახლოებით, 2012 წელს გავაკეთე. ერთ-ერთი უძველესი კოქტეილია, 30-იანი წლების ამერიკაში ძალიან პოპულარული იყო. სერიალი „Mad Men“ თუ გინახავთ, გაგახსენდებათ, მისი გმირები, რამდენიმე ტრადიციულ კოქტეილთან ერთად, Old-Fahsioned-საც რომ მიირთმევენ. ამ სერიალში, სხვათა შორის, ბევრი მივიწყებული კოქტეილი გააცოცხლეს. 
ასევე, ვისკის ბაზაზე დამზადებული ერთ-ერთი უძველესი კოქტეილია Sazerac, რომელიც ადრე კონიაკით კეთდებოდა, მის ამერიკულ ვერსიაში კი კონიაკი ვისკიმ ჩაანაცვლა. შემიძლია, დარწმუნებით გითხრათ, რომ „ლაბორატორიაში“ ყველაზე მაგარი Sazerac-ის დაგემოვნება შეგეძლოთ. დღეს ამ კოქტეილს საქართველოში ვერსად დალევთ, რადგან ბიტერი Peychaud-ი, რომლითაც ის მზადდება, ჩვენთან არ იშოვება, მე ძველი მაქვს შემორჩენილი. მთლიანობაში, Sazerac-ის ინგრედიენტებია ვისკი, ძალიან ცოტა აბსენტი, Peychaud-ის ბიტერი, ერთი ნატეხი შაქარი და ფორთოხლის წვენი.


- რისგან არის დამზადებული ტარანტინოს „კრიმინალურ საკითხავში“ 5-დოლარიან კოქტეილი, რომელსაც ვინსენტ ვეგა და მია ვოლასი უკვეთავენ? პინა კოლადა ხომ არ არის?
- არა, ის ჩვეულებრივი მილქშეიკია. უალკოჰოლო რომ არის, ამიტომაც უკვირს ვინსენტს, 5-დოლარი რატომ ღირსო...


- თბილისის რომელი კლუბი გიყვარს ყველაზე მეტად?
- ყველა კლუბს თავისი ისტორია აქვს, გამორჩევა გამიჭირდება. მიყვარდა „2 side“, „Switch“. ამ ეტაპზე „მტკვარზე“ მომწონს, „გალერიშიც“ ბევრი კარგი ღონისძიება ტარდება. ახლა უკვე „ბასიანი“ გაჩდა, იქ სულ სხვა ატმოსფეროა, კვირაში ან 2 კვირაში ერთხელ მაინც დავდივარ ხოლმე.


- შენი პროფესია, გემრიელი სასმელის დამაზადებაზე არანაკლებად, სოციალიზაციის უნარებს მოითხოვს. ვინ იყო შენი სტუმრებიდან ყველაზე დასამახსოვრებელი?
- რამდენიმე უცნაური სტუმარი მახსოვს. ერთი-ერთი მათგანი თავისი ისტორიით დამამხსოვრდა: მიყვებოდა, საქართველოში ესპანელი  მუსიკოსები - „გუანტარამერა“ ტიპები იყვნენ ჩამოსულიო (იცინის). კიდევ ერთი ადამიანი მახსოვს, რომელიც ხშირად დადიოდა „Zen“-ში. მასთან კონტაქტში ვერაფრით შევდიოდით. თითო მოსვლაზე 3-4 ბოთლ არაყს მაინც სვამდა ხოლმე და არავის სცემდა ხმას. ზოგადად, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ბევრ საინტერესო ადამიანს ვხვდები და საინტერესო ისტორიებს ვისმენ. თანაც, მნიშვნელოვანია, რომ ეს ადამიანები ძალიან პირადულ ამბებს მიზიარებენ.


- როგორია შენი ცხოვრება ბარს მიღმა? რას აკეთებ მაშინ, როდესაც სტუმრები ვერ გხედავენ?
- ფოტოების გადაღება მიყვარს - მხოლოდ, ფირით. რაღაცებს სოციალურ ქსელშიც ვაქვეყნებ-ხოლმე. ძალიან მიყვარს, ასევე, საქართველოში მოგზაურობა. როცა საშუალება მაქვს, უცხოეთშიც დავდივარ. თითქმის მთელი საქართველო მოვლილი მაქვს. რაღაც ადგილამდე მანქანით ჩავდივარ ხოლმე, შემდეგ გზას ფეხით ვაგრძელებ, კარვებითაც ვმოგზაურობ.


- განსაკუთრებით რომელი კუთხე მოგწონს?
ძალიან მიყვარს სვანეთი, რაჭა, თუმცა განსაკუთრებით მაინც - მესხეთი. იქ სულ სხვანაირი, ხრიოკი პეიზაჟებია. ბევრი უნიკალური ძეგლია შემორჩენილი, რომლებსაც სხვაგან ვერ ნახავთ: მონათა ბაზარი; სოფელ საროში მდებარე 4000 წლის წინანდელი ციკლოპური წყობის, პირამიდის ფორმის ნაგებობა; კათოლიკური სოფელი ხიზაბავრა, სადაც დგას მე-19 საუკუნის ეკლესია, სახელად „იესოს გული“. საქართველოს სხვა სოფელში კათოლიკური ეკლესია ნამდვილად არ მინახავს… მესხეთში ბევრჯერ ვარ ნამყოფი, მეგობრებიც გავიჩინე და ახლა უკვე მათთან ჩავდივარ ხოლმე. ხერთვისის ციხესთან ძალიან საინტერესო ადამიანი გოჩა ციხელაშვილი გავიცანი. ის მართლაც ცოცხალი ენციკლოპედიაა, ძალიან საინტერესო ამბებს გვიამბობს ხოლმე, ბევრი ლეგენდა იცის.


- როგორ ფიქრობ, შენი წარმატება შემოქმედებითი აზროვნების უნარის დამსახურებაა? განგასხვავებს ეს უნარი სხვა ბარმენებისგან?
- ალბათ, კი. ყველას ხომ თავისი ხედვა აქვს. ალბათ, სხვებზე მეტად, ექსპერიმენტების მოყვარული ვარ. youtube-ზე ხშირად სხვადასხვა გაკვეთილს ვნახულობ, იქ, მართლაც, უდიდესი ინფორმაციაა. მიმაჩნია, რომ თუ ბარმენობა გინდა, შენი საქმე უნდა გიყვარდეს და არ გაჩერდე. დღესდღეობით ძალიან ბევრ ბარმენს შეხვდებით, რომლებიც გეტყვიან, რომ ბარმენად დროებით მუშაობენ, მომავალში კი მინისტრობას აპირებენ (იცინის). 10-იდან 8 შემთხვევაში ძირითადად ასეც ხდება, თუმცა, მსგავსი მიდგომით წარმატებას ვერ მიაღწევ! ის, ვინც საკუთარ საქმეს დროებითად აღიქვამს, ვერასდროს განვითარდება.










დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?