წარმატებული ბარმენის Lifestyle-ი: ქეთი გიგაური

მოზაიკა

26 ივლისი 15:30, 2016 წელი

 Tullamore Dew-ის ახალი გამოწვევა ცნობილი ქართველი ბარმენების წარმატების ისტორიებია. თბილისელი სოციალური პერსონებისთვის კარგად ნაცნობი ბარმენები ქალაქის ცენტრში მდებარე, მყუდრო, ორიგინალური ინტერიერის ბარში - GIN garden-ში მივიწვიეთ და მათი კარიერის გადამწყვეტი მომენტების შესახებ გავესაუბრეთ.


ქეთი
გიგაური 3 წელია, რაც ბარმენია. არქიტექტურის ფაკულტეტზე სწავლობდა, მუშაობის დაწყების გადაწყვეტილება საკმაოდ სპონტანურ გარემოში რომ მიიღო:
„ახალ წელს, ოჯახის წევრებთან ერთად, შარდენზე გასეირნება გადავწყვიტე. „ელ ცენტროში“ მივედით და ძალიან მომეწონა იქაური სიტუაცია - კლუბის ეპიცენტრი ბარს რომ წარმოადგენდა. ბარმენების მუშაობას დიდხანს ვაკვირდებოდი და მამიდამ მითხრა, თუ ასე მოგწონს, რატომ არ გინდა, შენც სცადოო. რჩევა ჭკუაში დამიჯდა. მაშინვე ვიკითხე, ახალი თანამშრომლის აყვანას ხომ არ გეგმავდნენ ან ბარმენის პროფესიის შესწავლა სად შემეძლო. აღმოჩნდა, რომ დამხმარე მართლაც სჭირდებოდათ და მეც მაშინვე დავთანხმდი. სხვათა შორის, ყველაფერი საკმაოდ სწრაფად - 3-4 თვეში ავითვისე. მიმაჩნია, რომ ჩვენ პროფესიაში პრაქტიკა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თეორია“.


- სწავლისა და მუშაობის შეთავსება არ გაგიჭირდა?
- მუშაობა რომ დავიწყე, ძალიან გადავიღალე და 3 წლის შემდეგ, აკადემიური ავიღე. გარდა ამისა, ბავშვობიდან ვხატავდი, ახლა კი, სამწუხაროდ, ამის დრო აღარ მრჩება. თუმცა, ვფიქრობ, ჩემი საქმიანობის პარალელურად, მომავალში ხატვას აუცილებლად გავაგრძელებ.


- გეხმარება შემოქმედებითი აზროვნების უნარი შენს საქმიანობაში?
- ვფიქრობ, შემოქმედებითი აზროვნების უნარი იმაში გამოიხატება, რომ ძალიან მიყვარს რაიმე ახლის შექმნა - მიქსოლოგია. ამ მხრივ, „ელ ცენტროში“ მართლაც ბევრი შესაძლებლობა მაქვს და მინდა, მაქსიმალურად გამოვიყენო.


- ზოგადად, როგორ ფიქრობ, განსაკუთრებულად რა უნარების განვითარება სჭირდება იმ ბარმენს, რომელიც კონკრეტულად კლუბის ფორმატის დაწესებულებაში მუშაობს?
- „ელ ცენტროს“ ბოლომდე კლუბს ვერ ვუწოდებდი, საკმაოდ დიდი ბარი გვაქვს და კლიენტებთან კომუნიკაციის საშუალება იქაც მეძლევა. ვფიქრობ, მისი ბარმენი ეგრეთ წოდებულ „მსახიობს“ წარმოადგენს, რომელმაც ყველაფერი უნდა მოასწროს და ყურადღებაც არავის მოაკლოს.


- 3 წელია, ერთ ობიექტში ხარ დასაქმებული, სტუმრებზე დაკვირვების სტატისტიკაც გექნება. შეიცვალა კონტინგენტის ქცევა ამ ხნის განმავლობაში? ვითარდება ღამის ცხოვრება?
- ცივ სეზონზე, როდესაც მხოლოდ შიდა ბარი მუშაობს, სტუმრების ნაკადი საკმაოდ გაფილტრულია. ძირითადად, მუდმივი კლიენტები გვსტუმრობენ ხოლმე, ყველა ერთმანეთს იცნობს და ეს ფაქტი თავადაც სიამოვნებთ. თავს უცხოდ არ გრძნობენ, რადგან ბარმენებთანაც კომუნიკაცია ჩამოუყალიბდათ და აქედან გამომდინარე, მეტად გახსნილები არიან, თამამად ერთობიან. რაც შეეხება შელაპარაკებებს, ეს ჩვენთან არასოდეს ხდებოდა, დაცვა მსგავს სიტუაციებს ყოველთვის მკაცრად აკონტროლებს და შეძლებისდაგვარად ანეიტრალებს.


- მომხმარებლების მხრიდან ტრადიციული კოქტეილები უფრო მოთხოვნადია, თუ სურთ, „რამე დაუსხათ“?
- ვიტყოდი, რომ, 50/50-ზე. ორივენაირი შეკვეთები მაქვს ხოლმე. ექსპრომტად მართლაც ბევრი კოქტეილი შემიქმნია და როგორც წესი, კარგი გამოდის :) მაგალითად, მე და ჩემმა თანამშრომელმა „ელ-ცენტრო შოტი“ გამოვიგონეთ, რომელიც დღეს საკმაოდ მოთხოვნადია. მას ჯინით, ლაიმის ფრეშით და კიტრის სიროფით ვამზადებთ და სხვათა შორის, სტუმრები  განსაკუთრებული სიამოვნებით ზაფხულში მიირთმევენ ხოლმე. 
ასევე, აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ სხვადასხვა ბარმენის მიერ თუნდაც ერთნაირი გრამაჟით დამზადებულ, ერთსა და იმავე კოქტეილს, ზუსტად ერთნაირი გემო ვერასოდეს ექნება. ეს, გარკვეულწილად, მზარეულის საქმიანობას ჰგავს: ყველას დამახასიათებელი „ხელი“ და სასმელის შექმნის საკუთარი ფილოსოფია აქვს.


- ბევრი უცხოელი გსტუმრობთ. რა განასხვავებს ქართველი და უცხოელი სტუმრების გემოვნებას?
- ქართველები, უფრო მეტად, მძიმე სასმელებს ეტანებიან, ალბათ, მალე რომ დათვრნენ (იცინის). რაც შეეხება უცხოელებს, ისინი უპირატესობას, როგორც წესი, მსუბუქ, სუფთა სასმელს ანიჭებენ. თანაც ცდილობენ, სხვადასხვა კატეგორია ერთმანეთში არ აურიონ.


- ეს, ალბათ, იმითაცაა გამოწვეული, რომ ჩვენთან სპირტიანი სასმელების კულტურა ცოტა ხნის წინ — 90-იანი წლებიდან დამკვიდრდა…
- გეთანხმებით. მაგალითად, ჩემთვის ხშირად უთხოვიათ, „ვისკი დამისხიო“ და რომ მიკითხავს, რომელი ვისკი-მეთქი, ვეღარ მპასუხობდნენ. ერთხელ ძალიან სასაცილო ამბავი შემემთხვა: კლიენტი მთხოვდა, მოჰიტოში არაყი ჩამემატებინა. ვერაფრით დავაჯერე, რომ არაყი მოჰიტოსთან არაფერ შუაშია, რადგან ტრადიციული მოჰიტო რომის ბაზაზე მზადდება.


- ვისკით დაგიმზადებია კოქტეილი?
- რა თქმა უნდა. მაგალითად, Vhisky Sour-ი - მას, როგორც წესი, Jack Daniels-ით ვაკეთებ ხოლმე. თუმცა, ვისკის ბაზაზე დამზადებულ კოქტეილებს შორის, „ელ-ცენტროში“ ყველაზე მოთხოვნადი მაინც Propaganda-ა, რომელიც თეთრი და შავი რომით, ფორთოხლის ლიქიორ Cointreau-თი, Jameson-ით და Red Bull-ით მზადდება.


- როგორი სტილის გასართობ ადგილებს ანიჭებდი უპირატესობას, სანამ ბარმენი გახდებოდი?
- სიმართლე გითხრათ, არცთუ ისე აქტიური ღამის ცხოვრებით ვცხოვრობდი. ჩვეულებრივი სტუდენტი ვიყავი, უფრო მეტად, მეგობრებთან ერთად, კინოში ან სტუმრად დავდიოდი. თუმცა, დაახლოებით 15 წლის ასაკში, კლუბ „კუბიკში“ მოვხვდი და ძალიან მომეწონა.
ახალმა საქმიანობამ ჩემთვის ყველაფერი შეცვალა - არა მხოლოდ ცხოვრების სტილი, არამედ მუსიკალური გემოვნებაც! წარმოიდგინეთ, სამსახურს ღამის 4-5 საათზე რომ ვამთავრებ, გართობას სხვაგან ვაგრძელებ ხოლმე! სოციალურად უფრო აქტიური გავხდი.
მეორე მხრივ, ბევრი რამისთვის, უბრალოდ, ვეღარ ვიცლი: მაგალითად, დიდი სურვილი მაქვს, სპორტით დავკავდე, მაგრამ არ შემიძლია, ვიღლები. ადრე კი უფრო აქტიური ვიყავი, 2-კვირიან ლაშქრობებშიც ვყოფილვარ.


- ასეთ შემთხვევაში, სახლში დაღლილი რომ ბრუნდები, სრული იდილიის შესაქმნელად, რომელიმე შინაური ცხოველი უნდა გელოდებოდეს...
- სხვათა შორის, მართლაც მყავს პატარა პეკინესი. მის მოვლაში ოჯახის წევრებიც მეხმარებიან. მიმაჩნია, რომ ადამიანს რომელიმე შინაური ცხოველი აუცილებლად უნდა ჰყავდეს! ეს ხომ ძალიან მარტივია - როდესაც ყოველდღიური რუტინით გადაღლილი სახლში ბრუნდები და არსება გეგებება, რომელიც თვალებში გიყურებს და გეფერება, ყველაფერი გავიწყდება. ალბათ, დაძაბული სამუშაო გრაფიკის პირობებში, სიმშვიდეს სწორედ ჩემი ძაღლის დამსახურებით ვინარჩუნებ (იღიმის).

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?