„პომ-პომი“ – როცა გამორჩეული წვეულების მოწყობა გსურთ!

მოზაიკა

11 ოქტომბერი 20:00, 2016 წელი

 „ყოველთვის მიხვდებით, რომ წვეულება ჩვენი გაფორმებულია...“ - გვეუბნებიან ლიკა ლაბაძე და ნუცა ქირია - მეგობრები და კომპანია „პომ-პომის“ დამფუძნებლები. მათ ეს არაჩვეულებრივი საქმე ცოტა ხნის წინ ბიზნესგამოცდილების გარეშე დაიწყეს, თუმცა დღეს უკვე შეუძლიათ, გამორჩეული ხელწერით და კმაყოფილი მომხმარებლებით ხმამაღლა იამაყონ... 

- გოგონებო, რა არის თქვენი კომპანიის ძირითადი საქმიანობა?
ნუცა: „პომ-პომის“ ძირითადი საქმიანობა ხელნაკეთი, სადღესასწაულო დეკორაციების შექმნაა. ჩვენთან შეიძლება როგორც ბავშვის დაბადების დღის, ასევე ქორწილის, კორპორაციული წვეულებისა და სხვა სახის ღონისძიებებისთვის განკუთვნილი დეკორაციების შექმნა.
„პომ-პომის“ შექმნის იდეა, დაახლოებით, 2 წლის წინათ, იმ პერიოდში გამიჩნდა, როცა საკუთარი ხელმოწერის ცერემონიისთვის ვემზადებოდი. მინდოდა, რამე გამორჩეული და განსხვავებული გამეკეთებინა. ამიტომ დავიწყე მოძიება და ამ ძიების პროცესში მივხვდი, რომ ის, რაც მე მინდოდა, ადგილზე ხელმისაწვდომი არ იყო.
ამიტომ მასალები შევიძინე და საკუთარი ხელით, ხელმოწერის წინა საღამოს დავიწყე პომ-პომების კეთება.
ჩემი შრომის შედეგი ყველა სტუმარს რომ მოეწონა, დავფიქრდი, ხომ არ გამეკეთებინა ანალოგიური დეკორაციები, ოღონდ ამჯერად სხვებისთვის.
ამ იდეაზე, დაახლოებით, 1 წელი ვფიქრობდი.
რა სეგმენტზე უნდა ყოფილიყო გათვლილი, უნდა ამერჩია თუ არა რომელიმე კონკრეტული მიმართულება, რა ერქმეოდა კომპანიას, როგორი ლოგო ექნებოდა და ა.შ. ამ ყველაფრის მოფიქრებისა და განხორციელების შემდეგ მინდოდა, მომეძებნა ადამიანი, რომელიც ასეთივე აღტაცებით შემომიერთდებოდა და ასე აღმოჩნდა „პომ-პომში“ ჩემი მეგობარი ლიკა ლაბაძე.
დღეს ჩვენ 2-კაციანი გუნდი ვართ.


- ამ საქმიანობაში რაიმე გამოცდილება გქონდათ?
ლიკა: ბიზნესის კეთების გამოცდილება მანამდე არცერთს გვქონია. თუმცა სულ გვინდოდა, რამე საქმე დაგვეწყო, აი, განხორციელებამდე კი არასოდეს მიგვყავდა...
მეგობრების შეკრებაზე ვიყავით, როცა ნუცამ იდეა გამაცნო. ამ ჩვეულებრივ საღამოს ეს იდეა არაჩვეულებრივი აღმოჩნდა და მაშინვე დავთანხმდი.
თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩვენი კომპანია წარმატებული იქნებოდა. სამხატვრო აკადემია მაქვს დამთავრებული, პროფესიით არქიტექტორი ვარ, გრაფიკულ დიზაინზე მიმუშავია და, გარდა ამისა, ყოველთვის დიდ დროს ვუთმობდი ხელნაკეთი აქსესუარების შექმნას. ეს იყო იდეა, სადაც ჩემი პროფესია და ინტერესები ერთმანეთს უკავშირდებოდა.
ნუცა: როგორც ლიკამ თქვა, ბიზნესის კეთების გამოცდილება არ გვქონდა, თუმცა ზუსტად ვიცოდით, რა და როგორ უნდა გვეკეთებინა. უბრალოდ, საქმე ისე უნდა გადაგვენაწილებინა, რომელიც თითოეულს კარგად გამოგვდიოდა. ლიკა უფრო შემოქმედებითი თემებით არის დაკავებული, მე კი – მომხმარებელთან კომუნიკაციით.


- საწყის ეტაპზე რა დაბრკოლებების გადალახვა მოგიწიათ?
ლიკა: ასე ვერ გამოვყოფდით... მუშაობის პროცესში გვხვდება გარკვეული წინააღმდეგობები... თუმცა უნდა ვთქვა, რომ ყოველივე ეს გამოცდილებას უფრო გვმატებს, ვიდრე გვაფერხებს.


ქართულ ბაზარზე არაერთი მსგავსი კომპანიაა. რამდენად ღირსეულ კონკურენციას უწევთ სხვა კომპანიებს და რის საფუძველზე?
ნუცა: როდესაც „პომ-პომზე“ დავიწყეთ მუშაობა, კონკრეტული მიმართულება და სტილი ავირჩიეთ. ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე კომპანია აკეთებს საქართველოში  მსგავს დეკორაციებს (ყოველ შემთხვევაში, მაშინ არავინ აკეთებდა, როდესაც ჩვენ გამოვჩნდით ბაზარზე).
ძალიან ბევრი ვიფიქრეთ იმ სტანდარტზე, რაზეც უნდა გვემუშავა და გადავწყვიტეთ, რომ „პომ-პომი“ გააკეთებდა ყველაზე ტრენდულ, თანამედროვე და დახვეწილ დეკორაციებს. „პომ-პომს“ გამორჩეული ხელწერა აქვს, ყოველთვის მიხვდებით, რომ წვეულება ჩვენი გაფორმებულია, თუ არ ჩავთვლით იმ კომპანიებს, რომელიც გვბაძავენ.


- რატომ უნდა აირჩიოს მომხმარებელმა თქვენი კომპანია და რით არის მისი მომსახურება გამორჩეული?
ნუცა: ჩვენ გვაქვს კონკრეტული მესიჯი მომხმარებელთან. თუ გინდა, რომ გქონდეს გამორჩეული, ინდივიდუალური და კონკრეტულად შენს გემოვნებაზე მორგებული წვეულება, მაშინ აუცილებლად უნდა ითანამშრომლო „პომ-პომთან“!


ძირითადად, რა სეგმენტი ირჩევს „პომ-პომს“ და რა შედეგით სრულდება ხოლმე თქვენი თანამშრომლობა?
ლიკა: „პომ-პომს“ ირჩევენ ადამიანები, ვისთვისაც წვეულება უბრალო დღე არ არის, ვისაც უნდა, რომ მნიშვნელოვანი თარიღები დღესასწაულად აქციოს. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, მომხმარებელი კმაყოფილი იყოს ჩვენი მომსახურებით და, მგონი, გამოგვდის კიდეც...


- სამომავლოდ რას გეგმავთ?
ნუცა: სამომავლო გეგმები, რა თქმა უნდა, გაფართოებას უკავშირდება. რა სახით მოხდება ეს და როდის, ამ თემაზე აქტიურად ვმუშაობთ და მალე სიახლეებსაც შემოგთავაზებთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?