„პოპულუსი“ - ხის ჩანთები და სამკაული ქალებისთვის

მოზაიკა

19 ოქტომბერი 12:00, 2016 წელი

უკვე რამდენიმე თვეა, ბაზარზე ახალი ბრენდი „პოპულუსი“ გამოჩნდა, რომელიც მომხმარებელს ხისგან დამზადებულ ძალიან საინტერესო, ორიგინალურ და დახვეწილ აქსესუარებს სთავაზობს.

როგორც „პოპულუსის“ დამფუძნებელი თინა ოსაძე განმარტავს, სახელწოდება ლათინური სიტყვიდან მომდინარეობს და ამ შემთხვევაში პირდაპირ აღნიშნავს, რა მასალისგან არის დამზადებული აქსესუარები.

თავდაპირველად ხის ჩანთებს აკეთებდნენ, რომლებსაც ეროვნული კულტურისთვის დამახასიათებელი ორნამენტებით აფორმებდნენ.
ბრენდის განვითარებასთან ერთად აქტიურად დაიწყეს ახალი პროდუქტის შექმნაც - საყურეები, თმის სამაგრები, ბეჭდები... ეს აქსესუარებიც ძალიან ორიგინალური და დახვეწილი გამოუვიდათ და არანაკლებ პოპულარული გახდა.

რამდენად პრაქტიკული და მოსახერხებელია ხის აქსესუარები, როგორია მომხმარებლის დამოკიდებულება ახალი ბრენდის მიმართ, სად და რა ფასად შეიძლება „პოპულუსის“ ნაწარმის შეძენა და რა სიახლეებს უნდა ველოდოთ?
ამ კითხვებით ქალბატონ თინა ოსაძეს მივმართეთ:
„ჩანთები ძალიან მსუბუქი და მოსახერხებელია, ხშირად უჩნდებათ კითხვა - მძიმეა თუ არა და ამიტომ დავიწყეთ ჩვენი ჩანთების აწონა (იცინის)... ზომას გააჩნია, საშუალოდ კი, 270 გრამს იწონის ხოლმე. 
ჩვენი ჩანთები ბაზარზე გამოჩენის დღიდანვე მნახველებში დიდ ინტერესსა და აღფრთოვანებას იწვევს. თავდაპირველად, უბრალოდ, ინტერესდებოდნენ, ათვალიერებდნენ და გვიბრუნებდნენ, ვერ წყვეტდნენ, ეყიდათ თუ არა... ახლა  კი უკვე დიდი ინტერესით ელიან ხოლმე ჩვენს გამოფენებს.  
პროდუქტის რეალიზაციას ონლაინსაშუალებების გამოყენებითა და გამოფენებით ვცდილობდით.  


თავიდანვე გავითვალისწინეთ, რომ ფასი ყოველთვის მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მომხმარებლის დამოკიდებულებას პროდუქტის მიმართ და გადავწყვიტეთ, მომხმარებლისთვის არჩევანი გაგვემარტივებინა - ამ ეტაპზე „პოპულუსის“ ნებისმიერი ჩანთის ღირებულება 100 ლარია.
საყურეების ყოველ ახალ კოლექციასაც ერთი და იგივე ფასი აქვს.
ამჟამად შეკვეთებს ვიღებთ „პოპულუსის“ „ფეისბუკის“ გვერდზე. 

თანდათან გაიზარდა ინტერესიც და შეკვეთების რაოდენობაც.  ვთანამშრომლობთ ონლაინ მაღაზიასთან wishlist.ge და ასევე, ჩვენი პროდუქცია შეტანილი გვაქვს მაღაზიებში - co.mode+ და crafting corner 23-ში, სადაც მომხმარებელს ნებისმიერ დროს შეუძლია, „პოპულუსის“ აქსესუარები დაათვალიეროს და შეიძინოს.
სამომავლოდ დიდი გეგმები გვაქვს, ახალ ხაზზე ვმუშაობთ და მალე საზოგადოებასაც გავაცნობთ.
გარდა ამისა, გვსურს „პოპულუსს“ საკუთარი მაღაზია ჰქონდეს და ვიმედოვნებთ, რომ ეს ძალიან მალე იქნება“.

საკნატუნო ამბები

მამიკოები და მათი პატარები (15 ფოტო)

მამიკოსთან ერთად ფოტო ან ძალიან ემოციური, ან ძალიან სასაცილო გამოდის. ასე არ არის?
საკნატუნო ამბები

ინტიმური ილუსტრაციები, რომლებიც შეხების ცდუნებას გადმოსცემს (20 ფოტო)

„ჩემს გულში მეყოლები, სანამ შენს ჩახუტებას ვერ შევძლებ“, - ასე უწოდა საკუთარ ემოციურ პროექტს ილუსტრატორმა ფრიდა კასტელიმ.
დღის ჰოროსკოპი

22 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 იანვრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!
არაჟურნალისტურ ამპლუაში

გოდერძი შარაშია: „facebook-ის საინტერესო და უცნობი მეგობრები სახლში დავპატიჟე“

„რომ არ ვყოფილიყავი ჟურნალისტი, ვიქნებოდი არქეოლოგი, ექთანი ან სასურსათო მაღაზიის გამყიდველი“, - დღეს „არაჟურნალისტური ამპლუის" კითხვარს ჟურნალისტი გოდერძი შარაშია პასუხობს.
ჰოროსკოპი

22-29 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი ქეთი ვაწაძისგან

გთავაზობთ კვირის ზოგად მიმოხილვას, ზოგად ტენდენციებს და შეგახსენებთ, რომ უფრო კონკრეტული სურათის შედგენა, ვის როგორი პერიოდი ელოდება, მხოლოდ პირადი რუკის ანალიზით არის შესაძლებელი.
საკნატუნო ამბები

როგორი იქნებოდა ტარანტინოს რეჟისორობით გადაღებული მულტფილმები?

სილვან სარაიჰი იგივე, როგორც თოჰაფი, ფრანგი ხელოვანია. ამჯერად სილვანმა ყურადღება ბავშვობის საყვარელ ისტორიებს მიაპყრო და ისინი ტარანტინოს ფილმების უარყოფით პერსონაჟებად აქცია. შეგიძლიათ ამაში თავად დარწმუნდეთ!
საკნატუნო ამბები

ვინ არის ეს კაცი და საიდან ჰყავს ამდენი ცნობილი მეგობარი?

ეს შეკითხვა აუცილებლად გაგიჩნდებათ, თუკი ინდონეზიელი ფოტოგრაფის სიაჰრილ რამადჰანის „ინსტაგრამს“ დაათვალიერებთ.  
საკნატუნო ამბები

გაქვთ პასპორტში ასეთი შტამპები?

საბაჟოს გასავლელად გრძელ რიგში დგომა არავის უყვარს, თუმცა ზოგიერთ ქვეყანაში შეიძლება პასპორტში ისეთი კრეატიული შტამპი ჩაგირტყან, კარგად გამხიარულდეთ.
იცით თუ არა...

სად გაქრა ავსტრალიის პრემიერი? - საიდუმლო, რომელიც ვერავინ ამოხსნა

ავსტრალიის რიგით მე-17 პრემიერ-მინისტრის გაუჩინარება მეოცე საუკუნის ერთ-ერთი დიდი საიდუმლოა, რომელიც დღემდე ვერავინ ამოხსნა. ჰაროლდ ჰოლტი 27 წლის იყო, როცა ავსტრალიის პარლამენტის წევრი გახდა და მთლიანობაში, პარლამენტში 32 წელი გაატარა. 
თემატური ჰოროსკოპი

ზოდიაქოს ნიშნების რეიტინგი - ვინ როგორ შეიცვლება სიყვარულისთვის?

ადამიანი ისეთი უნდა გიყვარდეს, როგორიც არის. ეს აქსიომაა. ამასთანავე, ყველას უნდა შეეძლოს სიყვარულისთვის კომპრომისზე წასვლა. მოდი, ვნახოთ, რამდენად არიან მზად ცვლილებებისთვის ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნები.
FUN-ტესტი

აირჩიეთ კაბა და ნახეთ შესაბამისი პასუხი

იცით, რომ სამოსის მიხედვით ადამიანის ხასიათის განსაზღვრა შეიძლება?! 
კულინარია

ევროპის საუკეთესო ტორტი „ესტერხაზი“

ავსტრია-უნგრეთის იმპერიის ცნობილი დიპლომატის, პრინც ესტერხაზის პატივსაცემად შექმნილი დესერტი 200 წელზე მეტია, ავსტრიული და უნგრული სამზარეულოს სიამაყეა. მსოფლიოში „ესტერხაზის“ ბევრი რეცეპტი არსებობს. ჩვენ ერთ-ერთ მარტივად მოსამზადებელს შემოგთავაზებთ.