გიორგი კაცაძე: „სამხედრო სავალდებულო სამსახურზე ნურაფრის გულისთვის იტყვით უარს“

მოზაიკა

18 ოქტომბერი 17:30, 2016 წელი

„ყველა მამაკაცმა უნდა გაიაროს ჯარი, მიუხედავად იმისა, დედისერთაა თუ მრავალშვილიანი ოჯახის წევრი. საქართველო მხოლოდ მიწა არ არის, საქართველო ვართ მე, შენ და ბევრი ჩვენნაირი, ჩვეულებრივი ადამიანი,“ - გაიცანით ამ სიტყვების ავტორი, 22 წლის გიორგი კაცაძე.

- ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ვიყავი, როცა ინტერნეტში სამხედრო მოხალისეთა კურსის ,,აისის“ შესახებ შევიტყე. სალაშქრო და სამხედრო კურსების გავლა 14 წლისამ დავიწყე - სკოლის შემდეგ, საღამოს საათებში, ლექციებს ვესწრებოდი, შაბათ-კვირას კი საველე გასვლები გვქონდა. რამე რომ მოხდარიყო, შემეძლო, ჯარს დავხმარებოდი.




- სკოლის დამთავრების შემდეგ სამხედრო აკადემიაში მინდოდა ჩაბარება, მაგრამ ოჯახმა წინააღმდეგობა გამიწია. ამის მიზეზი ის იყო, რომ დედისერთა ვარ. მხოლოდ ბაბუა დამიდგა გვერდით. წოდებით კაპიტანია, თავის ჯარის ამბებს მიყვებოდა და მეუბნებოდა,  შენ რომ წახვიდე, აუცილებელი არ არის და თუ მაინც წასვლას გადაწყვეტ , შენ გვერდით ვიქნებიო.




- 20 წლის რომ გავხდი, დაბადების დღეზე საკუთარ თავს საჩუქარი გავუკეთე - სამხედრო კომისარიატში მივედი და მოვითხოვე, ჯარში წავეყვანეთ. მოკლედ, ჩემი მაინც გავიტანე და 2014 წელს საკუთარი ნებით სავალდებულო სამხედრო სამსახურშიც წავედი.  
ყოველ დილით გვავარჯიშებდნენ და სამხედრო ტრადიციასთან გვაახლოვებდნენ. პოსტსა თუ საგუშაგოზე იარაღის გარეშე არ გვაყენდბნენ. სრულ თავდაცვის რეჟიმში ვიყავით.




- როცა დავბრუნდი, მამა დაწვრილებით მაყოლებდა ჯარის ამბებს, იმ ამბებით მერე თავის მეგობრებში ამაყობდა. ვფიქრობ, რომ ყველა ქართველი მამაკაცი უნდა იყოს ჯარში ნამყოფი. არ აქვს მნიშვნელობა, დედისერთა იქნება თუ მრავალშვილიანი ოჯახის წევრი. რამე რომ მოხდეს, საქართველო მხოლოდ მიწა არ არის, ჩვენ, თქვენ და სხვა უამრავი ადამიანია. ,,შავნაბადაზე“, სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის პირველი სტრატეგიული ობიექტების დაცვის დეპარტამენტში რიგითი ვიყავი. სამხედრო კარიერა წარმატებით დავასრულე.




- ჯარმა ძალიან შემცვალა. ადამიანების გამოცნობა ვისწავლე. ახლა უკვე ვიცი, ვის შემიძლია ვენდო. უფრო მტკიცე და თამამი გავხდი. უარის გადაჭრით თქმაც შემიძლია. ხათრით აღარაფერს ვაკეთებ.




თუმცა ჯარში გატარებული დღეები ჩემი პირადი ცხოვრებისთვის მძიმე აღმოჩნდა.
ჯარისკაცის რეჟიმით ცხოვრება და შეყვარებულთან ურთიერთობა რთული შესათავსებელი იყო. 
ამიტომ გადავწყვიტე, ჩემი ცხოვრების წესი რადიკალურად შემეცვალა. დღეს  ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო ფაკულტეტის მე-3 კურსის სტუდენტი ვარ, თუმცა სამხედრო საქმე ჩემთვის ყოველთვის პრიორიტეტი იყო და იქნება.




Funtime-ს საშუალებით მინდა, ყველა ახალგაზრდას მოვუწოდო, რომ სამხედრო სავალდებულო სამსახურზე ნურაფრის გულისთვის იტყვით უარს, ეს ყველაზე დიდი ცხოვრებისეული გამოცდილებაა, რასაც სხვაგან ვერსად მიიღებთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?